შოუბიზნესი თინა კანდელაკმა სურათს იმდენი ფოტოშოპი დაადო,რომ საკუთარი დედაც ვერ იცნობს 2021, 12 თებერვალი, 11:47
თავად ტელეწამყვანმა გამომწერებს ფოტოების მახასიათებლების შესახებ განუმარტა.
ტელეკომპანია "Матч ТВ"-ის გენერალურმა პროდიუსერმა, თინა კანდელაკმა გადაწყვიტა "ინსტაგრამზე" აქტუალური თემა განიხილოს და განაცხადა, რომ "ხელოვნურმა სილამაზემ ბუნებრივს მოუგო". მან აბონენტებს მოუწოდა განიხილონ, თუ "რას გააუმჯობესებდნენ საკუთარ თავში." ასევე, 45 წლის ტელეწამყვანმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მოღიავებულ კორსეტში და ჯინსებში გამოწყობილი კიბეებზე დგას. ფოტოზე თინას ამოცნობა არც ისე ადვილია. ამასთან, ის არ მალავს, რომ სურათი გააუმჯობესა რეტუშის დახმარებით. "ფრთხილად! ფოტოზე ბევრი ფოტოშოპია", - აღნიშნა ჟურნალისტმა. ვიწრო წელი, იდეალური კანი, დაბერილი ტუჩები, სავსე თეძოები და არაბუნებრივად მოღუნული მოაჯირი - მომხმარებლებს არ გაუჭირდათ იმის დანახვა, თუ როგორი შეცვლილია ფოტო. ბევრმა მომხმარებელმა აღნიშნა, რომ მათ მოსწონთ თინა შელამაზების გარეშე და რომ ისინი ბუნებრივი სილამაზის მომხრეები არიან. აღსანიშნავია, ტელეწამყვანს ფოტოშოპის გამო უკვე მოუწია მწვავე კრიტიკის ქვეშ მოქცევა. თინას, რომელმაც მოშიშვლებული მუცლით გამოაქვეყნა რეტუშირებული ფოტო, დასცინა ქსენია სობჩაკმა. 690 3-ს მოსწონს
|