x
image
ტორნადო07
45 მნიშვნელოვანი მოვლენა რომელიც სწორედ ამ წამს ხდება
image"ეხლა"-ეს მნიშვნელოვანია. სწორედ ამ წუთას მსოფლიოში უამრავი უჩვეულო და მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება. აუცილებლად წაიკითხეთ ბოლომდე.

სწორედ ამ წუთას...

1)ვიღაც ძალიან ავად იყო და მომჯობინება დაიწყო.

2)ადამინთა მცირე ჯგუფი მუშაობს პროექტზე, რათა შეუძლებელი შესაძლებლად აქციოს.


3)ორი ადამიანი თქვენს ქალაქში ხვდება, რომ შეყვარებულები არიან.

4)სადღაც ცისარტყელა გადაიშალა ცის ერთი ბოლოდან მეორემდე.

5)მომავალი პრეზიდენტი დარბის სკოლაში.

6)მთელს მსოფლიოში პატარები სვამენ უამრავ კითხვას და ვერც კი ხვდებიან, რომ ეს პასუხების ძიების გზის მხოლოდ დასაწყისია.

7)მეგობრები ეხმარებიან ერთმანეთს რთული დღეების დაძლევაში.

8)ვიღაც ფიქრობს შენს შესახებ.

9)ვიღაც ამ წუთას მზის ჩასვლით, ხოლო ვიღაც მზის ამოსვლით ტკბება.

10)მორწმუნე ადამიანი ლოცვით მიმართავს ღმერთს.

11)სწორედ ამ წუთას იწერება წიგნები, რომლებიც ჩვენს ცნობიერებას შეცვლიან.

12)ადამინმა, რომელიც მავნე ჩვევებს ებრძოდა დღეს პირველად დაინახა დადებითი შედეგი,

13)ასობით წყვილი თავის ოქროს ქორწილს ზეიმობს.

14)ბავშვმა დაიწტო სიარული, წაიქცა ადგა და გააგრძელა სიარული.

15)ორი დაქალი კისკისებს, რაგაც სასაცილო ამბავზე.

16)ვიღაც ცდილობს აპატიოს ცუდი საქციელი.

17)ვიღაც აწავლობს იმ იმედი, რომ მიაღწიოს იმ მიზანს, რასაც თქვენ ესწრაფვით.

18)მაშველი საფრთხეში აგდებს საკუთარ სიცოცხლეს უცნობი ადამიანის გამო.

19)ვიღაცას მართლა უნდა თქვენი მეგობარი იყოს.

20)ახალგაზრდა დედამ პირველად აიყვანა შვილი ხელში.

21)ვიღაც ხმამაღლა მღერის აბაზანაში.

22)ვიღაცას ეღიმება შენი გახსენებისას.

23)ვიღაც მამაკაცმა თავი გაანება დალევას.

24)მოხუცმა ქალმა საჭმელი გამოუტანა უსახლკარო კატას.

25)უფროსი ძმა უმცროსს რაღაცას ასწავლის.

26)ვიღაც ეხმარება მძღოლს გაფუჭებული ავტომობილის გარემონტებაში.

27)სკოლის საუკეთესო სპორცმენმა საკუთარი რეკორდი მოხსნა.

28)ვიღაცამ პირველად აკოცა.

29)რომელიღაც ოჯახმა დღეს თავი დააღწია სერიოზულ ვალებს.

30)ვიღაც ეხუტება ახლობელ ადამიანს, რომელსაც ძალიან სჭირდება თანადგომა.

31)მცირე ბიზნესის მფლობელმა პირველად მიიღო მოგება.

32)მომავალი მუსიკალური ვარსკვლავი რეპეტიციას გადის ძველ ავტოფარეხში.

33)ბაბუა შვილიშვილთან ერთად სეირნობს და ორივე იღიმება.

34)ვიღაცამ გადაყარა ნაგავი ქუჩიდან და ყვავილებს რგავს.

35)ძველი მეგობრები ერთმანეთს სასაცილო ისტორიებს უყვებიან.

36)დღეს ვიღაცამ გაიგო, რომ ცნობილია.

37)ვიღაცას ენატრებით და სულმოუთქმელად ელის თქვენს მოსვლას.

38)ქირურგი ავადმყოფის სიცოცხლისათვის იბრძვის.

39)ვიღაცამ კარი დაიჭირა და წინ სხვა გაუშვა.

40)ვიღაცა ზის და ელოდება მნიშვნელოვან ზარს, თან არ იცის რომ ის რასაც ელოდება უკვე მას ეკუთვნის.

41)ახალგაზრდა წყვილი პირველად მიემგზავრება სახლის სანახავად, რომელშიც დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებს.

42)ვიღაც თქვენგან მაგალითს იღებს.

43)ვიღაცას ხანგრძლივი განშორების შემდეგ საყვარელი ადამიანი დაუბრუნდა.

44)ბიჭმა ცხოვრებაში პირველად მოახერხა ველოსიპედით დამოუკიდებლად გავლა.

45)თქვენ გაიღიმეთ და სამყარო ცოტათი უფრო განათდა.


"ეხლა" ეს ახალი სტარტია. "ეხლა" შენ შეგიძლია რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთო. გააკეთე!!!

12
390
6-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
390
  
2012, 21 ოქტომბერი, 17:32
ყოველთვის პოზიტივია შენს სტატიებში და ვცდილობ რომ არცერთი გამომრჩეს... ბევრი ლაიქი ჩემგან (სამწუხაროა რომ მხოლოდ ერთის დაწერა შემიძლია)
2012, 7 ოქტომბერი, 22:03
კი,შესრულებულია:)
2012, 7 ოქტომბერი, 21:58
კარგია თუ მოგეწონა... თუკი გაიღიმე მაშინ ჩემი მისია შესრულებულია :)
2012, 7 ოქტომბერი, 21:56
მართლა პოზიტივი შემოიტანა ჩემს განწყობაში ახლა,ამ სტატიას მართლა მეტი მოწონება უნდა ჰქოდეს...სიამოვნებით ვკითხულობდი
2012, 13 სექტემბერი, 0:19
მეც მაგაზე ვფიქრობ... კაი მოწონენები ჯანდაბას... არ მინდა. უბრალოდ მინდოდა მეტ ადამიანს ენახა... მინდოდა პოზოტივი შესულიყო მათ ცხოვრებაში... მადლობა ასეთი შეფასებისთვის
2012, 12 სექტემბერი, 14:15
მარტო 3 მოწონება უნდა ქონდეს ამ სტატიას?
2012, 30 აგვისტო, 22:39
გამიხარდა :)
2012, 30 აგვისტო, 22:12
ჩაგეთვალა,მეც მშვენიერ ხასიათზე დამაყენე:)))))))))
2012, 30 აგვისტო, 21:12
ნამდვილად... დღეს ძალიან მჭირდებოდა პოზიტივი ეს ვნახე და მომინდა სხვებისთვისაც გამეზიარებინა... :)
2012, 30 აგვისტო, 21:09
რა კარგი იყო.რა კარგია ცხოვრება
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10