ტკბილეული მარწყვის იოგურტის ტორტი ცხობის გარეშე 2021, 20 თებერვალი, 22:11 8 ულუფა; 6 საათი და 30 წუთი; ახალი მარწყვი - 0.5 კგ.; მარწყვის იოგურტი - 1 ლ.; ჩვეულებრივი "პეჩენია"- შაქრის ფუნთუშა (ან ფიტნეს-ნამცხვრები, ) - 500 გრამი; რძე - 180-200 მლ.; ჟელატინი - 30 გრამი; ქორფა პიტნა (გასაფორმებლად) - 1-2 ტოტი; მომზადება: დააქუცმაცეთ "პეჩენია". ჟელატინი გახსენით წყალში 1:6 პროპორციით და აცალეთ დალბობა. დაქუცმაცებულ ორცხობილას ჩაასხით რძე. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, სანამ ცომის სისქეს არ მიიღებს. ფორმის (ყალიბის) ფსკერზე განათავსეთ ორცხობილა-რძის ცომი, გააბრტყელეთ ფირფიტის სახით. ზემოდან ფირფიტას დააწყვეთ მარწყვი. ცეცხლზე დადგით ჟელატინი ადუღებამდე. ცალკე ჯამში ჩაასხით იოგურტი და დაუმატეთ ჟელატინი. იოგურტის ჟელე მოასხით ფირფიტას. იოგურტის ტორტი მარწყვით შედგით მაცივარში 6 საათით. მარწყვის იოგურტის ტორტი ცხობის გარეშე მზადაა! შეგიძლიათ, ზემოდან იგი მორთოთ ქორფა მარწყვითა და პიტნით. გემრიელად მიირთვით! 41 შეფასება არ არის
|