x
image
ციცი
Mediator image
მერილინ მონრო-თვითმკვლელობა თუ მკვლელობა?(1 ნაწილი)
image





















ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი და სექს-სიმბოლო მერილინ მონრო 1962 წლის 5 აგვისტოს გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში. პოლიციის ინფორმაციით გარდაცვალების მიზეზი იყო მოწამვლა barbiturate-ით. მისი სიკვდილი თვითმკვლელობად ჩათვალეს. მაგრამ იყო უამრავი ისეთი ფაქტი, რომელიც გამოძიების სისწორეში ეჭვს ბადებდა და თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავდა:

1.მერილინ მონროს სახლი ისმინებოდა. ჯონ უილიამ ტუოჰის თქმით ბევრს ჰქონდა სურვილი სცდოდნოდა თუ რას ლაპარაკობდა მერილინი: ფბრ-ს, მაფიას, პროფკავშირებს და კინოსტუდიას.

image

2.პროფ. კავშირები, მისი მეთაურის ჯიმი ჰოფის მოთხოვნით, ცდილობდნენ მოეპოვებინათ რაიმე კომპრომატები ბობი კენედის შესახებ, რადგან ჰქონდათ ეჭვი, რომ იგი მერილინის საყვარელი იყო;
ფბრ-ს აინტერესებდა რა იცოდა მერილინმა ფრენკ სინატრის მაფიასთან კავშირის შესახებ, ხოლო მაფიას კი მისგან უნდოდა ფბრ-ის შესახებ ინფორმაცია. რა უნდოდა მისგან კინოსტუდიას არავინ არ იცის.


image

3. მოსამსახურემ შეცვალა ჩვენება
მერილინის სახლიდან 911-ის გამოძახება მოხდა დილის 4:30 საათზე. როცა შინამოსამსახურე მიურეი დაკითხეს მან სიკვდილის დროდ დაასახელა 00:30 საათი. პირველი ჩვენებით მიურეიმ მერილინის კარებთან შუქი შენიშნა შუაღამისას და დაუკაკუნა. რადგან მან არ უპასუხა, დაურეკა ექიმ გრინსონს. ხოლო შემდეგ კი შეცვალა ვერსია და თქვა, რომ შუაღამისას იგი დასაძინებლად წავიდა, ხოლო ექიმს დაურეკა ღამის 3 საათზე. როდესაც გამოძახებული სერჟანტი კლემონსი მივიდა, მოსამსახურე მერილინის ოთახს ალაგებდა და ზეწარიც კი გარეცხილი ჰქონდა უკვე. კლემონსი დარწმუნებული იყო, რომ მოსამსახურე რაღაცას მალავდა, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი აღარ დაუკითხავთ. იგი საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა და 1994 წელს გარდაიცვალა.

image

4.საეჭვო სისხლჩაქცევები.
მერილინის სხეულზე აღმოაჩინეს სისხლჩაქცევები და საჭვო გემატომა ბარძაყზე. ფერის მიხედვით ეს ჩაქცევები ახალი იყო. არსებობს სამი ვარიანტი: მერილინი ეწინააღმდეგებოდა, მისი სხეული გარდაცვალების შემდეგ გადააადგილეს ან თვითონ დაეჯახა რაიმეს. მაგრამ სინამდვილეში რა მოხდა ალბათ ვერასოდეს ვერ გავიგებთ.

image

5.გვამი იყო გადაადგილებული
მერილინის გვამი აღმოჩენილი იყო სახით ქვევით საწოლზე. სისხლჩაქცევები კი მას ჰქონდა ზურგზე და ხელ-ფეხზე უკანა მხრიდან. გრავიტაციის გამო სისხლი სხეულის იმ ნაწილში გროვდება, რა ნაწილზეც წევს ადამიანი. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მერილინი გარდაიცვალა ზურგზე მწოლიარე. მნახველები ირწმუნებიან, რომ მათ იმ ღამეს ნახეს თუ როგორ წაიყვანეს მერილინი საიდუმლოდ საავადმყოფოში და შემდეგ უკან დააბრუნეს.


გაგრძელება იქნება.....

2
486
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
486
  
2012, 31 აგვისტო, 19:13
+100000000
2012, 31 აგვისტო, 13:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2