x
image
თუთიკო ბერძენა
ბოროტი და კეთილი, როგორც დაპირისპირებულნი, აღარ არსებობენ
image
ლუკმა-პურის შოვაზე დღენიადაგ სულგამწარებული გენიოსი რომ დღევანდლობას მოსწრებოდა, ალბათ მეორედ დაწერდა "გველისმჭამელს". პანთეისტური თვალსაზრისისისათვის ბოროტი და კეთილი, როგორც დაპირისპირებულნი აღარ არსებობენ, განრისხებული ბუნება განურჩეველი ხდება მათდამი. აქაა ვაჟაც მისი იგავმიუწვდომელი ინტუიციით და ნახეთ, რას ამბობს ბუნებაზე :
ერთფერად მტვირთველი არი
საქმის თეთრის და შავისა,
ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,
ზოგჯერ მქნელია ავისა.
ათასჯერა წვიმს, სეტყვაა,
მთებზე ნისლები ჰკიდია,
ბევრი რამ ხდება ქვეყანადა,
შიგ ცოდვა-ბრალი დიდია;
ბუნება წარბსაც არ იხრის,
მაინც მშვიდი და მშვიდია”.
ძალიან ახლოს დგანან ერთმანეთთან ვაჟა და ალბერტ შვაიცერი.(როგორ სჭირდება დღეს კაცობრიობას შვაიცერისთანა ადამიანები!) ჰოდა, შვაიცერს სჯეროდა, რომ თუკი გლეხი საქონლის გამოსაკვებად დიდ ველზე ლამაზ ყვავილებს მოსჭრიდა ბალახთან ერთად ცელვის დროს, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ხოლო თუ იმავე ყვავილს განმარტოებით ხის ძირში ამოსულს მოგლეჯდა, მას უდიდესი ბოროტება ჩაუდენია. ჰო, აინშტაინის მიხედვით, ალბათ ფარდობითია არა მარტო სამყარო, ასევე ყვავილიც. სულერთია ვან გოგის იქნება, თუ სადმე ხისქვეშ ობლად ამოსული.
0
124
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0