მხატვრობა ბრაზილიელი მხატვარი გამუდმებით წყალს ხატავს 2021, 22 თებერვალი, 21:47
მარკოს ბეკარი არ ერიდება გამოწვევებს.პირიქით, ყოველთვის მათკენ მიისწრაფის.
ამჟამად, ბეკარი მუშაობს ფარანას ფედერალურ უნივერსიტეტში დამხმარე პროფესორის თანამდებობაზე, კითხულობს ლექციებს დიზაინსა და გრაფიკულ დიზაინზე. თავისუფალ დროს აკვარელით ხატავს.
თუ მის ნამუშევრებს ნახავთ, შეამჩნევთ რომ ბეკარი დიდ ყურადღებას აქცევს წყალს. იმდენად, რამდენადაც მის ზოგიერთ ნამუშევარში სწორედ წყალი ხდება ცენტრალური საგანი, რაც ადამიანებს უკანა პლანზე ანაცვლებს. ეს იმიტომ ხდება, რომ მხატვრის აზრით, წყლის ასახვა მისი სისუსტე იყო და მისი აღმოფხვრა სურდა. ვფიქრობ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან წარმატებას მიაღწია და ახლა სწორედ წყლის ხატვა გახდა მისი ძალა ხელოვნებაში. 40 1-ს მოსწონს
|