სხვა wenrwort milleri -გოგოებს როგორ ვაბამ? 2012, 8 აპრილი, 22:04 არანაირად, იმიტომაც ვარ მარტო. თუ სიმართლე გაინტერესებთ, საზოგადოებაში გამოსვლა და დიდი ტავშეყრა ჩემთვის არაა სასიამოვნო და ცოტა არი იყო მაშფოთებს. ადამიანები გიყურებენ, გსწავლობენ, გაკვირდებიან ერთადერთი მიზნით – ნაკლი იპოვონ. მირჩევნია სახლში ვიჯდე და რამე საინტერესო ვაკეთო. მაგრამ ეს ხომ ვერ მოიყვანს გოგონას ჩემს ცხოვრებაში?! - ჯენტლმენი ვარ, თუ არა? დიახ, და მიხარია, რომ ამის თქმა შემიძლია. - თავყვანისმცემელებს ძალიან უკვირთ და იმედი უცრუვდებათ, როცა ხვდებიან, რომ გრანდიოზულ გეგმებზე დაფიქრებული კაცი კი არა, მე ვარ და ახლა ქათამს მივირთმევ ბროკოლით. - ჩემი პერსონაჟი უფრო იღბლიანია, ვიდრე - მე (იცინის). - გულდახურული ადამიანი ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საიდუმლოების ფუთაზე ვზივარ. უბრალოდ, ძალიან წყნარი ვარ. გულში მეცინება, როცა ინტერვიუში მეკითხებიან, რომელ ღამის კლუბში დავდივარ ან რამე მსგავსს. ასეთ კითხვებზე პასუხი არ მაქვს, ამიტომ ვიტყუები ხოლმე. სინამდვილეში კი ბიბლიოთეკაში დავდივარ, ბევრს ვკითხულობ და ვჭამ იქ სადაც მომიხერხდება. - ზოგი მსახიობი ამობს, რომ პერსონაჟებში საკუთარ მეს კარგავს. ჩემთვის კი მსახიობობა პერსონაჟების საშუალებით საკუთარი თავის პოვნაა. გმირი საკუთარ თავზე ახლის გაგებაში მეხმარება. იმის გამოვლენაში, რასაც ან არ ან ვერ ვამჟღავნებ. - მე ძალიან ბუნებრივ, მაგრამ კონსერვატულ გარემოში ვიზრდებოდი და მოუთმენლად ველოდი კარიერის გასაგრძელებლად კოლეჯში ჩარიცხვას. - შავგვრემნები მირჩევნია! - ვფიქრობ, მაიკლ სკოფილდის სახე პოტენციურად სექსუალურია. - არც სექს-სიმბოლო ვარ და არც ვარსკვლავი. - მაიკლ სკოფილდმა შიში უნდა დანერგოს. სინამდვილეში სულაც არ ვარ სასტიკი. - კარგი წიგნი ჩემთვის რეალობიდან წასვლაა. ოსტატობა და შემოქმედებითი პოტენციალი მოთხრობებში ყველანაირ წამალსა და ნარკოტიკს სჯობს. - ჩემს რეზიუმეში ნახავთ, რომ 12 სხვადასხვა ნამუშევარი მაქვს, მაგრამ ამის გარდა 450 სინჯზე ვიყავი და “არა” გაცილებით მეტჯერ გამიგონია, ვიდრე “დიახ”. 27 შეფასება არ არის
|