x
image
მაქს კავალერა
დუბაის შეიხს ოჯახი განუდგა
დუბაის შეიხს ოჯახი განუდგაimage

ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, რამ აი­ძუ­ლა პრინ­ცე­სა მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა უზ­რუნ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბა დუ­ბა­ი­ში და რა­ტომ ფიქ­რობს, რომ მისი სი­ცო­ცხლე საფრ­თხის ქვე­შაა. პრინ­ცე­სა ჰა­ი­ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო და შე­სა­ბა­მი­სად, ქმრის ოჯა­ხი მის მი­მართ მტრუ­ლად გა­ნე­წყო. ჰაია დუ­ბა­ი­ში თავს და­ცუ­ლად აღარ გრძნობ­და. ახლა კი ში­შობს, რომ შე­საძ­ლოა, ლონ­დო­ნი­დან გა­ი­ტა­ცონ და გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში და­აბ­რუ­ნონ. ჰაიას გაქცევა უკავშირდება დუბაის პრინცესა ლატიფას საქმეს.

შეიხა ლატიფამ დუბაიდან გაქცევა ორჯერ სცადა, 2002 და 2018 წლებში. პირველ შემთხვევაში ის მამის ბრძანებით დააკავეს და 3 წელი ტყვეობაში იყო. მეორე შემთხვევაში ის ინდოეთის სანაპიროდან გაიტაცეს და დუბაიში დააბრუნეს, სადაც ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ დაასკვნა, რომ მისი ბრალდებები ფიზიკური ძალადობის შესახებ, რაზეც საჯაროდ გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა, სარწმუნოა.

მოსამართლემ დაასკვნა, რომ შეიხი მუჰამედი აგრძელებს ახალგაზრდა ქალებისათვის თავისუფლების შეზღუდვას.


ლატიფა და შამსა შეიჰ მუჰამედს ალჟირელი ცოლის, ჰურია აჰმედ ლამარასგან ჰყავს.

პრინცესა ჰაიამ, შეიხ მუჰამედის მეექვსე ცოლმა, რომელიც ამჟამად მას უჩივის, დუბაიდან გაქცევის შემდეგ თქვა, რომ თავდაპირველად დაიჯერა მეუღლის განმარტება, რომ ორი გაქცეული პრინცესა მათივე უსაფრთხოებისათვის დააბრუნეს და გადაარჩინეს, თუმცა მალევე ამაში ეჭვი შეეპარა. ამის შემდეგ, მისი თქმით, შეიხ მუჰამედის აგენტებმა მისი დაშინება დაიწყეს და დაპატიმრებით დაემუქრნენ.

პრინცესა ჰაია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან გასულ წელს შვილებთან ერთად გაიქცა და ლონდონში იმყოფება. მას მიაჩნია, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

შეიხმა მუჰამედმა მოითხოვა სასამართლო პროცესი საჯარო არ ყოფილიყო, თუმცა უარი უთხრეს.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მან განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ როგორც მთავრობის მეთაური, საგამოძიებო პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებდა და შესაბამისად ფაქტები, რომლებიც სასამართლოში წარმოადგინეს ცალმხრივია. მისივე თქმით ეს პირადი საქმეა და მედიას მოუწოდა პატივი სცეს მისი და მისი შვილების პირად ცხოვრებას.

პრინცესა ჰაია იორდანიაში დაიბადა და განათლება ბრიტანეთში მიიღო. ჰაია იორდანიის მმართველის, მეფე აბდულა მეორის ნახევარდაა. ის დუბაის შეიხის მეექვსე ცოლი 2004 წელს გახდა. 70 წლის შეიხს სხვადასხვა ცოლებისგან 23 შვილი ყავს, მათგან ჰაიასთან ორი არასრულწლოვანი შვილი. შეიხი მუჰამედი ჰაიას და შვილების დუბაიში დაბრუნებას ითხოვს.

2019 წლის მაისში მან თქვა, რომ შეიხი მუჰამედი დაექმურა და უთხრა "შენ და შენი შვილები ვერასდროს იქნებით უსაფრთხოდ ინგლისში", შემდეგ კი გამოაქვეყნა პოემა სათაურით "შენ იცხოვრე, შენ მოკვდი".

სასამართლომ დაადგინა, რომ შეიხი მუჰამედი მედია საშუალებებს იყენებდა პრინცესა ჰაიაზე ნეგარიური და ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად.

სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმნენ ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები.

0
226
1-ს მოსწონს
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0