x
image
მაქს კავალერა
"გაყენებენ ისე, რომ ფეხები ძალიან გაშლილი გქონდეს" - ბელარუსი ჟურნალისტი

საქართველოსა და ბელორუსის უსაფრთხოების სამსახურებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად ჩვენი ქვეყნის სუსის სამსახურები ინფორმაციებს გაცვლიან მინსკის კაგებეს ორგანოებთან, რაც შეშფოთების საფუძველია ბევრი ბელორუსელი ჟურნალისტისთვის.

"საკმარისია, უბრალოდ რაიმე ოპოზიციური სიმბოლიკით შეგამჩნიონ ქუჩაში, რომ 30 დღით ციხეში ჩაგსვან. ციხეში რაც ხდება, მე ამას ჩვენ წამებას ვეძახით. პირველ დღეებში 4 ადამიანი ვიყავით 2 ადგილიან საკანში და ეს შეგნებულად ხდება. ღამეში 3-ჯერ გაღვიძებენ და გეუბნებიან: გამოდი და დაასახელე საკუთარი სახელი და გვარი, მერე მიდიხარ და იძინებ. ამას ჰქვია ძილის საშუალების წართმევა, რაც წამების ერთ-ერთი ფორმაა. გარდა ამისა, გაშიშვლებენ მთლიანად, გაყენებენ ისე, რომ ფეხები ძალიან გაშლილი გქონდეს. ეს ხდება იმისთვის, რომ დისკომფორტი მოგანიჭონ", - ამბობს ბელორუსელი ჟურნალისტი ბურაკოვი

"ბელარუსისა და საქართველოს უშიშროებებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საკმაო საფრთხეს წარმოადგენს მათთვის, ვინც საქართველოში ცხოვრობს, ველით საქართველოს მთავრობის რეაქციას, რომ აგვიხსნან რას ნიშნავს ეს ხელშეკრულება. ევროპის ქვეყნები ასეთ ხელშეკრულებებს აუქმებენ, რადგან მათ იციან, რა შეიძლება ამან გამოიწვიოს".- თქვა ალექსანდრ ბურაკოვმაimage

1
242
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
242
  
2021, 15 აგვისტო, 0:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1