ფოტოგრაფია უნიკალური ფოტოების კოლექცია, რომელიც რეკორდულ თანხად 4 000 000 დოლარად გაიყიდა 2021, 9 თებერვალი, 13:37 ინტერნეტსივრცეში სექსუალური და პორნოგრაფიული ფოტო მასალის სიმრავლის მიუხედავად, უმეტესობას საუკეთესო ეროტიკული ფოტოები ნანახიც კი არ აქვს. ამ ჟანრის ყველა მოყვარულს "Christie's"-ის აუქციონმა უნიკალური შესაძლებლობა მისცა, გამოიტანა რა გასაყიდად დონ სანდერსის ეროტიკული ფოტოების უნიკალური კოლექცია, რომლის შევსებაც მან 2002 წლიდან დაიწო. ლოტი, სახელწოდებით "Triple XXX", რეკორდულ თანხად - 4 000 000 დოლარად გაიყიდა.სანდერსის "Triple XXX"-ის ეროტიკული ფოტოსურათების კოლექციაში ცნობილი ფოტოგრაფების - ჰელმუტ ნიუტონის, ისააკ ლევინტალის, რიჩარდ ავედონისა და სხვა გამოჩენილი ხელოვანების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.სანდერსმა საკუთარი უნიკალური კოლექციის შეგროვება ჰელმუტ ნიუტონის იშვიათი ფოტოებით დაიწყო, და დღეს ის ასზე მეტ ფოტოს მოიცავს, მათ შორის ჩვენი დროის საუკეთესო ფოტოგრაფების ნამუშევრებსაც.არსებული ცენზურის გამო, ამ უნიკალური კოლექციის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოგიდგენთ, თუმცა გარწმუნებთ, რომ აღნიშნული ფოტოები ამ თანხად ნამდვილად ღირდა. 208 შეფასება არ არის |