x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
"გენდერული განსხვავება და მორალური განვითარება"

ის, რასაც ბავშვების უმრავლესობა ადრეულ ასაკში იგებს, ისაა, რომ მათ სოციალურ სამყაროში ორი კატეგორიის ადამიანები არიან: მდედრობითი სქესის და მამრობითი სქესის. აღსანიშნავია, რომ პირველი განსხვავება, რასაც ბავშვები ამჩნევენ, მთლიანად სოციალურია: ისინი ანატომიის გაცნობამდე გაცილებით ადრე შეიგრძნობენ სქესობრივ განსხვავებებს. რაც შეეხება სქესობრივ განსხვავებას, ეს არის ბიოლოგიური საფუძვლის მქონე მახასიათებლები, რომლებიც მამრობით სქესს განასხვავებს მდედრობითი სქესისგან. ამ მახასიათებლებში შედის განსხვავებული რეპროდუქციული ფუნქციები, ჰორმონალური და ანატომიური სხვაობები. ეს განსხვავებები უნივერსალურია, ბიოლოგიურად არის განპირობებული და არ ექვემდებარება სოციალურ ზეგავლენას. დროთა განმავლობაში მათ გარკვეული ტრადიციული სოციალური როლების ჩამოყალიბებაც განაპირობეს. ხაზგასასმელია ის რომ გენდერი ფსიქოლოგიური ფენომენია და მოიაზრებს სქესთან დაკავშირებულ დასწავლილ ქცევებსა და განწყობებს. გენდერული იდენტიფიკაცია არის ინდივიდის მიერ საკუთარ თავში ქალური, ან მამაკაცური საწყისის განცდა. ის გულისხმობს საკუთარი სქესის მიღებას და გაცნობიერებას. 10-დან 14 თვემდე ასაკის ბავშვები უკვე ანიჭებენ უპირატესობას იმ ვიდეოჩანაწერს, რომელზეც მათივე სქესის ბავშვის მოძრაობაა ასახული. გენდერული როლები ქცევათა პატერნებია, რომელიც მოცემულ საზოგადოებაში მისაღებად ითვლება მდედრობითი სქესის და მამრობითი სქესის ადამიანებისათვის.

განვიხილოთ გენდერის გავლენა მორალურ განსჯაზე, რომელიც უკავშირდება კოლბერგის თეორიას: კოლბერგის ნაშრომებში არ არის ასახული ფაქტი, რომ ზრდასრული პიროვნების მორალური შეხედულებები შესაძლოა ასახავდეს განსხვავებულ, მაგრამ მაინც ძირეულ მორალურ პრინციპებს. კრიტიკულ ნაშრომში გილიგანმა მიუთითა, რომ კოლბერგის ორიგინალური ნაშრომი მხოლოდ ბიჭებზე ჩატარებულ დაკვირვებას ეფუძნებოდა. იგი მატკიცებს, რომ კვლევის ამგვარ მიდგომაში უგულებელყოფილია პოტენციური განსხვავებები მამაკაცებისა და ქალების ჩვეულებრივ მორალურ შეხედულებებს შორის. გილიგანს მიაჩნია, რომ ქალთა მორალური განვიტარება სხვებზე ზრუნვის სტანდარტს ეფუძნება და თვითრეალიზაციის საფეხურისაკენ მიიწევს, მაშინ, როდესაც მამაკაცები თავიანთ მსჯელობას სამართლიანობის სტანდარტზე დაყრდნობით აგებენ. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ მან არასწორად განსაზღვრა მორალური შეხედულებების უნიკალური სტილები მამაკცებისა და ქალებისათვის. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები ისე ახდენენ მორალური გადაწყვეტილებების ფორმირებას, რომ შეინარჩუნონ ჰარმონია სოციალურ ურთიერთობებში, მამაკაცები კი უფრო მეტად სამართლიანობის დაცვას ითვალისწინებენ. მიუხედავად ამისა, მკვლევრები აგრძელებენ კამათს იმის თაობაზე, არსებობს თუ არა საერთოდ სქესობრივი განსხვავებები მორალურ მსჯელობაში. საბოლოოდ, ზემოთ მოცემული მსჯელობდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალები და მამაკაცები შეიძლება სხვადასხვა პროცესების გავლით მივიდნენ მორალური განვითარების მაღალ სტადიებამდე, თუმცა მოზრდილობაში მათ მიერ განხორციელებული აქტუალური მსჯელობები უაღრესად მსგავსია.

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ცერცვაძე
მარიამ ცერცვაძე
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0