არქიტექტურა იგი ინდოეთში მდებარეობს და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შედის 2021, 15 თებერვალი, 11:34
დიდი სტუპა სანჩი მდებარეობს ინდოეთში. ესაა ბუდისტური კომპლექსი, რომელიც განთავსებულია სანჩის გორაკზე, ბორცვზე, მადია-პრადეშის შტატში. სტუპა სანჩი შტატის დედაქალაქთან ახლოსაა. დიდი სტუპა ინდოეთის ერთ-ერთი უძველესი პრეისტორიული ქვის ნაგებობაა. მას დიდი ადგილი უკავია ინდურ არქიტექტურაში. იგი პირველად ააგო მეფე აშოკმა, ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში. დიდი სტუპას გეგმა-მონახაზი მოიცავდა უბრალო ნახევარსფეროს ფორმის ქვის ნაგებობას, რომელიც აგებულია ბუდას რელიკვიებზე, სიწმინდეებზე. სტუპა შეიცვალა ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში. საკურთხეველს აქვს მრავალი მონოლითური სვეტი, სასახლე, ტაძარი და მონასტერი. 1989 წლის 24 იანვარს სტუპა სანჩი შეიტანეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში, განსაკუთრებული კულტურული ღირებულების გამო. 122 3-ს მოსწონს
|