სისხლის სამართალი ეგვიპტელები თავიანთ შვილებს სექსუალური ძალადობისთვის იმეტებენ 2012, 31 აგვისტო, 17:59 ბევრი ეგვიპტელი, რომლებიც მუსულმანები არიან, აღარაფერს ამბობენ მოსეირნე ნახევრად შიშველ ტურისტებზე. მეტიც, ისინი თანახმანი არიან თავიანთი ქალიშვილები მათ მიაქირაონ. <საზაფხულო ცოლები> ესე ქვია ახალ მომსახურებას, რომელსაც ეგვიპტელების ნაწილი სთავაზობს უცხოელ ტურისტებს. 500 დან 5000 დოლარის ფასად, ტურისტს შეუძლია გააფორმოს <საზაფხულო ქორწინება> ახალგაზრდა ეგვიპტელ გოგონებთან. ონფორმაციას იმის შესახებ, რომ ეგვიპტელი ბევრი მშობელი, თავიანთ შვილებს სექსუალური ძალადობისთვის აქირავებს, აქვეყნებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბევრმა გოგონამ არ იცის, სექსუალური ძალადობის მსვერპლი, რომ არის. მათ ჰგონიათ, რომ საზღვარგარეთ თხოვდებიან. ამისთვის მშობლები მათ საბუთებს აყალბებენ, რადგანაც ბევრი <საზაფხულო ცოლი> არასრულწლოვანი არის. რამდენიმე კვირის თანაცხოვრების შემდეგ, როცა ქმრები მოულოდნელად მიფრინავენ სახლში, გოგონები შოკში ვარდებიან. ეგვიპტური კანონების მიხედვით, მეუღლეებს შორის ასაკით სხვაობა 10 წელზე მეტი არ უნდა იყოს. ამას გარდა წყვილს სასტუმროს ნომერში, ქორწინების მოწმობის წარდგენის გარეშე არ უშვებენ. გაყალბებული საბუთების ხარჯზე კი ტურისტს ზედმეტი პრობლემები ეხსნება. მათ შვილებს კი ისევე, როგორც ამ ქალებს საზოგადოება უარყოფს. რის შედეგადაც ისინი მეძავები ხდებიან. თუმცა ბევრი გოგონა თანახმაა საზაფხულო ქორწინებაზე, რათა ფინანსურად დაეხმაროს თავის ოჯახს. 126 12-ს მოსწონს
|