x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
ბავშვის ფსიქოლოგიის განვითარების ისტორია: შუა საუკუნეები და რეფორმაციის პერიოდი

ბავშვობის, როგორც ცხოვრების ცალკე პერიოდის განხილვა, ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნიდან დაიწყო, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მის მიმოხილვას სწორედ ამ პერიოდიდან შევუდგეთ. შემდგომ კი განვიხილოთ რეფორმაციისა და განმანათლებლობის პერიოდში არსებულ მდგომარეობა.

image

ჯერ კიდევ შუა საუკუნეების (მეექვსედან მეთხუთმეტე საუკუნემდე) წერილობით წყაროებშია აღმოჩენილი ტერმინები და ცნებები, რომლებიც აცალკევებს 7-8 წლამდე ასაკის ბავშვებს სხვა ადამიანებისგან და არ განიხილავს მათ, როგორც არსებებს, რომლებიც სრულიად მომწიფებულნი არიან. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი პატარა ჯამები და ჭურჭელი, თოჯინები და სხვა საგნებიც, ადასტურებენ, რომ ამ პერიოდში უფროსები ფაქიზად და ზრუნვით ეკიდებოდნენ ბავშვის ფიზიკურ შეზღუდულობასა და ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებს. გარდა ამისა, მხატვრებიც, რომლებიც ამ პერიოდში მოღვაწეობდნენ, ბავშვებს თავისუფალ, მოხერხებულ ტანისამოსში მოთამაშე და უფროსებისადმი თვალებაპყრობილ უმანკო არსებებად გამოსახავდნენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კანონი აღიარებდა ბავშვების დაცვის საჭიროებას იმ ადამიანებისგან, რომლებიც მათ სასტიკად ეპყრობოდნენ. სასამართლოც კი შედარებით შემწყნარებელი იყო კანონდამრღვევი ახალგაზრდების მიმართ. საინტერესოა, ის ფაქტი რომ რელიგიურ წყაროებში ბავშვობისადმი სრულიად განსხვავებულ, ორ ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულებას ვხვდებით.

image
კერძოდ, აღნიშნულ წყაროებში ზოგჯერ ჩვილები წარმოადგენილნი იყვნენ როგორც ეშმაკისეული არსებები, რომელთაც ეგზორციზმისა და ბატიზმის დახმარებით განწმენდა ესაჭიროებოდათ, ზოგჯერ კი როგორც - უმანკო და ანგელოზისებრი არსებები. მიუხედავად ამ განსხვავებებისა, მნიშვნელოვანია იმის გააზრება რომ, ზემოთ აღნიშნული წყაროები და აღმოჩენილი არქეფაქტები უდავოდ ადასტურებენ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში ბავშვობა განიხილებოდა როგორც ცხოვრების ცალკე პერიოდი. შემდგომ, რეფორმაციის პერიოდში, მეთექვსმეტე საუკუნის პურიტანული დოქტრინა ბავშვების მიმართ მკაცრი და სასტიკი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. ისინი მიიჩნევდნენ რომ ბავშვის სული თავდაპირველი ცოდვით იყო დამძიმებული, მათ მოვალეობას კი სწორედ ამის გამოსწორება წარმოადგენდა. მათ უნდა ესწავლებინათ ბავშვებისთვის კარგის და ცუდის გარჩევა, თუმცა ამისთვის ისინი საკმაოდ მყაცრ და შეზღუდულ აღზრდის მეთოდებს იყენებდნენ. ინგლისიდან ამერიკაში ემიგრირებული პურიტანები ბავშვებს აღიქვამდნენ, როგორც ჯიუტ და ბოროტ არსებებად, რომელთაც ცივილიზაცია ესაჭიროებოდათ. მათ უხეშ და მოუხერხებელ ტანსაცმელს აცმევდნენ რათა უფროსებს დამსგავსებოდნენ. ასევე, გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენდა ბავშვების ცემა მათი მორჯულების მიზნით. მოკლედ რომ ვთქვათ ამ პერიოდისთვის ბავშვის აღზრდაში გაბატონებულ ფილოსოფიას დასჯა წარმოადგენდა. სწორედ მათი შეხედულებებიდან გამომდინარეობდა ის, რომ მათ პირველებმა შექმნეს ბავშვებისთვის რელიგიური საკითხავი მასალა მორალური იდეალების შესახებ. შვილებისთვის საკუთარი რწმენისა და თვითკონტროლის სწავლების პროცესში პურიტანმა მშობლებმა თანდათანობით თავადაც ისწავლეს სიმკაცრესა და დამთმობლობას შორის წონასწორობის დაცვა.

0
50
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ პაიაშვილი
მარიამ პაიაშვილი
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0