x
მეტი
  • 10.10.2024
  • სტატია:137550
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511438
ადამიანის დეგრადაციის საფუძვლები უელბეკთან
მიშელ უელბეკი იმ მცირერიცხოვანათა კატეგორიას ეკუთვნის, რომელთაც წერის რთული და წინააღმდეგობრივი პროცესი წინამორბედთა მემკვიდრეობაზე ააგეს და ამასთან შექმნეს თვითმყოფადი, განუმეორებელი სტილი. ეგზისტენციალისტი ავტორების მიერ დასმულმა პრობლემატიკამ მნიშვნელოვანი ასახვა ჰპოვა მიშელ უელბეკის შემოქმედებაში. მან ჟან პოლ სარტრისა და კამიუს მიერ წამოჭრილი ფუჭი, უსაგნო ცხოვრების თემა ორიგინალურ ჩარჩოში მოაქცია და მეტი სიმძაფრით წარმოაჩინა. მისი ყველა რომანი ამაფორიაქებელი გზავნილია და თუ “SUNDAY TIMES"-სს დავესესხებით ნამდვილად შეძლო ინტელექტუალური საზოგადოების ორ ნაწილად გახლეჩა. მისი რომენები შედგება სახეებისგან ნიღბებით და მის გარეშე, ამაოებისა და უსაქმურობის, კონფორმიზმის ჭაობში ჩაძირული ადამიანები ხშირად რჩებიან საკუთარ თავთან მარტო და მხოლოდ ამ დროს აცნობიერებენ, რომ დეგრადაციის გზაზე ეშვებიან.

უელბეკი თავისი ნაწარმოებებით უმთავრესად საზოგადოების პროვოცირებას ცდილობს. იგი აიძულებს მას დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ ზრდის თავის სიღრმეში სერიულ მკვლელებს, სექსუალურ მანიაკებს, ნარცისებს, ეგოისტებს, ისტერიულ თუ მელანქოლიურ მოქალაქეებს.

“ბრძოლის ველის განვრცობა" ავტორის პირველი ყველაზე გახმაურებული რომანია. ნაწარმოებში გამოკვეთილი პერსონაჟი ტრანსფორმაციის არაერთ ეტაპს გადისდა საბოლოოდ მიდის დასკვნამდე, რომ ამ უკიდეგანო სივრცეში წამოჭრილი ბრძოლა წააგო. “ ცხოვრების მიზანს ვერ მივაღწიე, ნაშუადღევის ორი საათია". დრო კი მაინც აღუნუსხველად მიდის, მიუხედავად ადამიანთა დამარცხებისა და გამარჯვებისა. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი, რომელიც არაერთ ზნეობრივ კომპრომისზეა წასული, დგას დამარცხებული და ახლაღა ხვდება, რომ მისი ტრაგედია დიდიხნისწინათ დაიწო. ტისერანმა მხოლოდ გადამწყვეტ ბრძოლაში განცდილი კრახის შემდეგ აღმოაჩინა, რამდენად დაემდაბლებინა ყოფითი აბსურდით გართობას.

ტისერანი, რომელიც თავდაპირველად ინფორმატორთა საზოგადოებაში აღმოჩნდება და ამჩნევს თუ როგორ “ეპრანჭებიან" ძირძველი თანამშრომლები “იერარქიულ" უფროსს, რათა თავი მუყაითად გააჩვენონ, თუმცა ბოლოს ვეღარ აცნობიერებს, როგორ ემსგავსება და ხდება მათი პოტენციური თანამშრომელი.


ასე იქმნება მებრძოლთა ველი, რომელიც თანდათანობით ფართოვდება და ხდება ადამიანთა პრივატული, ინტიმური სფეროების მომცველი. რომანის გმირები გარკვეული დროის შემდეგ აღარც მალავენ თავიანთ უილაჯობას. პერსონაჟებს აღარ შესწევთ უანგარო ურთიერთობების უნარი და მთლიანად კარგავენ შეყვარების უნარს, ხოლო ვნებასა და გრძნობად საზრისს მოკლებული სექსუალური ურთიერთობებიც მალევე ყირჭდებათ. ეს კი მათყოფას მით უფრო აუტანელს ხდის და ბოლოს დეპრესიამდე მიდიან.

“ იყავით ამაზრზენი და იქნებით მართალი"-ესაა უელბეკის ლაიტმოტივი, რაც უმთავრესად საზოგადოების სუსტი წერტილების და ადამიანთა დეგრადაციაში გამოიხატება. მწერალმა, რასაკვირველია, კარგად უწყის, რომ შოკისმომგვრელი და ტყუილის მსგავსი სიმართლის თქმა აგრესიის გამოწვევის გარეშე. შეუძლებელია.image

4
94
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ნინო
ნინო ნინო
94
  
2012, 2 ოქტომბერი, 20:10
საინტერესოა
2012, 9 სექტემბერი, 13:37
გმადლობ:)
2012, 9 აგვისტო, 23:01
ძალიან საინტერესო საკითხია! კარგად წარმოჩენილი
0 1 4