კინო კიდევ კარგი - უსუნოა ფილმები, რომელშიც სიბინძურით გამორჩეული კინოვარსკვლავები მონაწილეობენ! 2021, 14 თებერვალი, 21:03 ![]() ისტორიის მოყვარულებსგახსოვთ, ალბათ, ნაპოლეონ ბონაპარტმა 2 კვირით ადრე რომ მისწერა საყვარელ ჟიზეფინას:" მოვდივარ და არ დაიბანო, მინდა შენი სუნით დავტკბე!" დიახ, არსებობენ ადამიანები, რომელთაც ძვირფას სუნამოებზე მეტად საყვარელი ადამიანების ბუნებრივი სურნელი იზიდავთ. ადამიანის სუნი ხომ ფერომონებს შეიცავს, რომლებიც ჰორმონების გამოყოფისას იფრქვევა გარემომცველ ჰაერში?! თუმცა, რა თქმა უნდა, დაუბანლობის ადვოკატირებას არ დავიწყებ, რადგან არაჰიგიენურობა სხვა რომ არაფერი, უამრავი დაავადებისთვის ხელსაყრელ და სასათბურე პირობებს ქმნის ორგანიზმში. ვერ გეტყვით, ნაპოლეონ ბონაპარტის აკვიატებასა და გემოვნებასთან რა კავშირი აქვს, მაგრამ ძალიან ბევრი ჩვენი საყვარელი კინოვარსკვლავიც მიიჩნევს, რომ მათთვის მიმზიდველია ადამიანის სპეციფიკური სუნი და არა შამპუნების, დუშგელებისა და სუნამოების სურნელი... ![]() ![]() ![]() ბრიტნი სპირსი სახელგანთქმული ბინძურია. პოპ-ვარსკვლავის ყოფილმა დიასახლისებმა თქვეს, რომ მომღერლის საწოლში ხშირად ნახავდნენ ნამსხვრევებს, სენდვიჩების, ფუნთუშების და კარტოფილების ნარჩენებს. ბრიტნიმ შეიძლება არ გაიწმინდოს კბილები და არ დაიბანოს რამდენიმე დღის განმავლობაში. სპირსს ხშირად ავიწყდება დეოდორანტის გამოყენებაც. ![]() ![]() ![]() ჯონი დეპი ჰოლივუდის ერთ-ერთ სიმპატიური მამაკაცი არაჰიგიენურობით გამოირჩევა. მისი მეგობრები ამბობენ, რომ დეპი იშვიათად იღებს შხაპს. თავად ჯონიმ საჯაროდ უარყო ეს ჭორები და ჯერ კიდევ 2016 წელს თქვა:”როდესაც ხალხს ვხვდები, ისინი მეუბნებიან:” გასაკვირია, რომ თქვენ უსახლკაროსავით გამოიყურებით, მაგრამ ძალიან კარგი სურნელი გაქვთ! და ჯანდაბა, მე ნამდვილად კარგი სუნი მაქვს!" ![]() ![]() ![]() რობერტ პატინსონიც არაჰიგიენურობით გამოიურჩევა. გადაღებების დროს მისი კოლეგები ხშირად წუწუნებდნენ რობერტის სუნის გამო. მსახიობს არ უყვარს თავის დაბანა, რადგან ამაში დიდ აზრს ვერ ხედავს. ასე რომ, მას შეუძლია 6 კვირის განმავლობაში ბინძური თმით იაროს. ![]() ![]() გვინეტ პელტროუსაც აქვს არასასიამოვნო სუნის პრობლემები, თუმცა მსახიობი ჯიუტად არ იყენებს დეოდორანტებს მასში არსებული ალუმინატებისა და კანცეროგენების გამო. ![]() ლეონარდო დიკაპრიო გარემოს დაცვითაა დაკავებული იმდენად, რომ უკვე შპყრობილად მიიჩნევენ. მისმა შეპყრობილობამ იქამდე მიაღწია, რომ მას უბრალოდ არ სურს წყლის გაფლანგვა. ამ მიზეზის გამო, მხოლოდ კვირაში ერთხელ იღებს შხაპს. გარდა ამისა, მსახიობი ნაგავს თავისით ამუშავებს, რაც, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს საერთო სუნზეც. ![]() ![]() კამერონ დიაზი მიუხედევად იმისა, რომ საზოგადოებრივ ადგილებში კარის სახელურებს არ ეხება და ცდილობს არაფერს შეეხოს, არაჰიგიენურად ითვლება, რადგან მას შეუძლია ერთი და იგივე კაბა ეცვას ერთი კვირა და ამ კაბით იძინებდეს კიდეც. ამიტომაა ხშირად მის ტანსაცმელზე ლაქები. არც კამერონი იყენებს დეოდორანტებს, რადგან კანცეროგენების ეშინია. ძალიან შორს წავედით, თუმცა საქართველოშიც გვყვანან ასეთი მსახიობები და მომღერლები. თუმცა მათზე საუბარი ამ თემაზე გაკვეულად საფრთხის შემცველია. ამიტომ მხოლოდ ფაქტებით თუ შემოვიფარგლებით ![]() ანრი ჯოხაძემ ერთხელ გადაცემა სიცრუის დეტექტორში სტუმრობისას განაცხადა, რომ ტუალეტიდან გამოსვლისას ხელებს არ იბანს. უცნაურია, რომ მაინც ძალიან მიყვარს, მაგრამ მასთან ავტოგრაფის გამოსართმევად მაინც ვერასდროს მივიდოდი.... ან იქნებ იმ გადაცემის შემდეგ გამოიმუშავა ხელის დაბანის ჩვევა. და თუ გამოიმუშავა, უფრო კოვიდის დამსახურება იქნება ეს ვიდრე "სიცრუის დეტექტორის" კიდევ კარგი, ფოლმები და სიმღერები უსუნოა, მეგობრებო! 334 1-ს მოსწონს
|