x
image
ლანა92
თინუსის, ფეტას, ქუნჯუთისა და პომიდვრის ფერადი სალათი - მოამზადეთ მარტივად
image








4 ულუფა;

10 წუთი;



საჭირო ინგრედიენტები:


თინუსის (ტუნეცის) კონსერვი - 1 ქილა;

პომიდორი "ჩერი" - 10-12 ცალი (100 გრამი);

სალათის ფოთოლი - 1 შეკვრა;

ყველი "ფეტა" (თეთრი ყველი) - 50 გრამი;

ზეითუნის ზეთი - 1 სუფრის კოვზი;

ლიმონის სოკი - 1სუფრის კოვზი;

მარილი - 1/3 ჩაის კოვზი (გემოვნებით);

დაფქული, დაღერღილი წიწაკა (ნარევი) - 1 მწიკვი;

შავი სეზამი (ქუნჯუთი) - 1 სუფრის კოვზი;




მომზადება:

ღრმა ჯამში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი და დაღერღილი წიწაკა. მოურიეთ.

პომიდორი "ჩერი" გაჭერით შუაზე.

ყველი "ფეტა" ბასრი დანით დაჭერით თანაბარ კუბიკებად (ზომა: 1/1 სმ.-ზე).

სალათის ფოთლები დაფლითეთ ხელებით და ჩაყარეთ ჯამში.

ტუნეცი (თინუსი) დაყავით წვრილ ნაჭრებად და სალათის ფოთლების ფენას ზემოდან შემოაწყვეთ.

მასას ზემოდან დააყარეთ ორად გაჭრილი პომიდორი "ჩერი".

ზემოდან კერძს ნაზად მოაყარეთ ყველ "ფეტას" კუბიკები.

მოასხით მასას წინასწარ გამზადებული სართი, სითხე (ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი).

სალათის ზედაპირს მოაყარეთ შავი სეზამის მარცვლები, რაც გამოკვეთს, დასვამს კერძს ფერებში.

სალათი მზადაა. შეგიძლიათ, 10 წუთით შედგათ მაცივარში, რათა გაგრილდეს.

კერძს აქვს სადღესასწაულო სახე და ასეთივე გემო. გემრიელად მიირთვით!



1
24
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
24
  
2021, 18 თებერვალი, 12:43
Кунжут-სეზამი..
0 1 1