ტკბილეული შოკოლადის ხრაშუნა ორცხობილები - პირში დნება 2021, 18 თებერვალი, 14:29 ![]() საჭირო პროდუქტები: ზეითუნის ზეთი - 100 გრამი; კვერცხი - 2 ცალი; შაქარი - 160 გრამი; ფქვილი - 150 გრამი; გამაფხვიერებელი - 1 ჩაის კოვზი; კაკაოს ფხვნილი - 50 გრამი; ვანილი - 10 გრამი; მარილი - 1 მწიკვი; მომზადება: 1.ღრმა თეფშში ათქვიფეთ ზეითუნის ზეთი, შაქარი, ვანილი და მარილი და მიიღეთ ერთგვაროვანი მასა. 2.დაუმატეთ კვერცხი და კაკაო, ისეც ათქვიფეთ. 3.გამაფხვიერებელი ფქვილში კარგად აზილეთ. 4.ნახევარი საათით შედგით ცომი მაცივარში. 5.ცომისაგან გააკეთეთ თანაბარი, კაკლის ზომის ბურთულები და პერგამენტით დაფარულ ტაფაზე დადეთ 5 სმ.-ის დაშორებით. 6.15 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე აცხვეთ ორცხობილები. 7.მზა შოკოლადის ორცხობილები დადეთ თეფშზე და აცალეთ გაცივება. გემრიელად მიირთვით!
139 შეფასება არ არის
|