x
image
მაქს კავალერა
ნაცისტი ოჯახში
გამოძიებამ დაადგინა, რომ სავარაუდოდ, ნაცისტთა ომის დამნაშავე, რომელიც დიდ ბრიტანეთში დასახლდა, ცივი ომის დროს, ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში მუშაობდა.
სიკვდილის წინ, გერმანიის ოფიციალური პირები იძიებდნენ სტანისლავ ჩრზანოვსკის ბელორუსში, ებრაელების და სხვათა მკვლელობების ამბავს.


ებრაელი ლიდერები ითხოვენ გამოიძიონ, იდევნებოდნენ თუ არა დაზვერვის თანამშრომლები, რადგან ისინი ჯაშუშობდნენ დიდი ბრიტანეთისთვის.

60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჯონ კინგსტონს ეჭვი ჰქონდა, რომ მისი მამინაცვალი იყო უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მცველი, რომელიც მუშაობდა ადგილობრივ საბჭოში აღმოსავლეთ ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის დროს.

იგი დარწმუნდა, რომ სტანისლავ "სტან" ხრზანოვსკი იყო ნაცისტების სამხედრო დამნაშავე. რამდენჯერმე სცადა, მაგრამ ვერ შეძლო დაეყოლიებინა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აღეძრა სისხლის სამართლის საქმე.


იგი ითხოვდა ინფორმაციას დიდ ბრიტანეთში მცხოვრები სავარაუდო კრიმინალების შესახებ, რომელთაც ბრალი ედებოდათ მეორე მსოფლიო ომში ”გერმანიაში ან გერმანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გენოციდში და მკვლელობებში”.

ჯონმა განაგრძო მამინაცვლის გამოძიება. შემდეგ კი, ერთ დღეს, სტანის ბუნგალოში სტუმრობისას, ტელფორდში, მან მოახერხა და გადაწერა ერთი ომის დროინდელი ფოტო, რომელიც სტანის საწოლის ქვეშ ინახებოდა.

დოქტორ ანკიერმა ბელორუსიის წყაროების საშუალებით მოიპოვა დოკუმენტი რუსეთის ჯაშუშური სააგენტოს, კაგებე- სგან, რომელშიც მითითებულია ომის დროინდელი ბელორუსის დამხმარე პოლიციის ოფიცრები. სტანის სახელი და დაბადების თარიღი იქ იყო - შავ-თეთრ ფერებში - იმის დასტური, რომ მან ომის ამბები გააყალბა.

გერმანიის ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ სტანის წინააღმდეგ სამართალწარმოება შეიძლება გაგრძელებულიყო - მიუხედავად იმისა, რომ არც ის და არც მისი მსხვერპლები არ იყვნენ გერმანელები და მისი სავარაუდო დანაშაულები ბელორუსში ფიქსირდებოდა.

პროკურორები ყურადღებას ამახვილებდნენ ბრალდებებზე, რომ მან მოკლა 30-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე სლონიმში, 1942 წლის ზამთარში.

როდესაც უსაფრთხოებას და დაზვერვის სამ ექსპერტს სტანის შესახებ მტკიცებულებები წარუდგინესთ, ყველამ თქვა, რომ მტკიცებულებებმა შეიძლება მიუთითოს, რომ ის ჯაშუშობდა დიდი ბრიტანეთისთვის.

”აშშ და ბრიტანეთის სადაზვერვო ოფიცრებმა გამოკითხეს გერმანელი მეცნიერები, რომლებმაც სტანი საბჭოთა კავშირში გადაიყვანეს სამუშაოდ.”

სტენმა ომის ბოლოს პოლონეთის არმიაში რადიო უნარები შეისწავლა. ისტორიკოსი, დოქტორი სტივენ დორილი ამბობს, რომ მისნაირი ადამიანები აღმოსავლეთ ევროპაში გაგზავნეს სადაზვერვო ქსელების შესაქმნელად.

პროფესორმა ენტონი გლიზმა, ბუკინგემის უნივერსიტეტიდან, განაცხადა, რომ ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურებმა გაანადგურეს 110, 000 ფაილი 1980-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციებს უცხოეთში დაბადებული ნაცისტების თანამშრომლის შესახებ, რომლებიც მუშაობდნენ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში.

ებრაელთა საზოგადოების უფროსმა მოღვაწეებმა სტანის წინააღმდეგ განახლებული მტკიცებულებები აღწერეს როგორც "შემზარავი და საშიში".

თუ ის და სხვები მუშაობდნენ ბრიტანული დაზვერვის სამსახურში, ეს არის ”დიდი სამარცხვინო ლაქა დიდი ბრიტანეთისთვის” და ”ორმაგი ღალატი”.

”სამწუხაროა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო დემოკრატიამ ვერ შეძლო ამ ადამიანების პასუხისგებაში მიცემა.”

ებრაელი დეპუტატი რობერტ ჰალფონი აპირებს მოუწოდოს საპარლამენტო უსაფრთხოების კომიტეტს გამოიძიოს, არსებობდნენ თუ არა ნაცისტები, ომის დამნაშავეები დიდ ბრიტანეთში. ” ბრიტანეთის სადაზვერვო ან სხვა სახელმწიფო ორგანოებში”.

სტანმა შეძლო ხალხის დარწმუნება, რომ ის უდანაშაულოა.

”მან თქვა:” ეს ხალხი მიწაშია ჩაფლული [სლონიმში] ”

”... ისინი დაკრძალეს და მიწასთან გაასწორეს.

”‘ აქ მე ვცხოვრობ ჩემი ცხოვრებით.

"" ვის მხარეს არის ღმერთი? "

ეს იყო საშინელება...image

0
160
2-ს მოსწონს
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0