სხვა რა ბარბაროსობისთვის იმეტებენ ჩინელები შინაურ ცხოველებს მეზობლებთან კონფლიქტის ასარიდებლად 2021, 15 თებერვალი, 22:24 არც ისე დიდი ხნის წინ ყველა მედია საშუალება ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში ლიცენზიის გარეშე მომუშავე ვეტერინარის დაკავების ამბავმა მოიცვა. ერთი შეხედვით აქ გასაკვირი არც არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი საგულისხმო დეტალი.მამაკაცი, სახელად ზენგი პირდაპირ ქუჩაში, ყოველგვარი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვის გარეშე მუშაობდა, რომლის ძირითადი სამუშაოც - ძაღლებისთვის მბგერი იოგების ამოჭრა გახლდათ. ზენგი კლიენტთა სიმცირეს არ უჩიოდა, ფსევდო ვეტერინართან ძაღლები ყეფისგან შეწუხებულ პატრონებს ისევე მიყავდათ, როგორც მეზობლებთან კონფლიქტური სიტუაციის თავიდან არიდების მსურველებს, რომლებიც ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობას მათ საამებლად მსხვერპლად ყოველგვარი ყოყმანის გარეშე სწირავდნენ.ამ ამბავში კი, ყველაზე სამწუხარო სწორედ ის გახლავათ, რომ ეს ერთეული შემთხვევები არ არის. ჩინეთში, ისევე როგორ მთელ მსოფლიოში მსგავსს "პროფესიონალებს", რომლებსაც არა მხოლოდ ლიცენზია, არამედ ელემენტარული ცოდნაც კი არ გააჩნიათ და ხელობა მხოლოდ "სხვებისგან აქვთ ნასწავლი" საკმაოდ მრავლად შეხვდებით. მსგავსი ბარბარიზმის ღირებულება 7-15 დოლარია.პროცედურა რამდენიმე წუთს გრძელდება, ძაღლს ჯერ აძინებენ, მაგიდაზე ათავსებენ, რის შემდეგაც ასისტენტი ორი წითელი ძაფის საშუალებით ცხოველს პირს უხსნის, რომელსაც ე.წ. ექიმი სპეციალური ქირურგიული ისტრუმენტების დახმარებით სახმო იოგებს აცილებს, რომლებსაც იქვე, ფეხებთან ყრის.საბრალო ცხოველს უახლოეს დახლზე ტოვებენ (საუკეთესო შემთხვევაში) და მის გონზე მოსვლას ელოდებიან.1 საათის განმავლობაში მსგავსი სახის 10 - მდე პროცედურის ჩატარებაა შესაძლებელი, რომელთა შორისაც რაღა თქმა უნდა, ინსტრუმენტები არ სტერილდება, მეტიც, სისხლისგანაც კი არ იწმინდება. როგორც თავად ვეტერინარი ირწმუნება, ის მხოლოდ იმ მომსახურებას ეწევა, რაზეც მოთხოვნა არსებობს.ვეტერინარული ასოციაციები ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან, რადგან ასეთ პროცედურებს თან საკმაოდ ბევრი ნეგატიური შედეგი ახლავს - სუნთქვის გაძნელებითა და სისხლის მოწამვლით დაწყებული, ცხოველისთვის უდიდესი სტრესის მიყენებით დამთავრებული.გვახსოვდეს რომ ცხოველებიც ჩვენი პლანეტის ისეთივე სრულფასოვანი წევრები არიან როგორც ჩვენ, თუმცა სისასტიკე მხოლოდ ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი. ნუ იქნებით დაუნდობლები როგორც ერთმანეთის, ასევე ჩვენი ოთხფეხა მეგობრების მიმართაც.138 შეფასება არ არის |