ფსიქოლოგია ნოცებო ეფექტი 2021, 17 თებერვალი, 21:30 ნოცებო ეფექტი ეწოდება მოვლენას, როდესაც ადამიანის ნეგატიური მოლოდინი მკურნალობის მიმართ მართლაც ნეგატიურ შედეგებს იწვევს. ჩვენთვის ცნობილია ნოცებო ეფექტის საწინააღმდეგო ცნება-პლაცებო ეფექტი. პლაცებო ეფექტის მაგალითია ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც ადამიანების ჯგუფი ყალბი მკურნალობის ქვეშაა. ამ ადამიანებს სჯერათ, რომ ეს ნამდვილი მკურნალობაა, რეალურად კი მათ შაქრის ტაბლეტებს აძლევენ. ამ რწმენას ხშირად მათ მდგომარეობაზე დადებითი გავლენა აქვს-ისინი თავს უკეთ გრძნობენ ან სიმპტომები უქრებათ. ნოცებო ეფექტის დროს სრულიად საწინააღმდეგო ხდება-მკურნალობის შედეგების მიმართ უიმედო განწყობის გამო ადამიანების მდგომარეობა უარესდება. ნოცებო ეფექტის ზუსტი განმარტება ხშირად რთული გასაგებია, თუმცა მკვლევრები ასახელებენ მის გამომწვევ რამდენიმე ფაქტორს. ესენია: 1.როგორ საუბრობენ ექიმები მკურნალობის ეფექტებზე:გაურკვეველი წინადადებები, პროფესიული ტერმინები, ორაზროვანი განცხადებები, უარყოფით ფაქტორებზე ხაზის გასმა- ეს ყველაფერი ნოცებო ეფექტის გაჩენის შესაძლებლობას ზრდის. 2.ღირებულება:კვლევებმა აჩვენა, რომ მკურნალობის ეფექტურად აღქმა პაციენტის მიერ ხშირად მისი ღირებულებით ხდება. 3.მკურნალობასთან დაკავშირებით წარსულის გამოცდილება:ადამიანებს, რომლებზეც ამ მკურნალობამ წარსულში ნეგატიურად იმოქმედა, რა თქმა უნდა, ეჭვი შეაქვთ მომავალში მისი მოქმედების ეფექტიანობაზე. ნოცებო ეფექტის გამომწვევ დამატებით მიზეზად შეიძლება ინფორმირებული თანხმობა ჩაითვალოს. ეს საკითხი ექიმებისა და ფსიქოლოგებისთვის ეთიკურ დილემას წარმოადგენს. როგორც ვიცით, ყველა პაციენტს სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს მისი ახლანდელი და სავარაუდო მომავალი მდგომარეობის შესახებ, თუმცა იმის თქმა ადამიანებისთვის, რომ მკურნალობამ შეიძლება გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს კიდევ უფრო ზრდის ნოცებო ეფექტის გაჩენის შესაძლებლობას. ერთ-ერთი კვლევის დროს კვლევაში ჩართული მონაწილეების გარკვეულ ნაწილს უთხრეს, რომ ე.წ “მოქნილობის ტესტი'' მტკივნეული იქნებოდა. ტესტის შემდეგ ის ადამიანები, ვინც ეს ინფორმაცია მოისმინა, ტკივილის უფრო მაღალ დონეს აფიქსირებდნენ, ვიდრე დანარჩენები. ამის გათვალისწინებით, ექიმები და თერაპევტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კოგნიტურ პროცესებსა და მოლოდინებს ტკივილის გამოცდილებაზე საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ. ნოცებო ეფექტის მაგალითი: ვთქვათ, თქვენ შაკიკს ებრძვით და თვეში ორჯერ ტკივილები გაქვთ. აქამდე თქვენ რეცეპტის მიხედვით იღებდით წამლებს, თუმცა ახლა რეცეპტი აღარ გაქვთ და ვეღარც ექიმთან ახერხებთ მისვლას. ამიტომ გადაწყვიტეთ თავად შარჩიოთ წამალი. ბევრი ძებნის შემდეგ წინასგან მინიმალურად განსხვავებული წამალი შეიძინეთ და მისი მიღება დაიწყეთ. რამდენიმე დღის შემდეგ ძილის პრობლემები შეგექმნათ და ხასიათი გაგიფუჭდათ. თქვენ გაგახსენდათ, რომ ინსომნია და დეპრესია ახალი წამლის გვერდით მოვლენებად იყო დასახელებული, ამიტომ მისი მიღება შეწყვიტეთ და ექიმთან წახვედით. აღმოჩნდა, რომ წამალი იბუპროფეინი იყო. თუმცა, წაკითხულიდან გამომდინარე თქვენ ისეთი სიმპტომები გაგიჩნდათ, რაც არ გაგიჩნდებოდათ ამ წამლის დასახელება რომ გცოდნოდათ. ასე გამოიხატა თქვენი შინაგანი მოლოდინები ექიმის რჩევის გარეშე ნაყიდი წამლის მიმართ.
98 1-ს მოსწონს
|