მხატვრობა პოპ კულტურის პერსონაჟებით ჩანაცვლებული პარიზის ცნობილი ძეგლები 2021, 18 თებერვალი, 22:06
ამ პოსტში წარმოგიდგენთ ბენუა ლაპრეს მიერ შექმნილ ფოტოსერიას, სადაც პარიზის ცნობილი ძეგლები ჩანაცვლებულია პოპ კულტურის პერსონაჟებით.
მთელ მსოფლიოში, ძეგლები და ქანდაკებები პატივს მიაგებენ რეგიონის ისტორიულ მოვლენებს ან პოლიტიკურ მოღვაწეებს, რომლებიც ხელს უწყობდნენ სამყაროს ჩამოყალიბებას დღევანდლამდე ან დატოვეს საკუტარი წარუშლელი კვალი კულტურასა თუ ხელოვნებაში. არსებობს რელიგიის, ბუნების, ფოლკლორისა და ტრაგედიებისთვის მიძღვნილი ქანდაკებებიც. რამდენად ხშირად ვხედავთ ქანდაკებებს, რომლებიც ასახავენ პოპ-კულტურის ფიგურებს ჩვენი საყვარელი ფილმებიდან, მულტფილმებიდან, წიგნებიდან თუ სატელევიზიო შოუებიდან?
ფრანგი 3D მხატვარი ბენუა ლაპრე ცნობილია თავისი ციფრული ნამუშევრებით და მონტაჟის უნარებით. ის შეუერთდა პარიზის ქუჩებში ქანდაკებების ცნობილი პერსონაჟებით ჩანაცვლების გამოწვევას. ციფრულად, რა თქმა უნდა. შედეგი ღიმილის მომგვრელია. 40 1-ს მოსწონს
|