x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"არ გაბედოს არავინ, თორემ ვაი, მას, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება"- ნახეთ, ვის ემუქრება ეკა კვალიაშვილი

image


მომღერალი ეკა კვალიაშვილი ცნობილი ქართველი მომღერლისა და მუსიკოსის ზურა დოიჯაშვილის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს. კვალიაშვილის თქმით, დოიჯაშვილი საკუთარმა ქვეყანამ დაავადა და ის იძულებით სხვა ქვეყანაში გააქცია, მომღერალი ფეისბუქპოსტში ასევე ყველა ადამიანს საჯაროდ მიმართავს და აფრთხილებს რომ მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზად კოვიდი არ დასახელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამაზე თავად აგებინებს ყველას პასუხს: "რატომ ხდება ასე, საკუთარ ქვეყანაში დააავადეს ადამიანი, გაჭირვებისგან და ნერვიულობისგან, გააქციეს უამრავი ადამიანი და განსაკუთრებით ხელოვანები… სხვა ქვეყნებმა დააფასეს და შემდეგ საკუთარში მოღალატეები უწოდეს, შეიწირეს, ნოსტალგიით თუ განცდებით, დაუმსახურებელი მოპყრობითა და ჭორებით. იმის მაგივრად, სიყვარული მიეცათ ადამიანებისთვის, იმის მაგივრად მოფერება და სითბო გაეცათ…. დააავადეს, და…. მაინც გიჟდებიან მკვდრებზე, ხო და მაგ დროს გრძნობენ მხოლოდ პრივილეგიას, რომ თვოთონ ცოცხლები არიან და ის ვიღაც უკვე აღარ არის! ხო და ისეთი ვარ, არ იცით. მე, ეკა კვალიაშვილს ნეტავ მქონოდა საშუალება და მქონოდა ფინანსური დამოუკიდებლობა, რომ ზურას დავხმარებოდი, ნეტავ ცოცხალი ჩამოსულიყო. ნეტავ საერთოდ არ წასულიყო…. მოკლედ, ვისაც შეეძლო და არ მიაქცია ყურადღება ზურა დოიჯაშვილს, ვინც ფეხზე დაიკიდა ადამიანის სიცოცხლე და საერთოდ ადამიანები, იცოდეთ, კარმა არსებობს, კარმა კი ბუმერანგია და ელოდეთ. მოკლედ, ჩვენი ზურა დოიჯა, ჩვენი უსაყვარლესი, უკეთილშობილესი და საოცარი ზურა აღარ გყვავს. და არ გაბედოს არავინ და არც კი დაასველოს სიტყვა ცუდი და ავადმყოფობას კოვიდი არ მიაწეროს თორემ, პირადად მე გავცემ პასუხს და, ვაი, მას, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება. დღეს ზურა აღარ გყვავს ფიზიკურ სხეულში, ჩვენი ზურა, ჩვენი ზურიკო. ნათელში გამყოფოს ღმერთმა ჩვენო ზურიკო… ძალიან მიყვარხარ…", - წერს ეკა კვალიაშვილი. შეგახსენებთ, რომ ზურა დოიჯაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად ისრაელის ერთ - ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მუსიკოსი ბოლო პერიოდში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.













0
299
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
299