x
image
intermedia.ge
Mediator image
გმირმა დედამ 6 შვილი ხანძრიდან მარტომ გამოიყვანა - "კიბე ცეცხლში იყო გახვეული, იქ ჩემი შვილები იყვნენ. მეწვოდა სხეული, მაგრამ უნდა ავსულიყავი"
image


ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც ახლა წა­ი­კი­თხავთ, ჰო­ლი­ვუ­დის ფილ­მის სცე­ნარს მო­გა­გო­ნებთ, თუმ­ცა ის არ არის სცე­ნა­რის­ტე­ბის ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფი, ის რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­აა, რო­მე­ლიც შვე­დეთ­ში მცხოვ­რებ 31 წლის ქალს და მის 6 შვილს გა­დახ­დათ.


2020 წლის 4 თე­ბერ­ვალს, ემა შოლ­სი თა­ვის ექვს შვილ­თან ერ­თად და­სა­ძი­ნებ­ლად ემ­ზა­დე­ბო­და. სახ­ლში დე­დი­სა და შვი­ლე­ბის გარ­და არა­ვინ იყო. სახ­ლის მე­ო­რე სარ­თულ­ზე მყოფ ემას პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი­დან შვი­ლის ხმა შე­მო­ეს­მა, პა­ტა­რა ყვი­რო­და - "ცე­ცხლი, ცე­ცხლი.“


ემამ იცო­და, რომ ქვე­და სარ­თულ­ზე ორი უმ­ცრო­სი ვაჟი ჰყავ­და. "ქვე­ვით ჩა­ვე­დი და და­ვი­ნა­ხე, რომ მი­სა­ღე­ბი და სა­ძი­ნე­ბე­ლი ცე­ცხლში იყო გახ­ვე­უ­ლი. ბავ­შვე­ბი უსაფრ­თხო ად­გი­ლას უნდა გა­მეყ­ვა­ნა და ეს შევ­ძე­ლი, მაგ­რამ ახლა მე­ო­რე სარ­თულ­ზე მყო­ფი ოთხი შვი­ლი მყავ­და გა­მო­საყ­ვა­ნი“, - იხ­სე­ნებს ემა.



image


ის უყ­ვი­რო­და ზედა სარ­თულ­ზე დარ­ჩე­ნილ ბავ­შვებს, რომ აი­ვან­ზე გა­სუ­ლიყ­ვნენ. "მთე­ლი კიბე ცე­ცხლში იყო გახ­ვე­უ­ლი, ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ვფიქ­რობ­დი, რომ ამას ვერ შევ­ძლებ­დი, რომ ზე­მოთ ვე­ღარ ავი­დო­დი, მაგ­რამ ეს უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაღ­ლა უნდა ავ­სუ­ლი­ყა­ვი, იქ ჩემი ოთხი შვი­ლი იყო. ძა­ლი­ან ცხე­ლო­და და ვგრძნობ­დი, რო­გორ მეწ­ვო­და სხე­უ­ლი" - იხ­სე­ნებს ქალი.


რო­გორც კი ემა კი­ბე­ზე ავი­და, ის მთლი­ა­ნად ჩა­მო­ი­შა­ლა. 9 წლის გო­გო­ნა მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან გა­დახ­ტა და მე­ზო­ბელ­თან გა­იქ­ცა, დახ­მა­რე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად, უფ­რო­სი ვაჟი, 11 წლის უი­ლი­ა­მი კი­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ცდი­ლობ­და, რომ ქვე­მოთ ჩას­ვლა შეს­ძლე­ბო­დათ.


"ბი­ჭე­ბი შოკ­ში იყ­ვნენ. რო­დე­საც აი­ვან­ზე გა­ვე­დი, სის­ხლი მომ­დი­ო­და და მთელ სხე­ულ­ზე ღია დამ­წვრო­ბა მქონ­და, თმა კი ნახ­ში­რი­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და“, - იხ­სე­ნებს ქალი და ამ­ბობს, რომ გა­ა­ა­ნა­ლი­ზა, რომ ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა გო­გო­ნა, 1 წლის მოლი აი­ვან­ზე არ იყო. "ვი­ფიქ­რე, ის თუ შიგ­ნი­თაა, ალ­ბათ ცო­ცხა­ლი აღარ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მისი გა­მოყ­ვა­ნა მა­ინც უნდა მო­ვა­ხერ­ხო.“


image


აი­ვან­ზე მყო­ფი ბი­ჭე­ბი დე­დის შე­ჩე­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ სახ­ლში აღარ შე­სუ­ლი­ყო.


"სა­შინ­ლად სქე­ლი კვამ­ლი იყო და სუნ­თქვა ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლი. ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ კვამლში ვხე­დავ­დი, რო­გორ იდგა მოლი თა­ვის სა­წოლ­ში და ტი­რო­და, როცა ეს და­ვი­ნა­ხე რა­ღაც უზარ­მა­ზა­რი ძალა მი­ვი­ღე, ფეხ­ზე მაგ­რად დავ­დე­ქი, მი­ვე­დი მო­ლიმ­დე და ხელ­ში ავიყ­ვა­ნე. მე მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი მქონ­და, არა­ნა­ი­რი დამ­ცა­ვი, არა­ფე­რი, მხო­ლოდ მე ვი­ყა­ვი და დე­დის გული. მოლი გა­მო­ვიყ­ვა­ნე, ფე­ხე­ბი­დან სის­ხლი მდი­ო­და“, - ყვე­ბა ემა.


მოლი გა­მო­იყ­ვა­ნა და გო­ნე­ბა და­კარ­გა, გონ­ზე მოს­ვლის შემ­დეგ კი სა­ში­ნელ ტკი­ვილს გრძნობ­და.


"თით­ქოს ყვე­ლა ტკი­ვი­ლი მხო­ლოდ მა­შინ ვიგ­რძე­ნი, ერ­თბა­შად მო­ვი­და ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა, ისე სა­შინ­ლად მტკი­ო­და. ყვე­ლა ბავ­შვი გა­ვიყ­ვა­ნე და ვფიქ­რობ­დი, რომ ახლა შე­იძ­ლე­ბო­და მოვმკვდა­რი­ყა­ვი“... განაგრძეთ კითხვა >>>



1
150
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
150
  
2021, 13 თებერვალი, 19:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1