x
რა არის ფსიქოისტორია და როგორ გამოვიყენოთ ის?

ისტორია, როგორც მეცნიერება, ბევრ სფეროს მოიცავს. ისტორიული კვლევების უმრავლესობა ინტერდისციპლინურია, ესეიგი მოიცავს ერთზე მეტ დისციპლინას. ისტორიის აღგდენისათვის ისტორიკოსები უამრავ მეთოდს იყენებენ, ერთ-ერთია ფსიქოისტორია.

ფსიქოისტორია ეს არის ისტორიული პიროვნების, მოვლენის, საზოგადეობების ფსიქოლოგიურ ჭრილში კვლევა. ამ მიმართულებას დიდი ისტორია აქვს, თუმცა მისი დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბება უკავშირდება ორ ფსიქოლოგს. ესენია ზიგმუნდ ფროიდი და ერიკ ერიქსონი. ამ ორიდან ფროიდი იყო პირველი რომელმაც პირველად გამოიყენა ფსიქოისტორია. მისი ყველაზე გახმაურებული ნაშრომი შეეხებოდა ლეონარდო და ვინჩს. ფროიდი თავადვე აყალიბებდა ფსიქოლოგიურ თეორიებს და მათვე იყენებდა პრაქტიკაში. ის იყო პირველი რომლმაც ფსიქოისტორიის მეთოდიკა შეიმუშავა. მაგრამ თავისი არალევანტური და უპასუხისმგებლო დასკვნების გამო მისი მეთოდები მალე თავდასხმის საგანი გახდა. ისტორიკოსთა ნაწილმა ფსიქოისტორია როგორც ისტორიის კვლევის მეთოდი საერთოდ უარყო. მაგრამ შემდეგ ერიკ ერიქსონმა ფროიდისეულ დასკვნებსა და თეორიებში შესწორებები შეიტანა და ეს დარგი უფრო მიმზიდველი გახადა. მას შემდეგ ეს მეთოდი საკმაოდ პოპულარულია ისტორიკოსთა შორის.

ახლა გადავიდეთ იმაზე თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ფსიქოისტორია ისტორიის კვლევისას. ეს მარტივ საქმეს სულაც არ წარმოადგენს, მთელი რიგი მიზეზების გამო. მაგალითად, ფროიდს დასკვნები გამოჰქონდა იმ დროში (მეცხრამეტე-მეოცე საუკუნე) არსებული თეორიებით. ხოლო თანამედროვე ფსიქოლოგია ამ თეორიებს აღარ ეთანხმება. მაგალითად, ფროიდმა დაასკვნა, რომ ლეონარდო და ვინჩი იყო ჰომოსექსუალი. თუმცა, ოცდამეერთე საუკუნეშიც კი ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა არის ამის გამომწვევი მზეზი. რა თქმა უნდა არსებობს მრავალი თეორია, მაგრამ მსოფლიოს მიერ არცერთია აღიარებული. ამიტომაა რომ ჰომოსექსუალიზმი რჩება ერთადერთ "დაავადებად" რომელიც დავადებათა სიიდან დასაბუთების გარეშე ამოვიდა. ამიტომ ფროიდის დასკვანა დღესდღეობით უარყოფილია. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ფსიქოლოგია განუწყვეტლივ ვითარდება ორი საუკუნის წინ დასაბუთებული ფაქტი დღეს შეიძლება არასწორი იყოს. ეს ფსიქოისტორიის დიდი ნაკლია. მეორე ხელისშემშლელი ფაქტორი ესაა წყაროთა სიმწირე. ფსიქოლოგიური ანალიზისთვის მონაცემთა სიმრავლეა საჭირო. ეს გარემოება განსაკუთრებით მძიმეა ქართველებისთვის, რადგან ჩვენი ისტორიიდან ძალიან ცოტა წყარო გვაქვს შემორჩენილი. შედარებისთვის ძველ აღმოსავლეთის რომელიმე ქალაქზე, მაგალითად ბაბილონზე, ბევრად უფრო მეტი ცნობა გვაქვს, ვიდრე საქართელოს ისტორიაზე მეთორმეტე საუკუნემდე ერთად(ამას ბევრი რამ განაპირობებს, მათ შორის კლიმატით, უმცა ეს ცალკე თემაა). ამიტომაა რომ ის მეცნიერები რომლებიც შეისწავლიან საქართველოს ისტორიას ნაკლებად იყენებენ ფსიქოისტორიას.

აქვე მინდა შემოგთავაზოთ ფსიქოისტორიის გამოყენების ერთ-ერთი მაგალითი.განვიხილოთ იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამება". შუაშანიკი, რომელსაც იაკობ ხუცესი ხოტბას ასხამს და წმინდანად გვიხატავს ფსიქოლოგიური ანალიზით არც ისე გაწონასწორებულიად მეტიც იმპულსურად და სუსტი ნერვების ქალად გვევლინება. მაგალითად მსახურის მოტანილი ამბის შემდეგ ის ძირს დაეცა თავს მიწას ურტყამდა, (საკუთარ თავს ზიანს აყენებდა, რაც ფსიქოლოგიურად ჯანმრთელმა ადამიანმა არ უნნდა გააკეთოს). პურის ჭამის დროს ჯოჯიკის ცოლს ღვინო შეასხა. რაც გაუმართლებელია არისტოკრატიაშია, ესეიგი, მას უჭირდა საკუთარი ნერვების გაკონტროლება. რაც შეეხება ვარსქენს, აქ ჩვეულებრივ ნერვოზთან და ფსიქოლოგიურ გაუწონასწორებლობასთან გვაქვს საქმე. ხან ცოლთან ერთად ყოფნა უნდა და მას სახლში მოსვლას სთხოვს, მეტიც სუფრასთან დაჯდომის უფლებას აძლევს, რაც უდიდესი პრივილეგია იყო იმ დროში, ხოლო ზოგჯერ იგივე ცოლს უმოწყალოდ სცემს და სიკვდილისთვის წირავს. აქედან გამომდინარე, ვარსქენს დანამდვილებით ჰქონდა მენტალური პრობლემები.

ასე რომ, ფსიქოისტორია ერთ-ერთი საინტერესო მეთოდია ისტორისს მეცნიერებებში. მისი გამოყენება რთულია, მაგრამ ისტორისს განსხვავებულ რეპრეზენტაციას იძლევა და სასურველია უფრო მეტად იქნას გამოყენებული.

0
65
შეფასება არ არის
ავტორი:რატი ხოტივრიშვილი
რატი ხოტივრიშვილი
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0