x
მეტი
  • 14.11.2024
  • სტატია:138226
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511958
სიზმრები
image

ჩვენი ცხოვრების მესამედს ძილში ვატარებთ, სიზმრები კი მის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, ისევე როგორც ჩვენს ფსიქიკურ ცხოვრებაში.დღემდე რთულად აიხსნება მათი მნიშვნელობა.ზოგის აზრით სიზმრებს სიმბოლური დატვირთვა აქვს, ზოგი მას წინასწარმეტყველებად თვლის, ზოგიც აკრძალული სურვილების ნათელ გამოხატულებად.მე წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტსა და მოსაზრებას სიზმრების შინაარსსა და დატვირთვაზე.

ის რაც ამ დროისთვის მეცნიერებმა ზუსტად იციან არის ის, რომ ჩვენ სიზმრებს ძილის პერიოდში ყოველთვის ვნახულობთ და მას შეუძლია რადიკალურად განსხვავებული ემოციების განვითარება ადამიანში.ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 95% სიზმრებისა ქრება მეხსიერებიდან.ჩვენ სიზმრებს ძირითადად REM ძილის პერიოდში ვნახულობთ, კვლევებმა დაადგინა, რომ ისინი არც NREM ძილის პერიოდშია გამორიცხული, თუმცა ამ დროს ჩვენ ნაკლებად ვნახულობთ ემოციურ და ჩახლართული შინაარსის მქონე სიზმრებს, პირიქით, ის სენსორული ხატებით ნაკლებად დატვირთული და მარტივად გასააზრებელი შინაარსების მქონეა.

არსებობს რამდენიმე მეცნიერული თეორია თუ რა არის და რა იწვევს სიზმრებს.


აქტივაცია-სინთეზის თეორია-ეს არის სიზმრების ნეირობიოლოგიური ახსნა ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქიატრების მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე.ამ თეორიის თანახმად, ფიზიოლოგიური პროცესები ტვინში იწვევენ სიზმრებს.ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ჩვენი ფიქრები და აზრები სტიმულაციით გადაეცემა ცნობიერებას.ეს თეორია მიანიშნებს, რომ სიზმრების გამოწვევა ხდება ტვინის ღეროს გააქტიურებით თვალის სწრაფი მოძრაობის დროსა(REM) და ლიმბური სისტემის სტიმულირებით.

სიმულაციური თეორია(Threat-simulation theory)-ეს არის ფინელი კოგნიტური ნეირომეცნიერისა და ფსიქოლოგის კვლევის საფუძველზე შექმნილი თეორია.ამ მოსაზრების მიხედვით, სიზმარი არის მზადება ცხოვრებისეული სიტუაციებისთვის, რომელიც შეიძლება ზოგჯერ საფრთხის შემცველიც იყოს.

მესამე თეორიის თანახმად სიზმრები შეიძლება იყოს ბიოლოგიური პასუხი ცხოვრებისეულ გარემოებებზე, რომლებიც შესაძლოა ევოლუციურად ან გამოცდილების საფუძველზე ფორმირდა.ამის მაგალითად კი მოჰყავთ სიზმრების ის კატეგორია, სადაც ადამიანებს ნეგატიური, რაიმე განსაკუთრებული შინაარსის ან ბრძოლის შემცველი სიზმრები ესიზმრებათ.

სიზმრები, როგორ ცოდნისა და მოგონებების მაორგანიზებელი.არსებული მოსაზრება 1985 წელს გამოქვეყნებულ კვლევას ეფუძნება.მის თანახმად სიზმრების მიზანი არის ცოდნის ორგანიზება და ტვინში ისეთი კავშირების დამყარება, რომელიც გვეხმარება მეხსიარებიდან რაიმე ინფორმაციის ამოტანაში.მოკლედ, ამ თეორიით სიზმრები ტვინს ეხმარება პრობლემების გადაჭრაში, გადაწყვეტილებების მიღებასა და პრიორიტეტების დადგენაშიც კი.

ძალიან საინტერესოა სიზმრების ფროიდისეული ანალიზი.ფროდი სიზმრებს „ყოველღამეულ სიგიჟესა“ და „წარმავალ ფსიქოზს“ უწოდებდა.მის ნაშრომში ის კარგად ხსნის სიზმრის რაობას.მისი აზრით, ეს არის დათრგუნული, აკრძალული და განდევნილი სურვილების გამოხატულება.სიზმრებში ეს სურვილებია თითქოს „შენიღბული“.აქ ორი დინამიკური ძალა იჩენს თავს.ეს არის სურვილი და ცენზურა.სწორედ ცენზურაა ის ძალა, რომელიც ლატენტურ შინაარსებს მანიფესტირებულად გარდაქმნის და სწორედ ეს შინაარსი „მახინჯდება“ და ყალიბდება სიზმრად, რომელსაც ჩვენ ძილის დროს ვხედავთ.ეს არის პროცესი, რომელსაც ფრიოდმა სიზმრის მუშაობა უწოდა.

რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, კვლევების თანახმად სიზმრების შინაარსები ქალებსა და მამაკაცებს შორის განსხვავებულია.მამაკაცებს უფრო ხშირად ესიზმრებათ იარაღი ვიდრე ქალებს, მაგრამ სიტუაცია იცვლება ტანსაცმლის შემთხვევაში.კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ მამაკაცების სიზმრები უფრო აგრესიული შინაარსისაა და დატვირთულია მეტი ფიზიკური აქტივობით, ხოლო ქალთა შემთხვევაში ხშირია უარყოფა/გარიყვა.ასევე მათ სიზმრებში უფრო დომინანტურია საუბარი და უკანა პლანზე იწევს ფიზიკური აქტივობები.ქალების სიზმრები უფრო გრძელია და დატვირთულია პერსონაჟებით.კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ მამაკაცები უფრო ხშირად ხედავ თავიანთი სქესის ადამიანებს, როცა ქალები ორივე სქესის წარმომადგენლებს თანაბრად.

რაც შეეხება იმას თუ რა ფერებში ვხედავთ სიზმრებს, აქაც კვლევებმა განსხვავებული შედეგები მოგვცა.ადამინთა უმეტესობა ადასტურებს, რომ სიზმრებს ფერებში ნახულობს, მაგრამ 12% ამტკიცებს რომ მათი სიზმრები შავ-თეთრ „გამოსახულებაშია“.კველის პერიოდში ცდის პირებს გამოღვიძებისთანავე სთხოვდნენ გრაფიკიდან შეერჩიათ ფერები, რომლებიც თავიანთი სიზმრების ფერთან იყო თანხვედრაში, უმეტესობა არჩეული ფერებისა აღმოჩნდა მშვიდი პასტელური ფერები.

25 წლის ასაკამდე ადამიანები იშვიათად ამბობენ, რომ თავიანთი სიზმრები შავ-თეთრია, ხოლო პასუხები 55 წლის ზემოთ პირიქითაა.მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ეს განსხვავება არის შავ-თეთრი ტელევიზორის ზემოქმედების ბრალი.ამ იდეას ძველი კვლევებიც უმყარებს საფუძველს, რომელთა თანახმადაც 40-იან წლებში მცხოვრები ადამიანები იშვიათად ამბობდნენ რაიმეს ფერად სიზმრებზე.

მოკლედ, სიზმრები ძალიან ფართო და ამოუწურავი საკითხია.თუმცაღა მკვლევარები ამბობენ, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად უფრო მეტად ეცდებიან ჩაუღრმავდნენ თუ რატომ ვნახულობთ სიზმრებს, ასევე რა მდგომარეობაშია ამ დროს ჩვენი ცნობიერება და რა მნიშვნელობის მქონეა ზოგადად ისინი რეალურად.

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქილიფთარი
ნინო ქილიფთარი
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0