ტკბილეული "ოქროს პლომბირი" - ძვირადღირებული დესერტი, რომელსაც მხოლოდ ნიუ-იორკში თუ დააგემოვნებთ 2021, 13 თებერვალი, 22:34 ფასი: 1000 დოლარი; სად: ნიუ-იორკი; რატომ ასეთი ძვირი? პლომბირის დესერტი გინესის რეკორდების წიგნშია შესული, მას ყოველწლიურად 50-მდე ადამიანი თუ უკვეთავს. აუცილებლად 2 დღით ადრე მაინც უნდა შეუკვეთოთ, რადგან საჭირო ინგრედიენტების მოძიება დროს მოითხოვს. 1000 დოლარად მიიღებთ ვანილის ნაყინს, დაფარულს 23-კარატიანი ოქროს ფოთლით, ძვირადღირებული შოკოლადით მოსხმულს, ზემოდან მოყრილი ვენესუელური ძვირადღირებული შოკოლადის ნატეხებით, ოქროს ნუშით, პარიზიდან ჩამოტანილი ცუკატებით (დაშაქრული ხილით) და ტკბილი ხიზილალით, ვნებიანი ხილით, მარაკუიათი, ფორთოხლითა და არმანიაკით. ეს ყველაფერი ბროლის თასშია მოთავსებული. 28 შეფასება არ არის
|