სისხლის სამართალი მკვლელი შემთხვევით, ტაქსის მაგივრად, მილიციის მანქანაში ჩაჯდა 2012, 6 ნოემბერი, 21:37
უკრაინის ერთერთ სოფელში, ხუთშაბათ დღეს ურთიერთ შელაპარაკების დროს, მამაკაცმა დანა დაარტყა თავის მეზობელს. ძლიერი შეძახილის შემდეგ, მსხვერპლის მეუღლე გარეთ გამოვიდა და სისხლში ამოსვრილი ქმრის დანახვისას მილიცია და სასწრაფო გამოიძახა. სამწუხაროდ ექიმებმა კაცი სიკვდილს ვერ გადაარჩინეს. სანამ ექსპერტი გვამს ათვალიერებდა, საპატრულო მანქანა სახლის ახლოს მოძრაობდა, როცა მასთან დანით ხელში მამაკაცი მიიჭრა. სიბნელეში დამნაშავემ მანქანაზე ვერ შენიშნა მილიციის ნომრები. ჩაჯდა მანქანაში და მძღოლს მიმართა ;უფროსო, ორჯერ მეტს გადაგიხდი, თუ დონეცკში წამიყვან; მძღოლი მილიციელი, დაეთანხმა და უთხრა, რომ ცოტახნით შეაყოვნებდა და ბენზინს ჩაასხავდა. ამ დროს კი მანქანიდან გადმოვიდა და ყველა კარი ჩარაზა. რის შემდეგაც დამნაშავე დააკავეს. 342 10-ს მოსწონს
|