x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
საიდუმლოებით მოცული მონეტა, რომელიც ეგვიპტეში აღმოაჩინეს
image


2016 წელს ეგვიპტეში, შენობის გარემონტებისას აღმოჩენილ იქნა ძველებური მონეტა, რომელზე გამოსახული არსებაც აშკარად არ ჰგავს ადამიანს. იგი ზუსტად იმ "მწვანე ადამიანის" მსგავსია, რომელსაც ფილმებში უცხოპლანეტელებზე ვხვდებით.

image

მონეტაზე გამოსახულია არსება დამახასიათებელი მელოტი თავით, გრძელი კისრით და დიდი თვალებით. მონეტის უკანა მხარეზეც გამოსახულებაა. გამოსახულია რაღაც ხომალდის მსგავსი, რომელიც მფრინავ თეფშს გვაგონებს. მონეტის უკანა მხარეზე არის, აგრეთვე წარწერა ლათინურ ენაზე-OPPORTUNUS Adest და ითარგმნება როგორც დაშვება.

რა თქმა უნდა, მაშინვე გამოჩნდნენ სხვადასხვა უფოლოგები, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ საჭიროა დედამიწის ისტორიის ხელახალი გადაწერა, ვინაიდან ყველა მტკიცებულება სახეზეა. თუმცა ყველაფერი დაწვრილებით განვიხილოთ.

დავიწყოთ იქიდან, რომ ასეთი სახის ეს ერთადერთი მონეტა არ არის. საფრანგეთში აღმოაჩინეს მსგავსი მონეტა, დათარიღებული 1648 წლით (იგი ბურგუნდიაშია დამზადებული). მისი ზომა 20-28 მმ.-ია. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს არა მონეტა, არამედ სპილენძის ჟეტონია, რომელიც ათასობით იბეჭდებოდა მთელს ევროპაში, ხოლო გამოიყენებოდა, როგორც წესი, აზარტული თამაშების დროს "ფიშკების" როლში. მონეტაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტია, რომელიც მთაში, ტყის თავზეა გამოსახული.

image

მაგრამ საკმარისია გამოსახულება შემოვაბრუნოთ საათის ისრის მიმართულებით და ყველაფერი თავის ადგილზე დგება: ეს ჩვეულებრივი ფარია და არა ამო, ტყე კი ისრებია. წარწერა ჟეტონზე ასე იკითხება: "წინააღმდეგობას ვუწევდით მცირედით (ფარით), მაგრამ ბევრი (მეისრეები) დავამარცხეთ".

image

არის ჟეტონების სხვადასხვა ვარიაციები, რომლებზეც გამოსახულია ფარი: ისინი იმავე მფრინავ თეფშს ჰგავს, მაგრამ აქ უკვე ციდან ეშვება. ამასაც საკმაოდ მარტივი ახსნა აქვს: რომის მეფეს, ნუმი პომპილიუსს ჰქონდა ფარი, რომელიც "ციდან ჩამოვარდა". მეფეს 11 ცალი ასლის დამზადების ბრძანება გაუცია, რათა ფარის ორიგინალი დაეცვა მოშურნეებისა და მტრებისგან. ამ მოვლენის პატივსაცემად მოგვიანებით კულტი გაჩნდა თავისი ქურუმებით. ეს ისტორია იმ კლასიკური განათლების ისტორიის კურსში შედიოდა, რომელსაც ევროპელები მე-15, მე-17 საუკუნეებში იღებდნენ.


image

კიდევ ერთი მაგალითი მონეტაზე მფრინავი თეფშის გამოსახვისა-ჰოლანდიური ჟეტონი, გამოშვებული 1594 წელს, რომელზეც ღმერთის ხელია გამოსახული, მას ღვთიური ფარი უჭირავს ჰოლანდიელების და ესპანელების ჯარებს შორის.

image

მონეტის უკანა მხარე გავარკვიეთ. როგორ ავხსნათ მონეტის მხარე, რომელზეც უცნაური არსებაა გამოსახული? აქაც ყველაფერი მარტივია. ქვემოთ მოცემული ფოტო პირველად გაჩნდა საიტზე mysteryiousearth.net და აღმოაჩინა ეს მონეტა ადამიანთა ჯგუფმა, რომელიც ეგვიპტეში შენობას არემონტებდა. აღმოჩნდა, რომ მონეტის პარამეტრების-წონის, ზომის და ა.შ. შესახებ, ინფორმაცია არ არსებობს. ამას გარდა, ეს ერთადერთი ფოტოა, რომელიც ეგვიპტის აღმოჩენასთანაა დაკავშირებული და ქსელში დევს, ანუ სხვა ადამიანებს მონეტისთვის ფოტოები არ გადაუღიათ. სავარაუდოდ მონეტა ფოტოშოპში დაამუშავეს (ან სხვა მსგავს პროგრამაში), რათა სასურველი გამოსახულება მიეღოთ.

image

გაუგებარია მხოლოდ ერთი რამ, რისთვის იყო საჭირო მთელი ეს შოუ. ან ადამიანებს სურდათ კოლექციონერების შეცდომაში შეყვანა ასეთი აშკარა ფეიკით, ან მორიგმა "ყველაფრისმცოდნემ" გადაწყვიტა უცხოპლანეტელების არსებობის დამტკიცება.

მოგვიანებით ჩაატარეს კვლევა, რომელმაც დაამტკიცა, რომ მონეტა ასი პროცენტით რეტუშირებული ფეიკია.




გადახედეთ სხვა სტატიებსაც:





მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც)

image


კოშკი, საიდანაც დაუვიწყარი ხედი იშლება, მაგრამ მის კიბეებზე ასვლას ბევრი ვერ ბედავს

image


კასპიის ზღვის ატლანტიდა, ადამიანი-ამფიბია და სხვა იდუმალი მოვლენები

image


საინტერესო ფაქტები და მოსაზრებები შავი ზღვის შესახებ

image


ოქროს ტაძრის განძთსაცავის, წინა საუკუნეებში ჰერმეტულად დალუქული კარი ჯერაც ვერ გაუღიათ

image


ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი არტეფაქტები, რომლებიც აღტაცებას იწვევს

image


არქეოლოგებმა დაადგინეს, ვინ და რატომ ამტვრევდა ძველეგვიპტურ ქანდაკებებს ცხვირებს

image


"კოსმიური საჩუქარი" ტიბეტელი ბერებისთვის, რომელიც ამჟამად მოსკოვში ინახება

image


დოქტორი ფაუსტი ქ. პრაღიდან გაემგზავრა ჯოჯოხეთში?

image


უძველესი რეპტილიების-დინოზავრების ნაშთები შესაძლოა მთვარეზეც იყოს

image






0
1272
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0