x
image
თუთიკო ბერძენა
საიდან გაჩნდა სისხლის ზღვა საფლავზე
image




სერგეი ესენინი მარტო იმიტომ შიძლება გიყვარდეს ქართველს, რომ ტიციან ტაბიძე და ტერენტი გრანელი ცუდ რუსს არ შეიყვარებდნენ...

ცნობილია, როგორ დახვდა რკინიგზის სადგურში ტიციანი ესენინს, ცნობილი ასევე ის ფაქტიც, რომ როცა გაზეთმა "ზარია ვასტოკამ" ესენინს ხელფასი არ მისცა, ტენენტიმ და სერგეიმ ქუდი გადმოაბრუნეს და ზედ რუსთაველის გამზირზე მათხოვრობდნენ. რას იზამთ, ასეთია ყველა უნიჭიერესი კაცის ბედი საქართველოში, ქართველი იქნება, რუსი, თუ ბერძენი....
მაგრამ ახლა ესენინთან დაკავშირებულ საოცარ და ამაღელვებელ ამბავზე უნდა მოგიყვეთ, რასაც სიყვარულის ისტორია ჰქვია...


image

- დღეს იქნება მზე?- გაიღვიძა თუ არა, გაიფიქრა პატარა გალია ბენისლავსკაიამ. მან გაიღვიძა მისი მშვილებლების მდიდარ მამულში. მზეს დაელოდა, რადგან მისი რწმენით, თუ მზეა, დღე ბედნიერი იქნება!


შემდეგ კი ზუსტად ასე ფიქრობდა ესენინზე: "იქნება დღეს სერგეი?"

თუ სერგეი გამოჩნდება, ბედნიერი დღეც იქნება. და იქნება ცხოვრება, იქნება სუნთქვა.
სერგეი იყო მისი სუნთქვა, მისი მზე. ახლა ამას მანიას დაარქმევდნენ, დამოკიდებულებას დაარქმევდნენ, აკვიატებას, ანა სიყვარულის ავადმყოფობას. მან კი ამ გრძნობას სიყვარული უწოდა, ცხოვრება დაარქვა.


გალია არ იყო სუსტი პიროვნება. მან ორჯერ გადაკვეთა ფრონტის ხაზი გრაჟდანსკაიაში. ჯერ თეთრებმა მოისურვეს მისი დახვრეტა, შემდეგ კი - წითლებმა. სასწაულებრივად გადაარჩინა. მას სჯეროდა რევოლუციის. იგი მუშაობდა "ჩეკაში" - რა საშინელებაა. შემდეგ იგი გაზეთს ხელმძღვანელობდა. ოცზე ცოტა მეტი წლის გოგონა. სწორედ აქ გაიცნო ესენინი, და დაიწყო სიყვარულიც.


მან ყველაფერი მშვენივრად დაინახა და გააანალიზა. საღი გონებით მიხვდა ყველაფერს - ესენინის ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებას, სხვა ქალებისადმი ლტოლვას, ველურობას, უწესრიგობას. მაგრამ მას უყვარდა იგი ყველა მისი ნაკლოვანებიანად და ცხოვრობდა ამ სიყვარულით.



ესენინი რაღაც პერიოდი გალიას ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა, რადგან ბინა მარიენგოფმა ოჯახთან ერთად დაიკავა. ჯერ მეგობრებს ეხიზნებოდა, შემდეგ კი გალისთან ერთად დაიწყო ცხოვრება. აქვე მოიყვანა მისი ორი და, სოფლიდან ჩამოყვანილი და გალიასთან ერთად იყვნენ ყველანი, ერთ ოთახში. მათ კიდევ პოეტი კლუევიც დაემატათ სოფლიდან. (შემდეგ კლუევმა უამრავი საშინელი რამ დაწერა კეთილ გალიაზე). გალიამ ყველა მიიღო, სერგეის სიყვარულით კარი ყველას გაუღო.


გალია ებრძოდა თავის გრძნობას, ცდილობდა გადაყვარებას (რა სასაცილო სიტყვაა "გადაყვარება"!), ის საკმაოდ ლამაზი იყო, ამ ფოტოთი ნუ განსჯით, საიდან იქნებოდა კარგი ფოტოები იმ წლებში? შეეცადა სხვაზე გადაეტანა საკუთარი გრძნობები, მაგრამ ვერ შეძლო. ალკოჰოლს მიეძალა. ფიქრობდა, რომ დაეხმარებოდა. სწორედ ამ პერიოდში მან ესენინს სოფია ტოლსტოიზე დაქორწინება ურჩია. იფიქრა, იქნებ ეს დახმარებოდა ორივეს? გალის ყველაფერი კარგად ესმოდა, რადგან ესენინმა ერთხელ მისწერა: " შენ კარგი გოგო ხარ, მაგრამ არ მიყვარხარ, როგორც ქალი". რა საშინელი სიტყვებია, ამას მხოლოდ ქალები გაიგებენ. ამიტომ გალიამ ყველანაირად სცადა, გათავისუფლებულიყო სიყვარულისგან. ჩადო ამაში ყველანაირი ძალისხმევა. თანაც იმდენი, რომ ნერვულ კლინიკაში მოხვდა, სანატორიუმში.


... როდესაც ესენინი გარდაიცვალა, მან დაწერა სხვებისთვის აღსაქმელად უცნაური ფრაზა "პატარა იმედის" შესახებ, რომელიც ესენინის სიკვდილმა გაუჩინა.

არადა უცნაური ფრაზა სულაც არ იყო, რადგან თუ მზე სამუდამოდ გაქრა და დადგა მარადიული ღამე, შეგიძლიათ შეწყვიტოთ მზის ლოდინი. მიეჩვები მის გარეშე ცხოვრებას, სიბნელეში. საბოლოოდ შეგიძლიათ შეწყვიტოთ ლოდინი. და ცხოვრება უფრო ადვილი გახდება! - ამის თქმა უნდოდა.

ერთი წლის შემდეგ, ზამთრის ბნელ ღამეს, იგი მივიდა საყვარელი ადამიანის საფლავზე და თავი მოიკლა.




გაუსაძლისი აღმოჩნდა მზის გარეშე ცხოვრება. იმედით, მაგრამ იმედით ბნელში.

სასიკვდილოდ დაჭრილი გოგონა წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ვერ მიაღწიეს საავადმყოფომდე... ამიტომ გადაუხვიეს პათანატომიურ "თეატრში"...


გალია სიბნელეში გარდაიცვალა.

მის ძეგლ წააწერეს: "ერთგული გალია".
ის ისე ცდილობდა სიყვარულის მოშორებას.
და იმედი ჰქონდა, რომ სიყვარულისგან სიკვდილი გაათავისუფლებდა. საყვარელი ადამიანის სიკვდილი. ან შენი პირადი სიკვდილი ...

მე კი იმედი მაქვს, რომ ისინი შეხვდნენ. შხვდნენ სამყაროში, სადაც არ არსებობს ქალი და მამაკაცი. სადაც არსებობს მხოლოდ სული და სუფთა სიყვარული.





0
818
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
818
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0