მხატვრობა პომპეიში "სწრაფი კვების" ობიექტი აღმოაჩინეს, სადაც ნაჩვენებია კერძები, რომლებსაც ისინი მიირთმევდნენ 2021, 11 თებერვალი, 17:03 ანტიკური სამყარო გაცილებით ცოცხალი და ფერადი იყო, ვიდრე ამას მრავალი ჩვენგანი წარმოიდგენს. ზოგიერთმა აღმოჩენამ ასევე აჩვენა, თუ რამდენად ვგავდით ჩვენ იმ ხალხს, რომლებიც ათასობით წლის წინ ცხოვრობდნენ… საჭმლის სიყვარულიდან დაწყებული ფერადი და თვალშისაცემი ხელოვნების სიყვარულით დასრულებული. არქეოლოგებმა განსაცვიფრებელი აღმოჩენა გააკეთეს პომპეიში: მათ აღმოაჩინეს ცხელი საკვებისა და სასმელების მაღაზია, რომელიც მშვენიერი და დეტალური ფრესკებით არის გაფორმებული. მაღაზია, ლათინურად თერმოპოლიუმის სახელით იყო ცნობილი, რომაელებს ემსახურებოდა და დაახლოებით იმ ფუნქციას ასრულებდა რასაც ჩვენს დროში ქუჩის საკვები ობიექტები ასრულებენ.
საკვების ნაპოვნი ნაშთების წინასწარი ანალიზით, ცნობილია ღორის ძვლის ფრაგმენტის, იხვის ძვლის ფრაგმენტები და ქაშაყის ფრაგმენტებიც კი. ზოგადად, რომაელთა კვების ჩვევების შესახებ მეტი ინფორმაცია მწერლებისგან აპიციუსის, კოლუმელასა და პლინიუსისგან შეგვიძლია მივიღოთ.
აღმოჩენილ ზოგიერთ საკვებში უდაოდ შედის ღორის ხორცი და თევზი; მაგრამ ჯერჯერობით, ბევრი რამ თერმოპოლიუმში არსებული კერძების შესახებ მაინც ამოუცნობი რჩება.
ბარი გაფორმებულია ცხოველების ულამაზესი ფრესკებით
პომპეი წარმოადგენს "კონსერვაციის განსაკუთრებულ შემთხვევას" იმავე მიზეზების გამო, რამაც გამოიწვია მისი განადგურება. ამოფრქვევის პროცესი, მხოლოდ 19 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამაც გამოიწვია მთელი ქალაქის სიკვდილი და დამარხვა, სწორედ ვულკანური ამოფრქვევის შედეგია ერთდროულად შენობებისა და მათში არსებული ობიექტების კონსერვაციის ცალკეული ფენომენიც. პლინიუსის ადრეული ჩანაწერების მიხედვით [ე.ი. ვესუვის ამოფრქვევა], ამოფრქვეული ლავა, პემზასთან ერთად, ქალაქში დაიღვარა და შეიჭრა ყველა თავისუფალ სივრცეში, სადაც კი კალაპოტი იპოვა. ყველაფრის გათვალისწინებით, ფრესკები შესანიშნავ მდგომარეობაშიაამიტომ ამ "გუმბათის" ქვეშ შეიქმნა სინათლის, ჰაერისა და ტენიანობის სრული არარსებობის მდგომარეობა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი არა მხოლოდ კედლის კონსტრუქციებისა და ავეჯეულობის შენარჩუნებას, არამედ უპირველეს ყოვლისა, ზედაპირებზე არსებული დეკორატიული ელემენტების პირვანდელი სახის შენარჩუნებასაც. ჩვეულებრივ, მსგავსი ფრესკები სველ თაბაშირზე იხატება წყლის პიგმენტების მქონე საღებავების გამოყენებით. საღებავის გამოშრობისთანავე, იგი თაბაშირთან ერთად იკვრება და ხდება კედლის მუდმივი ნაწილი. არქეოლოგებმა თერმოპოლიუმის ქილებში აღმოაჩინეს საკვების კვალი, მათ შორის საქონლის ხორცი, ღორის ხორცი, თევზი და ლოკოკინები. მოვაჭრეები ქილებს ათავსებდნენ მაღაზიის დახლზე. დახლის წინა მხარე ფერადი ფრესკებით იყო გაფორმებული. ზოგიერთ მათგანზე გამოსახული იყო ცხოველები, რომლებსაც ნახავდით აქ მომზადებულ კერძთა ინგრედიენტებში. უფრო მეტიც, მკვლევარებმა აღმოაჩინეს ღვინის კოლბები, ამფორები, ქილები წვნიანების მისართმევად და საჭმლის მომზადებისთვის და ასევე პატერა -ბრინჯაოს გაფორმებული სასმელი თასი. 221 2-ს მოსწონს
|