სიახლეები რობერტ კოხის წინასწარმეტყველება გამართლდა - მიკრობთა სამყარომ თანდათან საბურველის მოხდა დაიწყო, 2021, 13 თებერვალი, 19:34 რობერტ კოხის ინსტიტუტია წამყვანი და უდიდესი ავტორიტეტი მიკრობიოლოგიაში და მიმართულების მიმცემი დღეს.
აი, რას ამბობდა კოხი ჯერკიდევ 1905 წელს:
"დღეისათვის შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მიკრობთა სამყარო თანდათანობით იხსნის საბურველს, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, იგი იმდენად გრანდიოზული და მოულოდნელობებით აღსავსე აღმოჩნდება, ასწლეულების მანძილზე განაცვიფრებს მეცნიერთა წარმოსახვას." არ არის წინასწარმეტყველური? ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ იქნებ არ ღირდეს წარსულისა და იმის დავიწყება, რომ წარსული სამუდამოდ გაუქმებული დრო არაა. დიდი ამბავი, თუ კოხს ელექტრონული მიკროსკოპი არ გააჩნდა და კომპიუტერის მონიტორზე არ უყურებდა ტუბერკულოზის გამომწვევი ჩხირის 3D (ან დღეს რომ მოდაშია 4D) გამოსახულებას. მიკრობთა სამყარო იმდენად გრანდიოზული და მოულოდნელობებით აღსავსე აღმოჩნდა, რომ მართლაც განაცვიფრა მეცნიერთა წარმოსახვაც კი, არათუ ჩვენი - რიგითი ადამიანების. საინტერესოა, რომელი მიკრობი გაგვაოცებს ხვალ 332 2-ს მოსწონს
|