სხვა 5 უჩვეულო დაავადება, რომელიც კოცნით გადადის 2021, 20 თებერვალი, 11:10 დიახ, კოცნით შეიძლება ბევრი დაავადება გადავიდეს, არამარტო გაციება და გრიპი: ჰერპესი- ჰერპესის ვირუსს “ტუჩების გაციებასაც" უწოდებენ“ ის თითქმის 100 % ით გადადის კოცნით. მართალია ბევრი ფიქრობს, რომ სერიოზული ამაში არაფერია და ერთ კვირაში თვითონ გაივლის, სინამდვილეში ვირუსი ორგანიზმში სამუდამოდ რჩება და დროდადრო თავს გამოიჩენს ხოლმე. მონონუკლეოზი- ტყუილად არ უწოდებენ მონონუკლეოზს "კოცნის დაავადებას". სწორედ ამ გზით გადადის ის ყველაზე ხშირად ერთი ადამიანიდან მეორეზე. გარდა ამისა, ვირუსს შეუძლია მოხვდეს ორგანიზმში, მაშინაც, თუკი ერთი ბოთლიდან სვამთ სასმელს, ან ერთ სიგარეტს ეწევით. მონონუკლეოზის ძირითადი სიმპტომებია ცხელება, ყელის ძლიერი ტკივილი და ლიმფური კვანძები. ამიტომ, საკმაოდ ხშირად ის ერევათ გრიპსა და გაციებაში. თუ ადამიანს ერთხელ მაინც ჰქონდა მონონუკლეოზი, ის სიცოცხლის ბოლომდე ვირუსის მატარებელია, მაგრამ დაავადების სიმპტომები, როგორც წესი, აღარ ვლინდება. ჰელიკობაქტერია- ამ საშინელ ბაქტერიას ფოტოზე შეუძლია მრავალი უსიამოვნო დაავადების გამოწვევა, მათ შორის წყლულის და კუჭის კიბოსიც კი. გაგიკვირდებათ, მაგრამ არც სტრესი და არც ცუდი კვება არ არის ამ დაავადებების ძირითადი მიზეზი, ეს არის ჰელიკობაქტერია, რომელიც იწვევს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის სხვადასხვა უბნის ინფექციას და ის გადადის ... მხოლოდ კოცნით. მენინგიტი, პოლიომიელიტი, წითურა, ციტომეგალოვირუსი, ყბაყურა და ღრძილების სხვადასხვა დაავადებები კოცნის საშუალებით გადადის. იმისათვის, რომ შეამციროთ ნებისმიერი პათოგენის ორგანიზმში მოხვედრის რისკი, ყურადღებით დააკვირდით თქვენს ჯანმრთელობას - რეგულარულად ესტუმრეთ სტომატოლოგს, შეამოწმეთ თქვენი კუჭი და დაიცავით პირადი ჰიგიენა.
279 1-ს მოსწონს
|