მხატვრობა საინტერესო ისტორიები ყველა დროის ყველაზე ცნობილი სურათების მიღმა 2021, 12 თებერვალი, 2:21 გეოპოლიტიკური ყრმა უყურებს ახალი ადამიანის დაბადებას, სალვადორ დალი, 1943 წ ამ ცნობილ ნახატზე, რომელსაც "შოტლანდია სამუდამოდ!" ეწოდება, ვატერლოოს ბრძოლის მონაწილე Royal Scots Greys ცხენოსანი შენაერთის მეომრები არიან გამოსახულები (ლედი ელიზაბეტ ბატლერის სურათი, იგივე ტომპსონი 1881)
ამ ნამუშევრის დახატვისას ბატლერი შთაგონებული იყო იმ ესთეტიკური ნამუშევრებისაგან რომელიც მან ნახა - და ძლიერ არ მოსწონდა - გროსვენორის გალერეაში ვიზიტისას. ამიტომ საპასუხოდ შექმნა ეს ნამუშევარი. მართალია არასოდეს უნახავს ნამდვილი ბრძოლა, მაგრამ მას ნება დართეს საკუთარი ქმრის პოლკის წვრთნებს დასწრებოდა.
საუზმეზე, ზინაიდა სერებრიაკოვა, 1814 წ
სურათი ასახავს მხატვრის ოჯახურ ცხოვრებას მისი შვილების მონაწილეობით: რვა წლის ჟენია, შვიდი წლის შურა და ორი წლის თათა, თითოეული ბავშვის ხასიათი დახვეწილად არის ნაჩვენები. ბავშვები მოთმინებით სხედან, რადგან ბებიას ელოდებიან როდის დაუსხამს წვნიანს თავიანთ თასებში. სურათი ასახავს სიწმინდესა და სიმშვიდეს, ასევე სითბოს და ნაზ ატმოსფეროს, ამავე დროს კარგადაა გამოხატული დროულ მომენტში, სუბიექტების აუდიტორიისკენ დროული გამოხედვას.
ინსომნიები, დოროთეა თენინგი, 1957 წ
მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, ტანინგი ხატავდა სურათებს, რომლებიც მას სიზმრებში ამოგზაურებდა მნახველს - რაც უფრო ირეალურია, მით უკეთესი. ამასთან, 1955 წლის დასაწყისში, პირდაპირი, მარტივი სურათების, როგორც განცხადების ხატვის პერიოდის შემდეგ, ტანინგმა ყურადღება გადაიტანა გამძაფრებულ გრძნობებსა და ემოციებზე, ფერი გახდა პირველი პრიორიტეტი და ის ამტკიცებს, რომ ყველა ნახატი ვერტიკალური უნდა იყოს. იგი მუშაობდა იმისთვის, რომ მისი ნახატები ბუნდოვანი ყოფილიყო.
ჯო-ნო-მაი, უემურა შოენი, 1936 წ
ამ სურათის საინტერესო ნაწილი ის გახლავთ, რომ უემურა შოენი თავის ინსპირაციის წყაროდ უმეტესად იყენებდა ნოს თეატრს და მის მსახიობ ქალებს. რომლებიც სინამდვილეში სულაც არ იყვნენ ქალები, რადგან ნოს თეატრში მხოლოდ მამაკაცები თამაშობდნენ. რაც კარგად გამოხატავს მხატვრის ფანტაზიის საოცარ უნარს რომელმაც უდიდესი სინაზით გამოსახა, ქალად გადაცმული მამაკაცი. ამ კონკრეტულ სურათზე, გამოსახურია ნოს თეატრში სპექტაკლის შესავალში შესრულებული ცეკვის მომენტი ჯო ნო მაი.
159 1-ს მოსწონს
|