კულტურა მდიდარი პატარა სახელმწიფო, რომლის ყოველი მოქალაქე უცხოელ ინვესტორს წილში უზის 2021, 19 თებერვალი, 0:38 ამ ქვეყანას არ აქვს არც თავისი ვალუტა, არც თავისი სახელმწიფო ენა. ავტოსატრანსპორტო გზების სიგრძე 250 კმ.-ია. ადგილობრივი პეიზაჟები იმდენად ლამაზია, რომ ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს. ამ ქვეყნის მაცხოვრებლები მეტ-ნაკლებად შეძლებული ხალხია. სამთავროს ძალიან პატარა ფართი აქვს, იმდენად მცირე, რომ რამდენიმე საათში შეიძლება მისი შემოვლა. ქვეყნის დედაქალაქია ვადუცი. იქ სულ ხუთი მთავარი ქუჩაა, თვითონ ქვეყანა კი ჯუჯა სახელმწიფოებს მიეკუთვნება. მისი ფართობი 160 მ2.-ია. აქ ფაქტიურად არ არის დანაშაულობები, ამიტომ მოსახლეობა არ თვლის საჭიროდ სახლის გარშემო ღობე შემოავლოს და სახლიდან გასვლის წინაც არ კეტავს კარს საკეტზე. ყველაფერი ზღაპრულად ჟღერს? და რა ქვეყანაა ეს? პატარა სახელმწიფოამ ჯუჯა სახემწიფოს დასახელება ლიხტენშტეინია. იგი ავსტრიასა და შვეიცარიას შორის მდებარეობს. თუმცა ოფიციალურად მოცემული ქვეყნის ენად გერმანული ითვლება, მაინც სახელმწიფო ენა ლიხტენშტეინს არ გააჩნია. ქვეყანას ხან სამთავროდ მოიხსენიებენ, რადგან სახელმწიფოს მეთაური თავადი ჰანს ადამ ლიხტენშტეინია. სწორედ თავადთა ამ დინასტიის პატივსაცემად დაერქვა ქვეყანას ლიხტენშტეინი.
თავადი ჰანს ადამ ლიხტენშტეინითავად ლიხტენშტეინის ოფიციალური რეზიდენცია
ლიხტენშტეინი მთიანი ქვეყანაა. ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 3/4 ალპურ მთებს უკავია. ზოგ მდინარეზე და მის შენაკადზე ჰიდროელექტროსადგურებია აშენებული. სამთავროში რბილი ალპური კლიმატია.
ტურისტებს აქ ველოსიპედებისა და სათხილამურო ტრასები იზიდავს, რომლებიც მდინარე რეინის თვალწარმტაც ადგილებში გადის. სხვათაშორის სწორედ რეინის გასწვრივ გადის ლიხტენშტეინის საზღვარი შვეიცარიასთან. თუმცა საზღვარი ძალიან პატარაა-სულ 25 კმ. სიგანეში ქვეყანა უფრო მცირეა-8 კმ. დედაქალაქი ვადუცია, რომელიც 5 500 მოსახლეს ითვლის, სულ ქვეყანაში 38 000 ადამიანი ცხოვრობს. რით არიან დაკავებული ადგილობრივი მაცხოვრებლები? რატომა ლიხტენშტეინი ასეთი მდიდარი ქვეყანა? მდიდრების ქვეყანასაქმე გადასახადებშია. ლიხტენშტეინის კანონმდებლობით, უცხოური კომპანიები აქ მიზერულ გადასახადებს იხდიან. თუმცა მოცემულ ქვეყანაში რეგისტრაცია რომ გაიაროს და გადასახადები არ გადაიხადოს, კომპანიის ხელმძღვანელი ვალდებულია ქვეყნის ერთი მაცხოვრებელი ჩაისვას წილში. მოცემული მომენტისთვის ლიხტენშტეინში რეგისტრირებულია 70 000 უცხოური საწარმო. გამოდის, რომ ყოველი მაცხოვრებელი შემოსავალს იღებს საშუალოდ ორი კომპანიისგან ერთდროულად. სწორედ ამიტომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს არ გააჩნიათ მატერიალური პრობლემები.
მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918 წწ.) შემდეგ ქვეყანა ისეთ ეკონომიკურ მდგომარეობაში იყო, რომ მმართველები ხელოვნების ნიმუშებსაც კი ყიდდნენ, რომლებიც მათ მემკვიდრეობით ჰქონდათ მიღებული. ამასთან დაკავშირებით ლიხტენშტეინმა მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო შვეიცარიასთან და 1942 წლიდან ქვეყნის ვალუტად შვეიცარიული ფრანკი ითვლება. განსაკუთრებული რეფორმების გატარების შემდეგ, რომელიც უცხოური კომპანიების მიერ მაქსიმალურად დაბალი გადასახადების გადახდას უზრუნველყოფდა (ამავე დროს კონფიდენციალურობის შენარჩუნებით), ლიხტენშტეინის ეკონომიკამ აღმასვლა დაიწყო. ქვეყანას შემოსავალი აქვს აგრეთვე ტურისტებისგან, რომლებიც სამთო-სათხილამურო კურორტზე ჩამოდიან. ლიხტენშტეინი, რომელიც 2600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ნებისმიერს აოცებს თვალწარმტაცი ზამთრის პეიზაჟებით.
უცხოური ინვესტორებისა და ტურისტებისგან მიღებული შემოსავლების გარდა, სამთავროს შემოსავლების წყაროც გააჩნია. ეკონომიკის მთავარი დარგია გადამამუშავებელი მრეწველობა. მოსახლეობა დაკავებულია ლითონების გადამუშავებით, ხელსაწყოთმშენებლობით, ოპტიკის დამზადებით, ვაკუუმური ტექნიკით. ასევე ქვეყანაში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, რომელიც ძირითადად მესაქონლეობას წარმოადგენს. აქ მოჰყავთ მარცვლოვანი კულტურები და ბოსტნეული. გარდა ამისა ადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მაღალხარისხოვანი ღვინოების დამზადებას. აქ განვითარებულია ტექსტილისა და კერამიკის წარმოებაც. ქვეყანა დაკავებულია საფოსტო მარკების გამოშვებითაც, რასაც არანაკლები შემოსავალი მოაქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
სახელმწიფო იჯარითლიხტენშტეინის კანონების მიხედვით, ქვეყანა შეიძლება იჯარით გასცენ ერთი დღე-ღამით, თუ ხაზინაში 70 000 დოლარს გადაიხდით, ანუ მთელი 24 საათის მანძილზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ქვეყნის სრულუფლებიანი მმართველი გახდეს. ასეთ მმართველს უფლება აქვს გამოსცეს კანონები, შემოიღოს ვალუტა, გადაარქვას ქალაქს სახელი და ბევრი სხვა რამ. მაგრამ 24 საათის შემდეგ საბუთს, რომელიც თითქმის უსაზღვრო ძალაუფლებას აძლევს ადამიანს, ვადა გასდის და ყოფილი "მმართველი" ჩვეულებრივ ტურისტად იქცევა. მაგრამ ქვეყნის იჯარით აღება, არც თუ ისე ადვილია. თუ ადამიანს ამის სურვილი აქვს, მან დაახლოებით ერთი წლით ადრე ამის შესახებ უნდა შეატყობინოს ადგილობრივ ხელისუფლებას და წარადგინოს თავისი მოქმედებების ოფიციალური გეგმა. გარდა ამისა, წინასწარ უნდა შედგეს ყველა ის საბუთი, რომელიც "ერთი დღე-ღამის" თავადის ყველა ბრძანებას და გადაწყვეტილებას გაამყარებს. თუმცა მონარქის ერთი დღე არამხოლოდ სახელმწიფო საქმეებისგან შედგება. სპეციალურ ბუკლეტებში მითითებულია, რომ მონარქის ვალდებულებაში შედის 150 სტუმართან ერთად ბუნებაში გასვლა, მუზეუმის მონახულება, დედაქალაქში ცხენით გასეირნება, მაღალხარისხოვანი ღვინოების დეგუსტაცია თვით თავად ლიხტენშტეინის მარნებიდან და მრავალი სხვა. როგორც ავღნიშნეთ, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება არც ისე ადვილია. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს გათვლილია იმაზე, რომ ვერავის შესძლებოდა ქვეყნის იჯარით აღება. და ბოლოს, ეს ატრაქციონი ტურისტების მოსაზიდი რეკლამაა. ესეც საინტერესოა:ზოგიერთი საინტერესო ფაქტი და ფოტოები სამხრეთ კორეაზე კოშკი, საიდანაც დაუვიწყარი ხედი იშლება, მაგრამ მის კიბეებზე ასვლას ბევრი ვერ ბედავს საინტერესო ფაქტები და მოსაზრებები შავი ზღვის შესახებ უნგრეთის ღვინის მარნები, რომლებიც იუნესკოს ძეგლთა სიაშია იტალიაში გაიხსენეს შავი ჭირი და სასმელების გაყიდვა შუასაუკუნეების სარკმელებიდან დაიწყეს ემირატების პრეზიდენტი იმდენად მდიდარია, რომ არ ახსოვს ზუსტად რამდენ რეზიდენციას ფლობს მსოფლიოში ჯობია ამ ქვეყნებში მამაკაცად არ დაიბადო ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ? 719 6-ს მოსწონს
|