x
image
intermedia.ge
Mediator image
უკვე დღეიდან „ომებსა და ადამიანებზე“ მეექვსე წიგნი „შიშის საათი“ ჟურნალ „გზასთან“ ერთად – 14 ქართველი ავტორის მოთხრობა ომზე
image


18 თებერვალს ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სერიის „ომებსა და ადამიანებზე“ ახალი წიგნი „შიშის საათი“ გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ სერიის ფარგლებში უკვე გამოვიდა ომის თემაზე დაწერილი, მსოფლიო ლიტერატურის ისეთი შედევრები, როგორებიცაა: „შინდლერის სია“, „წიგნის ქურდი“, „ომის შედეგები“, „ბულბული“. ამჯერად კი ქართველი მკითხველის წინაშე მოთხრობების სრულიად ახალი კრებული წარსდგა, რომელშიც თანამედროვე ქართველი ავტორების მოთხრობებია თავმოყრილი. წიგნის სპეციალური ფასია 8.00 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10.00 ლარი.


როგორია ჩვენი ქვეყნის 30-წლიანი მხატვრული მატიანე; როგორ და რას წერენ თანამედროვე ქართველი მწერლები ომის შესახებ - 14 ავტორის 14 მოთხრობა ერთი სახელის ქვეშ ერთიანდება - „შიშის საათი“.


როგორც მოთხრობების კრებულის რედაქტორ-შემდგენელი შოთა იათაშვილი აღნიშნავს, წიგნში სტილური და შინაარსობრივი თვალსაზრისით განსხვავებულ მოთხრობებს მოუყარეს თავი:



„ბოლო 30 წელიწადში საქართველომ ბევრი პოლიტიკური ქარტეხილი გამოიარა. ცხადია, ამ ყველაფრის შესახებ ქართველი მწერლები რეაგირებდნენ. როდესაც კრებულზე მუშაობა დავიწყეთ, გვინდოდა, განსხვავებული მოთხრობებისთვის მოგვეყარა თავი; ვეძებდით ტექსტებს, რომლებშიც ომები სხვადასხვა რაკურსით არის წარმოჩენილი. ამიტომ ამ კრებულში შეხვდებით როგორც მოთხრობას, რომელშიც მოქმედება ფრონტის წინა ხაზზე ვითარდება, ასევე მოთხრობას, რომელსაც ომი მხოლოდ ფონად გასდევს. ზოგიერთი მწერალი სათქმელის გადმოსაცემად იგავურ ფორმას ირჩევს, ზოგიც - იუმორსა თუ ირონიას, “ - აღნიშნავს შოთა იათაშვილი.


„შიშის საათი“ კრებულს გელა ჩქვანავას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით ჰქვია, რომელსაც დანარჩენი 13 ავტორის მოთხრობის მსგავსად ამ წიგნში წაიკითხავთ. კრებულში შესულია შემდეგი მწერლების მოთხრობები: გურამ ოდიშარია, ნუგზარ შატაიძე, შალვა ბაკურაძე, თეონა დოლენჯაშვილი, ბესო სოლომონაშვილი, ბესო ხვედელიძე, ლუკა ბაქანიძე, ბექა ქურხული, გელა ჩქვანავა, თამრი ფხაკაძე, თეა თოფურია, ალეკო ცქიტიშვილი, ერეკლე დეისაძე და ნინო სადღობელაშვილი.


როგორც მწერლები აღნიშნავენ, ომი ამოუწურავი თემაა; მასზე საუბარი და მკითხველამდე მისვლა კი კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების ერთ-ერთი მთავარი საშუალება.


შეგახსენებთ, წიგნების სერია „ომებსა და ადამიანებზე“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტია, რომელიც ომის შესახებ დაწერილ წიგნებს აერთიანებს. სერიის ახალი წიგნი „შიშის საათი“ 18 თებერვალს ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვიდა. წიგნის სპეციალური ფასია 8.00 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10.00 ლარი.


იკი­თხეთ „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.



0
8
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0