x
image
alex999
3 წარმოუდგენელი რამ, რომელიც ოკეანეების სიღრმეშია ნაპოვნი

უკიდეგანო ოკეანეების ბოლომდე გამოკვლევა ამ დრომდე შეუძლებელია. ღრმა და თვალუწვდომელი წყლების სიღრმეში უამრავი საიდუმლოება იმალება. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ 3 უცნაურობაზე, რომელიც ოკეანეების სიღრმეშია აღმოჩენილი...


image







1. მაჰაბალიპურამი:

image

სტატიას ვიწყებთ დიდი ქალაქის ნანგრევებით, რომელიც ბოლო წლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინდოეთის ტამილ ნადუს რეგიონში, მაჰაბალიპურამის სანაპიროზე აღმოაჩინეს. ინდური ლეგენდის თანახმად, ქალაქ მაჰაბალიპურამში 7 ტაძარი მდებარეობდა, ქალაქი იმდენად ლამაზი იყო, რომ ღმერთებს ეს შეშურდათ და ერთ დღეში ღრმა წყლების ქვეშ მოაქციეს. ჩაძირულ იქნა 6 ტაძარი, ხოლო 1 სანაპიროზე დარჩა. დავასრულოთ ლეგენდის გადმოცემა და გადავიდეთ მეცნიერულ კვლევებზე... მეცნიერები ჯერ-ჯერობით არაფერს ადასტურებენ, თუმცა ეჭვი აქვთ, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო საპორტო ქალაქი, რომელიც საუკუუნების წინ იმ დაკარგულ ქალაქებთან ერთად ჩაიძირა, რომელსაც უამრავ ლეგენდას უკავშირებენ.







2. 9000 წლის წყალქვეშა ქალაქი:

image


ამჯერად ვისაუბრებთ ქალაქზე, რომელიც 9000 წლის წინ არსებობდა(ადასტურებენ არქეოლოგები და მეცნიერები). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქალაქი ქვის ხანის პერიოდისაა. შვეიცარიის ლუნდის უნივერსიტეტის მიერ 11 წლის წინ ჩატარებული კვლევის შედეგად, ბალტიის ზღვის 20 მეტრის სიღრმეში ნაპოვნი იქნა კარგად შემონახული ქალაქი. ეს ჩაძირული ქალაქი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ შვეიცარიაში, ქალაქ ჰავანგის მახლობლად. წყალქვეშა ქალაქი, რომელიც სანაპიროდა 3 კილომეტრში მდებარეობს, მეზოლითის პერიოდს უკავშირდება. უკვე 11 წელი გავიდა, თუმცა მკვევარები ოფიციალურ განცხადებას კვლავ არ აკეთებენ.







3. კუების სასაფლაო:

image


არ გეგონოთ, რომ ეს არ არის წმინდა ადგილი, სადაც კუებს მსხვერპლად სწირავენ. მალაიზიის კუნძულ სიპადაზე არსებობს კუების სასაფლაო, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს რეალობაა. წყლის ქვეშ მდებარე გამოქვაბული 20 მეტრის სიღრმეშია, აქ შესაძლებელია ნახოთ ძირითადად კუების და მცირე რაოდენობის დელფინის ჩონჩხები. როგორც ცნობილია, გამოქვაბულში შესვლა მარტივია, თუმცა გამოსვლა საკმაოდ რთული, რის გამოც ძალიან ბევრი ზღვის ბინადარი ამ ადგილას იღუპება. კუების სასაფლაოს მალაიზიაში ყველაზე ხშირად მყვინთავები სტუმრობენ.

























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



"ჯოჯოხეთის კარიბჭე" - ადგილი თურქმენეთში, სადაც ცეცხლი 50 წელზე მეტია არ ქრება!


image





როგორი იქნება 2021 წელი თევზებისთვის?

image





დედიკოს გოგო - მონიკა ბელუჩის ქალიშვილი თავის სილამაზით მწვერვალისკენ მიიწევს...

image





15 ახალი კადრი, რომელიც თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს...

image





14 შემაშფოთებელი მიზეზი, რის გამოც გარემოს უფრო მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ!

image



0
1298
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1298
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0