x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139048
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
თუ თქვენი ყოველი დღე, წინა დღეს ჰგავს და ბედნიერების შეგრძნება დავკარგეთ...
image


ერთხელ, ერთი პატივსაცემი მოქალაქე მივიდა მეფე სოლომონთან, რომელიც ტბაში მოცურავე თევზების ყურებით ტკბებოდა, და უთხრა:

— მეფეო დაბნეული ვარ! ჩემი ყოველი დღე, წინა დღეს ჰგავს, ერთმანეთისგან აისს და დაისს ვეღარ ვარჩევ, ბედნიერების შეგრძნება დავკარგე.
მეფე დაფიქრდა და უთხრა:
— ბევრი ინატრებდა შენს ადგილზე ყოფნას, შენი სახლის ფლობას, შენი ბაღის და სიმდიდრის ქონას.
და შემდეგ, ჰკითხა:
— ნუთუ რაიმე სურვილი არ გაქვს? რამეზე ოცნებობ?
— მე ადრე, მონობიდან გათავისუფლებაზე ვოცნებობდი. შემდეგ, ვოცნებობდი, რომ ჩემს ვაჭრობას შემოსავალი მოეტანა. ახლა კი, აღარ ვიცი, რაზე ვიოცნებო.
— ადამიანი, რომელსაც ოცნება არა აქვს, ამ ტბაში მოცურავე თევზებს ჰგავს, რომლებისთვისაც ყველა დღე ერთნაირია. ისინი განთიადს ბინდისგან ვერ არჩევენ და არასოდეს არიან ბედნიერები. – უთხრა სოლომონმა და დაამატა:
— მაგრამ, თევზებისგან განსხვავებით, შენ თავად ჩაკეტე შენი თავი ტბაში. თუ შენს ცხოვრებაში დიდი და სასიკეთო მიზანი არ არის, უმიზნოდ იხეტიალებ საკუთარ სახლში და გარდაცვალების წინ, მიხვდები, რომ სულ ტყუილად გიცხოვრია. თუ მიზანი გაქვს, ყოველთვის, როდესაც ნაბიჯს გადადგავ, გეცოდინება, მიგაახლოვა მან შენს მიზანთან თუ პირიქით, მისგან დაგაშორა. და ეს, აზარტს შესძენს შენს ცხოვრებას, მისდამი ვნებას გაგიჩენს.
დახმარებისთვის მოსულმა, კოპები შეკრა და წარმოსთქვა:
— ნიშნავს, თუ არა ეს, რომ ყოველთვის, როდესაც ერთ მიზანს მივაღწევ, შემდეგი მიზანი უნდა დავისახო და ყოველთვის, როდესაც ჩემი ოცნება შესრულდება, უფრო დიდ რაღაცაზე უნდა ვიოცნებო?.. და ამ ოცნებების ასრულების გზების ძიებაში, ვპოვებ ბედნიერებას?
— დიახ, ასეა! – უპასყხა მეფემ.


P. S. სხვა ცხოვრებისეული სიბრძნე მეფე სოლომონისგან:


დილით ადრე, მეფე სოლომონი მზის ამოსვლას მთის მწვერვალზე შეხვდა. როდესაც იქიდან ჩამოვიდა, მას მთის ძირთან შეკრებილმა ადამიანებმა მიმართეს:

— თქვენ ჩვენთვის შთაგონების წყარო ბრძანდებით. თქვენი ყოველი სიტყვა, ჩვენს გულებს გარდაქმნის. ხოლო, თქვენი სიბრძნე – გონებას გვინათებს. გვინდა, რომ გვიპასუხოთ: ჩვენ ვინ ვართ?
მან გაიღიმა და უპასუხა:
— თქვენ — ხართ ნათელი სოფლისა, ვარსკვლავები ხართ. თქვენ — ჭეშმარიტების ტაძარი ხართ. თითოეულ თქვენგანში მთელი სამყაროა. გონება გულს დაუკავშირეთ, საკუთარ გულს ჰკითხეთ და სიყვარულით მოუსმინეთ. ნეტარ არიან ისინი, ვისაც ღმერთის ენა ესმით.


— ცხოვრების აზრი რა არის?


— ცხოვრება — გზა, მიზანი და ჯილდო არის. ცხოვრება — სიყვარულის ცეკვაა. თქვენი დანიშნულება — გაფურჩქვნაა. თქვენი სიცოცხლე — სამყაროს ისტორიაა. და ამიტომ, ის ნებისმიერ თეორიაზე უფრო მშვენიერია. ცხოვრებისადმი ისეთი დამოკიდებულება იქონიეთ, როგორც ზეიმისადმი, რადგან ცხოვრება ყველაზე ღირებულია. ცხოვრებას დღევანდელობა ქმნის. ხოლო დღევანდელობის არსი — დღევანდელობაში ყოფნაა.


— უბედურება გამუდმებით რატომ დაგვყვება?


— რასაც დასთესთ, იმას მოიმკით. უბედურება — თქვენი არჩევანია. სიღარიბე — ადამიანის ქმნილება არის. ხოლო, წუხილი — იგნორირების ნაყოფია. დადანაშაულებით – ძალებს კარგავთ, ხოლო ვნებით – ბედნიერებას ფანტავთ. გამოიღვიძეთ, რადგან ღარიბია ის, ვინც ვერ აცნობიერებს საკუთარ თავს. ხოლო, ის ვინც საკუთარ თავში ღმერთის სამეფოს ვერ იპოვის — უსახლკაროა. ღარიბდება ის, ვინც დროს უაზროდ კარგავს. ნუ იქცევით მცენარეებად. ნუ მისცემთ ბრბოს უფლებას, რომ თქვენი სული გათელოს. და არ იქცევა თქვენი სიმდიდრე, თქვენსავე წყევლად.


— როგორ დავძლიოთ განსაცდელი?


— ნურასდროს განიკიცხავთ საკუთარ თავს, რადგან თქვენ ღვთიურები ხართ. ნუ შეადარებთ და ნუ გაყოფთ. ყველაფრისთვის მადლიერნი იყავით. იხარეთ, რადგან სიხარულს საოცრების მოხდენა შეუძლია. გიყვარდეთ საკუთარი თავი, რადგან საკუთარი თავის მოყვარულს, ყველაფერი უყვარს. მადლიერნი იყავით საფრთხისა, რადგან მამაცები მოიპოვებენ ნეტარებას. ილოცეთ სიხარულის დროს — და უბედურებას აირიდებთ. ილოცეთ, მაგრამ ღმერთს ნუ შეევაჭრებით. და იცოდეთ, განდიდება — საუკეთესო ლოცვაა, ხოლო ბედნიერება — საუკეთესო საკვებია სულისთვის.



— როგორია ბედნიერებისკე სავალი გზა?


— ბედნიერები არიან მოსიყვარულენი; ბედნიერები არიან მადლიერნი; ბედნიერები არიან საკუთარ თავში სამოთხის მპოვნელნი; ბედნიერები არიან სიხარულით გამცემნი და სიხარულით მიმღებნი; ბედნიერები არიან მაძიებელნი; ბედნიერები არიან გაღვიძებულნი; ბედნიერები არიან უფლის ხმის გამგონნი; ბედნიერები არიან საკუთარი დანიშნულების შემსრულებელნი; ბედნიერები არიან ჰარმონიაში მყოფნი; ბედნიერები არიან სამყაროს სილამაზის შემცნობნი; ბედნიერები არიან ბრძენნი; ბედნიერები არიან საკუთარი თავის შემცნობნი; ბედნიერები არიან სიცოცხლის მადიდებელნი; ბედნიერები არიან აღმშენებელნი; ბედნიერები არიან თავისუფალნი; ბედნიერები არიან მიმტევებლნი;


— სიუხვის საიდუმლო რაშა?


— თქვენი სიცოცხლე — ყველაზე დიდი განძია ღმერთის საგანძურში. ხოლო ღმერთი — განძია ადამინის გულში. ამოუწურავი სიმდიდრე თქვენშია. ხოლო სიუხვე, თქვენს გარშემო — აურაცხელი. მსოფლიო საკმარისად მდიდარია იმისთვის, რომ ყველა გამდიდრდეს. ამიტომ, რაც უფრო მეტს გასცემთ, მით მეტს მიიღებთ. სიუხვე თქვენი კარის ზღურბლზეა. გაიხსენით მისთვის და ყველაფერს, ცხოვრების ოქროდ აქციეთ. ნეტარ არიან ისინი, ვინც საკუთარ თავში სიმდიდრეს იპოვნიან.


— როგორ ვიცხოვროთ ქვეყანაზე?


— შეითვისეთ ყოველი წუთი, ყოველი წამი, თქვენი ცხოვრებისა, რადგან დაკარგული დრო სევდას და მწუხარებას ბადებს. და რაც შიგნით არის, გარეთაც ის გამოდის. მსოფლიოს წყვდიადი — გულში არსებული წყვდიადია. ბედნიერება — მზის ამოსვლაა. უფლის შეცნობა — სინათლესთან შერწყმა. გაცნობიერება — ათასი მზის ნათება. ნეტარ არიან სინათლის მსურველნი.


— როგორ ვიპოვოთ ჰარმონია?


— უბრალოდ, იცხოვრეთ. ნუ მიაყენებთ სხვას ზიანს. სხვისი ნუ შეგშურდებათ. საკუთარი ცხოვრება მშვენიერებას მიუძღვენით. შექმენით ხელოვნებისთვის და არა აღიარებისთვის. გულისხმიერებით მოეპყარით ახლობელს. შეალამაზეთ წარსული და დაივიწყეთ. სამყაროს ახალი შემატეთ – სულიერი ან მატერიალური. შეავსეთ თქვენი სხეული სიყვარულით და იყავით სიყვარულის ენერგიის მატარებელნი, რადგან სიყვარული ყველას აკეთილშობილებს. სადაც სიყვარულია — ღმერთიც იქ არის.


— როგორ მივაღწიოთ სრულყოფილებას?


— ბედნიერები სხვებს გარდაქმნიან. უბედურები კი – მონებად რჩებიან, რადგან ბედნიერებას თავისუფლება უყვარს. ჭეშმარიტი ბედნიერება იქ არის, სადაც თავისუფლებაა. დაეუფლეთ ბედნიერების ხელოვნებას. გაიხსენით სამყაროსთვის და სამყარო გაიხსნება თქვენთვის. და შეხედეთ ყველას სიყვარულით.

და ბოლოს დაამატა:

— და ბევრი რამ, თქვენთვის მდუმარებით გაიხსნება… იცხოვრეთ ჰარმონიაში! იყავით ის, ვინც ხართ!

imageimageარხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. მაკედონელი, კლეოპატრა, კეისარი და სხვა ისტორიული პირები დღეს რომ ცხოვრობდნენ...
2.15 ფოტო მტკიცებულება, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ონლაინ უნდა ვიმოგზაუროთ
3. ქოთნის ყვავილები და სხვა მცენარეები – მოვლა, დიზაინი, საინტერესო ფაქტები

4. რატომ ჰყავდა ჰიტლერს 15 ახალგაზრდა ქალი პირად შტატში... და სხვა საინტერესო ფაქტები

5. 7 პრიმიტიული გამოგონება, რომელმაც მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა

6. ძველი მსოფლიოს მედიცინის სასწაულები

0
79
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0