x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135694
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
კარი ღია დაგრჩათ თუ დაკეტეთ? ყალბი მოგონებები
ყალბი მოგონება ესაა შეთითხნილი ან დამახინჯებული მოვლენის გახსენება და მისი მოგონება. ასეთი მოგონება შეიძლება მთლიანად წარმოსახვითი და ცრუ იყოს. როდესაც ფიქრობთ, რომ ისეთი რამ გახსოვთ, რაც სინამდვილეში არ მომხდარა, ესა თქვენი წარმოსახვის ან დეზინფორმაციის პირმშოა. სხვა შემთხვევაში, მოგონებები შეიძლება შეიცავდეს ფაქტების ელემენტებს, რომლებიც დამახინჯებულია ინფორმაციის ჩარევის ან მეხსიერების სხვა დამახინჯების შედეგად. მეხსიერების ეს შეცდომები საკმაოდ ხშირია. ადამიანები თვითონ მეხსიერებას, როგორც ვიდეო ჩამწერს, ისე წარმოიდგენენ, რომელიც სრული სიზუსტითა და სიაშკარავით იმახსოვრებს ყველაფერს. სინამდვილეში, მეხსიერება მიდრეკილია შეცდომებისაკენ. ადამიანებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ რომელიმე კონკრეტული მოგონების სისწორეში, თუმცა ეს თავდაჯერებულობა სულაც არაა გარანტი იმისა, რომ ესა თუ ის მოგონება სწორი ან/და ნამდვილია. ამ ფენომენის მაგალითები შეიძლება იყოს უმნიშვნელო, არასწორად გახსენება, რომ სახლის წინა კარი დაკეტეთ, და ასევე, ბევრად უფრო სერიოზული, ყალბი მოგონებები იმის შესახებ, თუ როგორ შეესწარით რაიმე ინციდენტს, რომელიც სულაც არ მომხდარა.

ფსიქოლოგები განსაზღვრავენ ყალბ მოგონებებს, როგორ იქმნება ეს მოგონებები და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეთ მათ ადამიანზე.

ყალბი მეხსიერების ელემენტები მოიცავს შემდეგს:

გონებრივი გამოცდილება, რომელიც ხალხის აზრით, წარსული მოვლენების ზუსტი გამოსახვაა;


წვრილმანი დეტალებიდან (დაჯერება იმისა, რომ გასაღებები მაგიდაზე დადე სახლში მისვლისას) ბევრად უფრო სერიოზულისკენ (დაჯერება იმისა, რომ დანაშაულის ადგილას ვინმე გინახავთ).

ყალბი მეხსიერება განსხვავდება მეხსიერების მარტივი შეცდომებისგან. ყალბი მეხსიერება უბრალო შეცდომაზე მეტია. იგი მოიცავს გარკვეულ დონეს მეხსიერების ლოგიკაში. ყველა განიცდის მეხსიერების ამ ლაფსუსებს დროდადრო, ცრუ მოგონებები უნიკალურია იმით, რომ ისინი წარმოადგენენ მკაფიო მოგონებებსს იმისას, რაც სინამდვილეში არ მომხდარა. საქმე არ ეხება რაღაც საგნების დავიწყებას ან განცდილის ერთმანეთში არევას, ეს ეხება იმ რაღაცების დამახსოვრებას, რაც, რეალურად, არც არასდროს განგვიცდია.

რა იწვევს ცრუ მეხსიერებას? და რატომ ყალიბდება ყალბი მოგონებები?

ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ცრუ მეხსიერებაზე, ესაა დეზინფორმაცია და ინფორმაციის არასათანადო, ცუდი განაწილება. არსებულმა ცოდნამ და სხვა მოგონებებმა შეიძლება ხელი შეუშალონ ახალი მეხსიერების ფორმირებას, რის გამოც მოვლენა შეცდომით გვამახსოვრდება ან მთლიანად ყალბია.

მეხსიერების მკვლევარმა ელიზაბეტ ლოფტუსმა თავისი კვლევით დაადგინა, რომ პოლიციის დაკითხვებზე ადამიანების არასწორი ჩვენებები, სწორედ ცრუ მოგონებების ბრალია. ლოფტუსმა თქვა, რომ ცრუ მოგონებები უფრო მარტივად ყალიბდება მაშინ, როცა საკმარისი დრო გავიდა იმისათვის, რომ ორიგინალი მოგონება გამკრთალიყო და გადაფარულიყო ცრუ ინფორმაციით, შესაბამისად ჩამოყალიბებულიყო ცრუ მოგონება.დიდ როლს თამაშობს დრო. თვითმხილველი ინციდენტის შემდეგ მალევე დაიკითხება თუ მოგვიანებით, ეს განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად სწორია მოწმის ჩვენება და მცირეა ცრუ მოგონებების ფორმირების რისკი.


0
9
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ყვავილაშვილი
მარიამ ყვავილაშვილი
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0