x
image
intermedia.ge
Mediator image
რა უნდა აჩუქო საყვარელ ადამიანს - ვალენტინობის საჩუქრის საუკეთესო იდეები
image


შეყვარებულების, იგივე წმინდა ვალენტინის დღეს, ყოველი წლის 14 თებერვალს აღნიშნავენ. ეს განსაკუთრებული დღესასწაულია, რომელსაც უძველესი ტრადიცია და 2000-წლიანი ისტორია აქვს.


საჩუქარი ვალენტინისთვის არ არის უბრალოდ საჩუქარი. ის აუცილებლად სიმბოლური უნდა იყოს. - რა უნდა აჩუქო შენს ვალენტინს? - ეს კითხვა ყოველ შეყვარებულ ადამიანს ერთხელ მაინც დაუსვამს საკუთარი თავისთვის. 14 თებერვლამდე რამდენიმე დღეღა დარჩა. ამიტომაც ჯობს თადარიგი დაიჭიროთ და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქარი წინასწარ შეარჩიოთ. ამაში კი ჩვენ დაგეხმარებით!


  • გთავაზობთ საუკეთესო საჩუქრის იდეებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ და რომელთა შეძენასაც ძალიან მარტივად, სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ.

თბილი ნივთები



image


14 თებერვალი - ზამთარია. ჯერ კიდევ საკმაოდ ცივა. ვალენტინობის საჩუქრით შეგიძლიათ გამოხატოთ საყვარელ ადამიანზე ზრუნვა. ძალიან პრაქტიკული და კომფორტული საჩუქარი იქნება თბილი ჰუდი ბრენდირებით, სიყვარულის თემატიკაზე. ამის გაკეთება ძალიან მარტივად, პრინტარეას საიტზე შეგიძლიათ. არჩევთ სასურველ ფერს, პრინტს და შეკვეთას ონლაინ ანხორციელებთ. დაათვალიერეთ ჰუდები სასიყვარულო თემაზე.


რომანტიკა


image


ვალენტინობა - რომანტიკული დღესასწაულია. რომანტიკა და სასიამოვნო ნიუანსები ყველას უყვარს. ზოგს - უფრო მეტად, ზოგს - ნაკლებად, თუმცა გამონაკლისი ძალიან ცოტაა. ძალიან კარგი იდეა იქნება, თუ ლამაზად მორთავთ ოთახს და საყვარელ ადამიანს სიურპრიზს მოუწყობთ. მოაწყვეთ კინოჩვენება, ივახშმეთ სანთლების შუქზე და ღვინო მიირთვით. ასეთ მომენტებში მცირედი საჩუქარიც ძალიან დიდი ემოციებით აავსებს თქვენს პარტნიორს.
მაგალითად, ჩარჩოში ჩასმული ფოტო ან გულის ფორმის კანვასი, ლამაზი დიზაინით. ფოტოები შეგიძლიათ თავად შეარჩიოთ. ძალიან ორიგინალური იქნება თქვენი პირველი ფოტო ან რომელიმე განსაკუთრებული კადრის დაბეჭდვა.


პრინტარეას პერსონალური პოლიგრაფია იდეალურია ასეთი დღეებისათვის.


image


ფოტოების ატვირთვა და სასურველი დიზაინის შექმნა თავად შეგიძლიათ, ძალიან მარტივად.


ემოციური საჩუქარი


image


ასეთი საჩუქარი აუცილებლად პარტნიორის ემოციებთან უნდა იყოს დაკავშირებული. მისი არჩევა არცთუ ისე ძნელია. მთავარია, წარმოდგენა გქონდეთ თქვენი საყვარელი ადამიანის გატაცებებისა და ჰობის შესახებ. შეგიძლიათ წახვიდეთ ბოულინგზე, გაისეირნოთ ველოსიპედებით ლისის ტბაზე, მოამზადოთ ერთად რაიმე გემრიელი კერძი. რაც შეეხება საჩუქარს, საუკეთესო არჩევანი იქნება ფოტოწიგნი, რომელსაც თავად ააწყობთ საიტზე. ფოტოწიგნის საშუალებით შეგიძლიათ მოჰყვეთ თქვენი სიყვარულის ისტორია და შეინახოთ განსაკუთრებული მოგონებები.


კრეატიული საჩუქარი


image


ეს არის ის, რაც გამონაკლისის გარეშე ყველას მოსწონს! უჩვეულო, არასტანდარტული, ორიგინალური... შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს აჩუქოთ თქვენი ფოტოთი დამზადებული ფაზლი ან ვალენტინობის ყუთი ფოტოებით. პოპ-აპ ბოქსის შეკვეთა ონლაინ შეგიძლიათ, თქვენთვის სასურველი ფოტოებით. ყუთში განთავსებულია 6 პატარა ყუთი - 4 ყუთი ფოტოსურათებით და 2 ყუთი თემატური დიზაინით.



ყუთში პატარა სუვენირი ან სასიყვარულო ბარათი მოათავსეთ. წარმოიდგინეთ თქვენი შეყვარებულის ემოციები, როცა ამ ყუთებს გახსნის. ყუთები გახსნისას ზემოთ იყრება.


შეფუთვა


image


ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ შეფუთავთ საჩუქარს, რომელიც საყვარელ ადამიანს მოუმზადეთ. შეგიძლიათ სასაჩუქრე ყუთი თავადაც დაამზადოთ ან მზა შეიძინოთ. ასევე, ორიგინალური იქნება, თუ საჩუქარს ბრენდირებულ ნაჭრის ჩანთაში ჩადებთ.


image


არ დაგავიწყდეთ ლამაზი მისალოცი ბარათი, რომელზეც ბანალური მილოცვის ტექსტის ნაცვლად, შეგიძლიათ დაწეროთ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ შეგიყვარდათ თქვენი მეორე ნახევარი.


image


ბედნიერ ვალენტინობას გისურვებთ!
0
38
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0