სხვა ავსტრალიაში ზღვამ ნაპირზე სიურპრიზი გამორიყა 2021, 12 თებერვალი, 10:38 ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში, ტასმანიის ზღვამ ნაპირზე სიურპრიზი გამორიყა, რისთვისაც ადგილობრივი მაცხოვრებლებიც კი არ იყვნენ მზად. ეს ზღვის ბინადარნი ე.წ. "პორტუგალიური გემები" იყო და რაც ყველაზე საშიშია, სულ ადვილად შეიძლება ისინი სრულიად უსაფრთხო პლასტიკის ბოთლებში აგერიოთ. სიდნეის მაცხოვრებლების, რომლებიც 3 თებერვალს, ტასმანიის ზღვის ქალაქის პლაჟზე მივიდნენ, ყურადღება მიიქცია ქვიშაზე მოფენილმა უამრავმა პლასტიკის ბოთლმა-წერს australian news. როდესაც ახლოს მივიდნენ, შეამჩნიეს, რომ ისინი ცოცხალი არსებები იყვნენ: ბოთლები მიწაზე დახოხავდნენ. სამხრეთ უელსის ზღვის ეკოლოგიის უნივერსიტეტის, პროფესორის ემა ჯონსონის ინტერვიუდან, ირკვევა, რომ ხალხის მიერ ნანახი ბოთლები, სინამდვილეში ფიზალიების, იგივე "პორტუგალიური გემების" კოლონია იყო. ეს არსებები მედუზებს ჰგვანან და ზურგზე მსხვილი ცისფერი ბუშტები აქვთ, რომელიც წყლის ზედაპირზე ცურვაში ეხმარებათ. აღსანიშნავია, რომ ფიზალიები შხამიანები არიან. მათი შხამიანი საცეცები ადამიანისთვის ძალიან სახიფათოა, თუმცა დანაყრებას ისინი თევზის ჭუპრებითა და წვრილმანი კალმარებით ამჯობინებენ. სწორედ ამიტომ, მიმზიდველი შესახედაობის მიუხედავად, ადამიანები ჯობია მოერიდონ მათთან შეხებას, აზუსტებს ჯონსონი. კონტაქტი რა თქმა უნდა არ არის სასიკვდილო, მაგრამ დამწვრობების სახით ბევრი უსიამოვნების მოყენება შეუძლიათ. "პორტუგალიური გემების" შემოსევა, ექსპერტის სიტყვებით, სიდნეისთვის, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, დიდი იშვიათობაა. როგორც წესი, ისინი ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაპირებთან ბინადრობენ. პროფესორი თვლის, რომ ფიზალიები კონტინენტის ამ მხარეში ქარის გამო მოხვდნენ. ახლა სიდნეის ხელისუფლება რეკომენდაციას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას, თავი შეიკავონ პლაჟზე გასვლისგან. მაგრამ ამ რეკომენდაციების დაცვა ძალიან რთულია, რადგან როცა ევროპაში და აზიაში ზამთარი დგება, ავსტრალიაში ამ დროს ზაფხულია. ქალბატონს ფილიპინებიდან მსგავსი შემთხვევა ჰქონდა. დიანა მიკელსენმა მეჩხერ წყალში დაინახა, თუ როგორ დაცურავდნენ უცნაური გამჭვირვალე არსებები. თავიდან მასაც პლასტიკის ბოთლი ეგონა, მაგრამ როდესაც დაუკვირდა, მიხვდა რომ ცოცხალი ყოფილა, იტყობინება the sun. მას არასოდეს შეუმჩნევია ასეთი რამ ნაპირზე და ყურადღებით დაუწყო თვალიერება. ზღვის ბინადარს კუდი ჰქონდა, ტანი კი შიგნიდან ღრუს წარმოადგენდა, შეხებისას ჟელეს მოგაგონებდათ. დიანამ სპეციალისტებს მიმართა და აღმოჩნდა, რომ ეს არსება მიეკუთვნება სალპის (Salpidae) ოჯახობას. მათი შინაგანი ორგანოების 99% წყალია, ამიტომ არის მათი სხეული გამჭვირვალე. სალპა, რომელიც ადგილობრივმა მაცხოვრებელმა იპოვნა salpa maggi-ის სახეობაა. იკვებებიან ფიტიპლანქტონებით და ადამიანისთვის არ არიან საშიში. ისინი სიბნელეში ანათებენ და ხშირად კოლონიებად ცხოვრობენ. ეს წყლის ბინადარნი ძალიან გავრცელებულია თბილ წყლებში, უბრალოდ მათ ვერავინ ვერ ხედავს. იხილეთ ასევე:ამ კუნძულზე მოხვედრილი ადამიანების გაქრობა დღემდე ვერ აუხსნიათ უჩვეულო საკურორტო დასახლება გუმბათოვანი სახლებით ირანის კუნძულზე საინტერესო ფაქტები და მოსაზრებები შავი ზღვის შესახებ კასპიის ზღვის ატლანტიდა, ადამიანი-ამფიბია და სხვა იდუმალი მოვლენები გავიდა 43 წელი. როგორ გამოიყურება დღეს ყველაზე ლამაზი პარასკევა 1623 6-ს მოსწონს
|