მხატვრობა ეს შემსრულებელი ქმნის ფენტეზის სამყაროს ფუტურისტული დეტალებით და ფანტასტიკური არსებებით 2021, 16 თებერვალი, 19:19 ერთხელ ინტერიერის ილუსტრატორმა და მხატვარმა ტიტი ლუადტუნგმა ტაილანდიდან, აღმოაჩინა ციფრული ჩანახატის პოტენციალი, ამ დროს მისი სამყარო სამუდამოდ შეიცვალა. გრაფიკული დიზაინისა და აკვარლით ფერწერის სინთეზით, მას გადაავიწყდა ჯაგრისები, ფუნჯები, მელანი და სხვა სახატავი საშუალებები. ტიტიმ თავისი პირველი ციფრული ფუტურისტული ესკიზები ინტერნეტში შემთხვევითი სურათების გამოყენებით შექმნა. ტიტი ლუადთონგი მუშაობს ინტერიერის ილუსტრატორად და თავისუფალ დროს ქმნის კონცეპტუალურ ციფრულ ნამუშევრებს შთაგონებულთ თავისი საყვარელი კომიქსებით, ანიმაციებით, თამაშებითა და ფილმებით. სადაც არ უნდა წავიდეს, მას ყოველთვის თან აქვს ბლოკნოტი, სადაც წერს იდეებსა და ჩანახატებს. ტიტის ნამუშევრები ხშირად ემყარება მის ძველ პეიზაჟს ან ინტერიერის ფოტოებს. მხატვარი ხატავს პეიზაჟს, ან იყენებს ფონს უცვლელად, შემდეგ კი გამოსახავს ფანტასტიკურ პერსონაჟებს მასზე. 9 1-ს მოსწონს
|