x
image
ლანა92
ბურთულები კრაბის ჩხირებისაგან - მოამზადეთ მარტივად მადისაღმძვრელი სალათი

image




კრაბის ჩხირების, ნაღების ყველის და მოხარშული კვერცხებისაგან მომზადებული ბურთულები შესანიშნავი დანამატი იქნება თქვენი სუფრისათვის. მაიონეზი აძლევს კერძს სიმსუბუქეს, ხდება ფაფუკი, ხოლო ნიორი - პიკანტურ გემოს. ულამაზესი და უგემრიელესი ბურთულების მომზადებას სჭირდება 5 ძირითადი ინგრედიენტი და თქვენი ძვირფასი დროის რამდენიმე წუთი.

საჭირო დრო - 1 საათი და 10 წუთი;

საჭირო პროდუქტები:

კრაბის ჩხირები - 170 გრამი;

ნაღების ყველი - 100 გრამი;

კვერცხი (მსხვილი) - 2 ცალი;

მაიონეზი - 50 გრამი;

ნიორი - 1 კბილი;

მარილი -გემოვნებით;

დაფქული შავი წიწაკა - გემოვნებით;

მომზადება:

ნაღების ყველი კერძის მომზადებამდე 30-40 წუთით ადრე შედგით მაცივარში (საყინულეში), რათა გამაგრდეს და უფრო ადვილად გაიხეხოს. კრაბის ჩხირები, საჭიროების შემთხვევაში, გაალღვეთ.

კვერცხები მაგრად მოხარშეთ (კვერცხები ჩააყარეთ ცივ წყალში) ადუღებამდე, 30-40 წუთის განმავლობაში. შემდგომ გამორთეთ ალი. ქვაბს დაახურეთ თავზე და დატოვეთ კვერცხები 8 წუთის განმავლობაში ცხელ წყალში. შემდგომ გადაავლეთ გაყინული წყალი და გაფცქვენით. ასე კვერცხი გაცილებით გემრიელი და ნაზი იქნება.

კრაბის ჩხირები გაასუფთავეთ კანისაგან. წითელი ნაწილი ცალკე გახეხეთ და გამოიყენეთ კერძის გასაფორმებლად. კრაბის ჩხირების თეთრი ნაწილი წვრილ კუბებად დაჭერით და კერძის ჯამში ჩაყარეთ.

ნიორი დაჭყლიტეთ. გახეხეთ ნაღების ყველი. ეს 2 ინგრედიენტი ჩაყარეთ კერძის ჯამში, ანუ კრაბის ჩხირებთან ერთად.

კვერცხი გახეხეთ და მოათავსეთ ისიც კერძის ჯამში. დაამატეთ მასას, სალათას მაიონეზი.

კარგად, თანაბრად მოურიეთ მასას და გადაანაწილეთ ინგრედიენტები. დაუმატეთ ცოტა შავი წიწაკა და მარილი.

მიღებული მასა დაყავით ულუფებად, სასურველი ზომის ბურთულებად (დაახლოებით 7-8 მსხვილ ბურთულას მიიღებთ).

ხელები დაისველეთ წყალში. დაამუშავეთ ბურთულები. თითოეული კრაბის ბურთულა კარგად ამოავლეთ კრაბის ჩხირების გახეხილ წითელ ნაწილში (გაფორმების მიზნით).

კრაბის ბურთულები შედგით მაცივარში 30-40 წუთით გასაცივებლად, მერე კი გამოიტანეთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!


0
48
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0