პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბოსტონის მარათონის დროს გამოყენებული ასაფეთქებელი მოწყობილობა, რადიომართვადი იყო. აფეთქების ადგილას, დისტანციური მართვის პულტი აღმოაჩინეს. არსებობს მოსაზრება, რომ ბომბებს მობილურის მეშვეობით მართავდნენ.
ჯოხარ ცარნაევს აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე ხელში მობილური ეკავა.
ცარნაევების მამა ამერიკაში გაფრენას აპირებს, რათა უფროსი შვილის ცხედარი რუსეთში გადაასვენოს. გამომძიებლები კი ცდილობენ ტერორისტი ძმების მშობლებს გაესაუბრონ, რათა გაიგონ ძმებს რა მოტივები ამოძრავებდათ მარათონის აფეთქების დროს.