კულტურა 7 საიდუმლო მსოლიოს ყველაზე ცნობილი ნიმუშებისა 2021, 13 თებერვალი, 19:50 არსებობს ხელოვნებისა და არქიტექტურის გარკვეული ნიმუშები, რომლებიც მთელ მსოფლიოში არის ცნობილი. ბევრი მათგანი კი უამრავ საიდუმლოებას შეიცავს. ვნახოთ ზოგიერთი მათგანი: 1. ბინა ეიფელის კოშკის ბოლო სართულზეგუსტავ ეიფელმა, კაცმა, რომელმაც შექმნა საფრანგეთის ყველაზე ცნობილი ძეგლი, ააშენა და მოაწყო ბინა მის ზედა სართულზე. მას ხშირად იყენებდა დასასვენებლად და სტუმრების მისაღებად. ერთხელ, მან იქ ხანგრძლივი საუბარი გამართა თომას ედისონთან. ბინაში არის სამზარეულო, აბაზანა, ორი საძინებელი და მისაღები ოთახი, და, რა თქმა უნდა, გამოირჩევა ულამაზესი ხედებით. დღეს იგი მუზეუმის ფუნქციას ასრულებს, ეიფელისა და ედისონის ცვილის ნამუშევრებით. 2. პიზის დახრილი კოშკიცნობილი კოშკი ბევრ საიდუმლოებას შეიცავს. ყველამ იცის მისი დახრილობის შესახებ, მაგრამ არავინ იცის, ვინ ააშენა სამრეკლო პიზას ტაძრისთვის. ამ საიდუმლოს ერთ-ერთი მიზეზი არის ის ფაქტი, რომ იგი თითქმის 200 წლის განმავლობაში შენდებოდა. მიჩნეულია, რომ მშენებლობის გეგმა ბონანო პიზანომ შეიმუშავა, მაგრამ უფრო სავარაუდო კანდიდატი იყო დიოტისალვი, რომელმაც შექმნა კოშკის გვერდით მდებარე ბაპტისტერია, რომელიც იმავე სტილშია აგებული.
კოშკის, (დახრა მშენებლობისას დაიწყო), დახრის პროცესი დასრულდა 2008 წელს. 3.რემბრანდტის დანაის სახერემბრანდტმა დანაის ხატვა დაიწყო სასკია ვან უილენბურგთან ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ. მხატვარმა თავის ბევრ ნახატზე გამოსახა ცოლი და დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა, რატომ არ იყო მსგავსება სასკიასთან ამ სურათში ისე ნათლად, როგორც ეს 1630-იანი წლების სხვა ნამუშევრებში. ეს იმით აიხსნება, რომ მხატვარმა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ნახატი გადააკეთა, რის შემდეგაც სახე ჩამოგავსს ჩამოგავს გერტჟე დირქსს, ქალს რომლითაც გატაცებული იყო იმ დროისთვის რემბრანდტი. ამიტომ ეს ნახატი ორი ქალის სახეს აერთიანებს. 4. სფინქსის ორიგინალური გარეგნობაგიზას დიდი სფინქსი მსოფლიოში ყველაზე ძველი ქანდაკებაა. თავდაპირველად, იგი მორთული იყო ფერადი საღებავით, რომლის მხოლოდ ფრაგმენტებია დარჩენილი - მისი ერთი ყურის უკან. მას ასევე ჰქონდა ცხვირი და საზეიმო წვერი. ამის ნაშთები შეგიძლიათ ნახოთ ბრიტანეთისა და ეგვიპტის მუზეუმებში. ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ სფინქსს შეიძლება თავდაპირველად ლომის ან ძაღლის თავი ჰქონოდა და ადამიანის სახის გამოსახვა მხოლოდ მოგვიანებით მოხდა. ამით აიხსნება დიდი განსხვავება გიგანტური სხეულისა და პატარა თავის პროპორციებს შორის.5. უცნაური ცა ნახატზე "კივილი"ედვარდ მუნკის ლეგენდარული ნახატის საწყისი სახელი იყო "ბუნების ყვირილი". თუმცა მხატვარმა თავის დღიურში დაწერა: "... მოულოდნელად ცა სისხლივით გაწითლდა; გავჩერდი, თავი ძალაგამოცლილად ვიგრძენი და ღობეს მიყრდნობილმა, სისხლი და ალის ენები დავინახე მოლურჯო-შავ ფიორდსა და ქალაქზე ..." 2003 წელს ასტრონომთა ჯგუფმა წამოაყენა თეორია იმის შესახებ, რომ ცის ალისფერი ფერი, რომელმაც ასე გააკვირვა მხატვარი, 1883 წელს კრაკატოას ვულკანის ამოფრქვევამ გამოიწვია. ვულკანური მტვრის უზარმაზარი რაოდენობა ატმოსფეროში იქნა გადაყრილი, რომლითაც კაშკაშა ალის მზის ჩასვლა დაფიქსირდა მთელ მსოფლიოში, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.6. გატეხილი ჯაჭვი თავისუფლების ქანდაკების ძირშითავისუფლების ქანდაკება აშშ-ს საფრანგეთმა გადასცა ამერიკის, რევოლუციის 100 წლისთავისადმი. ეს სიმბოლოა თავისუფლების, დემოკრატიის და მონობის გაუქმების. გატეხილი ჯაჭვის სანახავად, რომელიც ძეგლის ფეხებთან აგდია, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მრავალი ათასი ტურისტი მიდის. ესაა ნამდვილი სიმბოლო თავისუფლების.7. მონა ლიზას მეორე ვერსიაცნობილი ფაქტია, რომ ბევრმა მხატვარმა მოახდინა მონა ლიზას რეპროდუქცია. მაგრამ მიიჩნევა, რომ არსებობს და ვინჩის მიერ დახატული კიდევ ერთი პორტრეტი და ეს არ არის ასლი, არამედ მეორე ვერსია, ოდნავ განსხვავებული პერსპექტივიდან დახატული. არ არის გამორიცხული, რომ იგი სხვა მხატვარმა, ან შეიძლება რამდენიმე მათგანმა შექმნა. ექსპერტების აზრით, უფრო სავარაუდოა, რომ ეს და ვინჩის შედევრის ადრინდელი ვერსიაა. 453 შეფასება არ არის
|