x
რა არის ისტორია და რას შეისწავლის იგი?
მრავალი ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან ისტორია გამორჩევის ღირსია. სამწუხაროდ, საქართველოში კარგად არაა გააზრებული ისტორიის და ისტორიკოსის მნიშვნელობა. როდესაც სკოლის მოსწავლეები"ისტორიულზე" აბარებენ ისინი მოელიან რომ შეისწავლიან მხოლოდ მშრალ ფაქტებს და მათი მიზანი იქნება მხოლოდ სწავლება. რაც, რა თქმა უნდა, არასწორია.

მოდით ჯერ გავმიჯნოთ ისტორია როგორც მეცნიერება და ისტორია როგორც პროცესი. მარტივად რომ ვთქვათ, უკვე მომხდარი, განვლილი, ობიექტური სინამდვილე არის ისტორია როგორც პროცესი, მისი შეცვლა შეუძლებელია და არსებობს ადამიანის სუბიექტურობის მიღმა. ხოლო, ამ მოვლენების სუბიექტურად ინტერპრეტაცია, აღდგენა არის ისტორია როგორც მეცნიერება, ასევე ცნობილი როგორც ისტორიოგრაფია(ეს უკანასკნელი ტერმინი იშვიათად გამოიყენება). რას ნიშნავს ახლა ეს ყველაფერი. ერთ ობიექტურ რეალობას შეიძლება სხვადასხვანაირი გაგება ჰქონდეს, მაგალითად, ავიღოთ პირველი გარდამავალი პერიოდი ეგვიპტის ისტორიაში, ელიტის თვალში ეს იყო ნგრევის და რეგრესის ეპოქა, ხოლო უბრალო ხალხის თვალში ეს იყო დემოკრატიზაცოის მათი უფლებების გაზრდის და პროგრსის პერიოდში. რამდენად შეიძლება ეს ყველაფერი არსებობდეს ერთმანეთის გვერდით. საქმე იმაშია, რომ პირველი გარდამავალი პერიოდის დროს შეჩერდა მასობრივი მშენებლობები და პროდუქციის ხარისხი სერიოზულად დავარდა, სამაგიეროდ, გაიზარდა დაბალი ფენის დასაქმების მაჩვენებელი, პროდუქტის გაუფასურების გამო მათ შეეძლოთ ეყიდათ ისეთი პროდუქცია რომელიზეც ადრე ხელი არ მიუწვდებოდათ, შესაბამისად მათ მეხიერებაში ეს ეპოქა უარყოფითად არ ჩაიწერებოდა. ასე რომ, თვალნათელია, რომ ერთი და იგივე ეპოქა სხადასხვა ადამიანის თვალში სხვადასხვანაირად შეიძლება იქნას აღქმული. შესაბამისად, პირვველი გარდამავალი პერიოდის შესახებ გვქონდა ფრიად განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი ცნობები. ისტორიის როგორც მეცნიერების მიზანია ეს წყაროები გაათავისუფლოს სუბიექტარიზმისგან და გამოავლინოს ობიექტური რეალობა. რაც ძალიან რთულია, ზოგჯერ შეუძლებელიც, წყაროთა სიმცირის გამო.რატომაა რთული? ეს ძალიან მარტივია, ობიექტური ადამიანი არ არსებობს, ყველას აქვს საკუთარი სუბიექტური შეხედულებები, მათ შორის მაშიცნაც კი, როცა ის მუშაობს წყაროებზე. მაგალითად, როცა ქართველი ადამიანი მუშაობს საქართველოს ისტორიის აღდგენაზე, მას წინასწარ აქვს მოლოდინი, სურვილი, იყოს ქართული მხარე მართალი, გამარჯვებული და ა.შ.

ზოგადად, დიდი ხანი სულაც არაა რაც ისტორიოგრაფია და უშუალოდ ისტორია ერთმანეთისგანაა გამიჯნული. ეს მოვლენა უკავშირდება გერმანელი ისტორიკოსის ლეოპოლდ ფონ რანკეს სახელს, რომელიც მეთვრამეტე საუკუნეში მოღვაწეობდა, ესეიგი სულ რაღაც სამი საუკუნეა რაც კაცობრიობამ განასხვავა ეს ორი ტერმინი.

საერთოდ რა საჭიროა ისტორიის შესწავლა? ეს კითხვა შეიძლება ბევრს გასჩენოდა. სხვათა შორის, საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ფსიქოლოგი სქინერი იგივე აზრის იყო. მისთვის მიუღებელი იყო სკოლებში ისტორიის სწავლება. ამის მიზეზად ის ასახელებდა, რომ ისტორია მოქმედებდა კოლექტიურ მეხსიერებაზე და ბავშვებს წარსულის მიმართ ლტოლვას უნერგავდა. სქინერი ერთ ნაწილსი მართალიც იყო, ისტორია ნამდვილად მოქმედებს კოლექიურ მეხსიერებაზე, მაგრამ სწორი სწავლების პირობებში წარსულისადმი ლტოლვას ნამდვილად არ იწვევს(საქართველოს საზოგადოების ნაწილში მართლაც იგრძნობა არასწორი სწავლების შედეგები, მათ მომავლის იმედი არ აქვთ და მისტირიან წარსულს, როცა საქართველო კავკასიის უძლიერესი სახელმწიფო იყო). იმისთვის რომ გავცეთ პასუხი კითხვას - თუ რა საჭიროა ისტორიის სწავლება, ჯერ უნდა განვმარტოთ ზემოთ უკვე ნახსენები ტერმინი კოლექტიური მეხსიერება.


კოლექტიური მეხსიერება ეს არის საზოგადეობის საერთო მოგონებები, რომლებიც პრიმორდიალისტური თვალსაზრისით უშუალოდ მოქმედებენ იდენტობის ჩამოყალიბებაში, ასე რომ, ის რომ ჩვენ ერთმანეთთან ვართ დაკავშირებულნი, როგორც ქართველები, სწორედ რომ ისტორიის დამსახურებაა. გარდა ამისა, ადამიანს როგორც ინდივინდს და როგორც საზოგადეობის წევრს აქვს მოთხოვნილება იცოდეს საკუთარი და იმ ჯგუფის ისტორია რომელსაც იგი მიეკუთნება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ისტორიკოსის მიზანი არ არის მშრალი ფაქტების დასწავლა და შემდეგი თაობისთვის გადაცემა, მისი ძალაუფლება და მოვალეობები ბევრად უფრო დიდია, ის უშუალოდ მოქმედებს კოლექტიურ მეხსიერებაზე და შესაბამისად, შეუძლია შეცვალოს საზოგადოების წარმოდგენები(საფუძველი ჩაუყაროს ეროვნულ ზიზღს, ეთნიკურ დაპირისპირებებს, ან პირიქით გააქარწყლოს ისინი). ასე რომ, სანამ "ისტორიულზე" ჩააბარებთ, წინასწარ გახსოვდეთ ის პასუხისმგებლობა რომელსაც საკუთარ თავზე იღებთ, თქვენს მიერ დაწერილმა ერთმა წინადადებამ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიღოს.

0
51
შეფასება არ არის
ავტორი:რატი ხოტივრიშვილი
რატი ხოტივრიშვილი
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0