x
image
ლანა92
ჭიამაიები ჩიპსებზე - უგემრიელესი კერძი პომიდვრით, ყველითა და კვერცხით

image




20 წუთი;

საჭირო პროდუქტები:

ჩიპსები (დიდი, ყველა თანაბარი ზომის);


გამდნარი ყველი - 100 გრამი;

კვერცხი - 1 ცალი;

მაიონეზი - 2 სუფრის კოვზი;

პომიდორი "ჩერი" - 6 ცალი;

ზეთისხილი - 4 ცალი;

ქორფა ოხრახუში - შეკვრის მეოთხედი;

მარილი - 1მწიკვი;



მომზადება:

კვერცხი მოხარშეთ ადუღებიდან 8 წუთის განმავლობაში და შემდგომ მაშინათვე ჩააგდეთ ცივ წყალში.

გამდნარი ყველი გახეხეთ.

მოხარშული კვერცხი გაფცქვენით და ისიც გახეხეთ;

ოხრახუში წვრილად დაჭერით. გასაფორმებლად დატოვეთ დაახლოებით 5 ტოტი ოხრახუში.

ერთად ჩაყარეთ ყველი, კვერცხი და მწვანილი. დაუმატეთ მარილი და

მაიონეზი.

აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში.

პომიდორი "ჩერი" შუაზე გაჭერით;

სამი ზეთისხილი შუაზე გაჭერით, შემდგომ ისევ გაჭერით შუაზე (ანუ მეოთხედი ზეთისხილი უნდა მიიღოთ). ეს იქნება ჭიამაიას თავი, რომელსაც შეუერთებ პომიდორს.

დარჩენილი ზეთისხილი საჭირო იქნება ჭიამაიების სხეულზე შავი წინწკლების (წერტილების) დასასმელად, რისთვისაც იგი უნდა დაჭრათ წვრილად.

ჩიფსებზე დადეთ 1 სუფრის კოვზი ყველისა და კვერცხის მასა.

ჩიფსის თავებზე სათითაოდ დადეთ ჭიამაიები. ამისათვის პომიდვრის ნაჭრები შეართეთ მეოთხედ ზეთისხილთან.

ჯამის შუაში გააფორმეთ ოხრახუშით და დაადეთ 2 ჭიამაია.

მაიონეზის გამოყენებით ჭიამაიებს დაასვით თვალები ზეთისხილის მეოთხედზე, ანუ თავზე.

ზეთისხილის პატარა ნაჭრებით დაასვით წინწკლები ჭიამაიას (3 მაინც ზურგზე).

დაასრულეთ კომპოზიცია ოხრახუშის ფოთლებით.

მაშინათვე გაიტანეთ "ჭიამაიები" სუფრაზე და გემრიელად მიირთვით!








0
21
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0