სხვა 7 ცხოვრებისეული გაკვეთილი აბრაამ ლინკოლნისგან 2012, 30 აგვისტო, 20:05 ![]() 1)მოემზადეთ წარმატებისათვის. "მომეცით მე 6 საათი ხის მოჭრისათვის და მე პირველ 4 საათას ნაჯახის მოლესვისათვის დავხარჯავ". იქამდე სანამ წარმატებას მიაღწევთ თქვენ უნდა მოემზადოთ. ლინკოლნმა თქვა "მე მოვემზადები და ერთხელაც ჩემი შანსი მოვა". 2)იმოქმედეთ ენერგიულად. "ყველაფერი მოვა მასთან ვისაც ლოდინი შეუძლია, მაგრამ მოვა მხოლოდ ის, რაც ენერგიულმა ადამიანმა დატოვა". თქვენ ვერ მიაღწევთ მიზანს სეირნობით, თქვენ უნდა იმოქმედოთ ენერგიულად. როგორ მოქმედებთ თქვენ? 3)გახსოვდეთ, რომ დიდება არსებობს. "ის, რომ ზოგიერთი ადამიანი წარმატებას აღწევს იმის ნიშანია, რომ წარმატების მიღწევა სხვასაც შეუძლია". თუ ვინმემ მიაღწია წარმატებას თქვენს ეფეროში ესეიგი შეძლებთ თქვენც, თუ ვინმე გამდიდრდა თქვენი მსგავსი სასტარტო პოზიციებიდან ესეიგი თქვენც შეძლებთ გამდიდრდეთ. თქვენ გაქვთ ყველაფერი წარმატებისთვის: ჭკუა და ნება. არასოდეს დააკნინოთ თქვენი შესაძლებლობები. 4)გახდით კარგი რეპუტაციის ღირსი. "რეპუტაცია თხელი ფაიფურივითაა, თუ ერთხელ დაამტვრიეთ მისი აღდგენა რთულია". იმუშავეთ ისე, როგორც გინდათ, რომ აღგიქვან. ნუ ეცდებით ვიღაცას დაემსგავსოდ იყავით ის. კარგი სახელი ოქროზე ძვირფასია. 5)აქციეთ ყოველი თქვენი წელი მნიშვნელოვნად. "ცხოვრება არ ითვლება წლების მიხედვით, ცხოვრება არის წლები". ლინკოლნს არ უცხოვრია დიდი ხანი, მაგრამ მან შეცვალა მსოფლიო. 6)შეხედეთ სამყაროს უკეთესი მხრიდან. "ჩვენ შეგვიძლია ვიწუწუნოთ, რომ ვარდებს ეკლები აქვთ, მაგრამ ამავე დროს შეიძლება გაგვიხარდეს, რომ ეკლებს ყვავილები აქვს". თუ თქვენ ეძეთ რამეს, რომ დაიწუწუნოთ თქვენ ამას აუცილებლად იპოვით. ასევე ყოველთვის არსებობს საბაბი, რომ ვინმეს გაებუტოთ. ნუ გამოიყენებთ ამ "შესაძლებლობებს". ეძიეთ ფერები ცხოვრებაში და ყველაფერი კარგად იქნება. 7)მუდმივად ესწრაფეთ სრულყოფისაკენ. "ახალგაზრდა ადამიანისათვის საუკეთესო გზა ეს არის თავისი თავის ყველა მიმართულებით გაუმჯობესება". თუ თქვენ გახდებით უკეთესი ყოველ დღე წარმოიდგინეთ რას მიაღწევთ 20 წლის შემდეგ. გახსოვდეთ, იმუშავეთ ყოველ დღე იმაზე, რომ უკეთესები გახდეთ და ერთ მშვენიერ დღეს თქვენი ოცნებები ახდება. 126 5-ს მოსწონს
|