x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
მიზანი, არსი და მოწოდება.

სიცარიელე, სიცარიელე, არარა, არარსი და სიცარიელე.
ყველაზე ცუდი სიცარიელე ყოფილა მთელს სამყაროში. ერთია ხილული მატეერისგან შემდგარი უსასრულო, უკიდეგანო და შეუცნობელი სამყარო, ხოლო მეორე ადამიანის შინაგანი სფერო არანაკლებ უკიდეგანო, უსასრულო და ამოუცნობია იმ სამყაროზე რომელიც გარს გვახვევია. პირველში წარმოუდგენელია სიცარიელე, რადგან ყოველივეს ატომები და პატარა ნაწილაკები მოიცავს, მეორეში კი იოლად შესაძლებელი. ეს სიცარიელეა რაც მე დამეუფლა ამ ბოლო დროს და მანადგურებს შიგნიდან, უნდა ნაცარტუტად აქციოს ყოველი შექმნილ_შეკოწიწებული ქმნილება გონებისა, უნდა ლოგიკის ნაწყობი გრძელი კიბე პატარა საკუჭნაოს სკამად აქციოს და ზედ დაახვავოს მთელი სანოვაგე აზრისა. რამდენი ხანია ვწვალობ, ფეხს ვითრევ, ხვალისთვის ვდებ დგეისთვის დაგეგმილ საწერს, მერე თავს უწყრები ზარმაცი ხართქო. მაგრამ სინამდვილეში ამის მიზეზი ისსა, რომ გამიქრა შთაგონების წყარო და ორიენტაცია, ანუ მიზანი რომლისკენაც მივილტვოდი.

როცა ადამიანს არა აქვს კეთილშობილი მიზანი ის ცარიელია, დაცლილია ყოველგავი შემოქმედებრივი უნარიდან და გავს ტომარას რომელიც ხალხს სანოვაგით სავსე გონიათ, სინამდვილეში კი ცარიელი ნივთია. თუ ადამიანი თავის უზენაეს დანიშნულებას არ ასრულებს, თუ მისი გული სიყვარულით არ არის სავსე მაშინ მას მალე დაეპატრონება სიცარიელე და სიცივე რომელიც უმალ imageგაყინავს, აქცევს უსულო საგნად, წმინდა მატერიად რომელიც აუარებაა ჩვენ ირგვლივ. ეს არის მატერია მოძრაობაში, ერთი ქვის გადმოგორება კლდის კალთიდან რომელსაც ხმაურის მეტი არფერი მოქვს, ეს უბრალო გადადგილება, დროებითი გასეირნება მიწისა, რომ მერე ისევ მიწად იქცეს ოღონდ უმოქმედო მიწად. სიაცარიელე სხვა მხრითაც შეიძლება დაეუფლოს ადამიანს და ამის მიზეზი იმედგაცრუებაა, როგორც არ შეილება ადამიანი თავისუფლებას გრძნობდეს თუ სხვა მასავით თავისუფალ ადამიანების გარემოცვაში არ ცხოვრობს, ისე შეუძლებელია რაიმეს შექმნა, რამიემეს მიღწევა თუ სხვანი ვერ გაცნობიერებენ შენი ქმნილების აზრს. რაოდენ მარტოსულია ადამიანი, რაოდენ უმწეო და მაინც ამ უსუსურ არსებაში არის დაუძლეველი ლტოლვა ბედნიერებისკენ, დაუოკებელი სწრაფვა მარადისობისკენ, ხოლო მათთან მისასვლელი გზა ბუნდოვანი და უჩინარია კაცისთვის. რას ნიშნავს ეს დაუოკებელი ლტოლვა იმისაკენ რაც ადამიანურს საერთოდ არ ახასიათებს, თუ არა იმას რომ ყოველი ჩვენგანი ინტუიციით და კიდევ რაღაც შინაგანი გრძნობით ხვდება, რომ არსებობს ჩვენი ხილული მატერიისგან, რომელსაც მუდმივობა და ბედნიერება არ ახასიათებს, განსხვავებული სამყარო რომელკენაც გვიბიძგებს რომელირაც ნაწილი გულისა, სულისა გონებისა თუ სხეულისა არ ვიცი. მე უფრო მგონია რეალური სამყარო თვითონ არის სიცარიელე, ის რაც ჩვენ სავსედ და მყარად გვეჩვენება, მხოლოდ ილუზიაა, სინამდვილეში სიცარიელეა რადგან ვერანაირ მიზანს ვერ ვხედავ მაასში. საუკუნოვანი წრე ბრუნვაც და ერთი ადგილის ტკეპნაც ამაზე მიუთითებს. რა არის სბოლოო მიზანი მატერიალური ცხოვრებისა? საერთო განადგურება? ისეთი საზოგადოებრივი ცხოვრების მიღწევა რომელიც სუპერ ცნობიერი ორგანიზმია? თუ ისეთი ტეხნიკური პროგრესი მთვარეზე საკუთარი მანქანით შეგვეძლოს მისვლა? და რას შეცვლის ეს ადამიანში? რას შემატებს ბედნიერების გზაზე დამდგარ ბრმას? რამდენ წელს აჩუქებს უსასრულო სიხოხცლით მოხიბლულ გონებას. ბევრს ვერც ვერაფერს, მხოლოდ წამიერ სიამოვნებებს თუ მოგვრის გარკვეულ მასას რომელიც მალევე დაივიწყებს ამ ყველაფერს და იმედგაცრუებული ფსევდო ბედნიერებით შეიძულებენ სიცოცხლეს. რას არ აკეთებს ადამიანი რომ თავის ნაკლი და მანკიერებანი დამალოს, სიმართლეს იძულებს, ანადგურებს, სიმართლეს რომელიც თვალს არ ხუჭავს და დაუნდობლად ამხელს მის მანკიერებებს, დიდი ხანია ებრძვის ადამიანი. ებრძვის და გააყალბა კიდეც დიდი ნაწილი სიმართლისა, ან ჩაახშო როგორც საკუთარ თავში ისე სხვებშიც, ეს ერთსულოვანი გაერთიანება სიმართლის წინააღმდეგ გადაიქცა ახალ რიალობად, ახალ ხასიათად რომელმაც მოკლა დროება ფაქტისა სადაც კი კი იყო არა არა, სახეც უცვლელი იყო და ხასიათიც გამომზიურებული. ასე დარაზმული და გლობალურად გაერთიანებული ადამიანი ხორცშესხმაა ეშმაკისა, ანუ ბოროტებისა რომელიც სიცრუის გზით დაღუპვისკენ მიდის. აქ დაღუპვას ვგულისხმობ არა მხოლოდ ფიზიკურად არამედ სულიერადაც. პირველ რიგში შინაგანი სამყაროს განადგურებს სიცრუის მხარეს მდგარი კაცობრიობა და როცა ცივი, მშრალი მატერიის გარდა აღარა დარჩება მკვდარ უსიცოცხლო მატერიას შეუერთდება სხეულიც. გნქვავდება კაცი, გაშეშდება ერთ ადგილზე, გაცხოველდება ბუნება მისი იმდენად რომ ყოველი ადამიანური სისუსტის გამოვლინებად ჩაითვლება და ბოლოს დადგება ჯამი როცა ტანს ჩამოიბერტყავს ჩვენი პლანეტა და თავიდან მოიცილებს უმიზნო პარაზიტებს, მღრნელებს. მოვა კოსმიური, ხილული სიცარიელე და მიიერთებს ჩვენს სამყოფელს, რომელსაც ზებუნებრივი უხილავი ძალისგან ქონდა შანსი დაეძლია სიცარიელე, შეერთებოდა ბედნიერებას და გადაელახა მიწიერი მატერიის ჯებირი. გაადამიანება ნიშნავს შენში ცნობიერი ხასიათის გამომუშავებას და სიყვარულით მიდრეკას ბედნიერებისკე, განა განგელოზებას თხოვენ ადამიანს რაც შეუძლებელია, არამედ გაადამიანებს შინაგანად, კარგ, სუფთად ჩაცმა დახურვას კი არა, სუფთა აზრს და გულს. სიცარიელეა ყველაფრის გამანადგურებელი და ყოვლისმომცველი, სიცოცხლის მტერი, ყოფის გადამგვარებელი და სინათლის ჩამქრობი, საოცარია როგორ მიისწრაფის დღეს ადამიანი მისკენ, საგნებმა ვერ მისცა ბედნიერება და გულისდასაჯერებლად იქ თხრის საცა სიკვდილი გამოუმწყვდევია კეთილ ძალას. ადამიანი ვერასოდეს ეღირსება ბედნიერებას რადგან მან უკვე გააკეთა არჩევანი მატერიალური სიმდიდრის და დოვლათის სასარგებლოდ. მან თავად არჩია ნივთის მონა გამხდარიყო და შემოქმედის შვილობაზე ეთქვა უარაი, შემოქმედმა მისცა მას არჩევანის უფლება და გამიყენა კიდეც ადამიანმა. ეს არის დიდი საყოველთაო არჩევანი სიცოცხლისა და სიცარიელეს შორის. საუბედუროდ ადამიანმა მატერიას და მისგან შექმნილ საგნებს მიანიჭა უპირატესობა, რაც წუთიერი სისავსეა და სააბოლოოდ სიცარიელეე.

0
75
შეფასება არ არის
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0