x
მეტი
  • 27.06.2024
  • სტატია:135617
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509971
პირველი გარდამავალი პერიოდი, ბნელი თუ ნათელი ეპოქა ეგვიპტის ისტორიაში

ეგვიპტე თავისი კულტურით და ისტორიით ძალიან საინტერესო ქვეყანაა. ქვემოთ მე შევეხები ეგვიპტის ისტორიის ერთ-ერთ გარდამტეხ ერას - პირველ გარდამავალ პერიოდს.

პირველი გარდამავლი პერიოდი გრძელდებოდა ძველი წელთ აღრიცხვით 2280-2016 წლებში. სახელი თანამედროვე ეგვიპტოლოგებმა შეარქვეს, ძველ ეგვიპტურ ტექსტებში მსგავს დასახელებას არ ვხვდებით. ეს ეპოქა მეცნიერთა ინტერესს იპყრობს შემდეგი მიზეზის გამო, წერილობითი წყაროებში არსებული ინფორმაცია და არქეოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით გაკეთებული დასკვნები, ხშირად, ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს დიდი ხნის განმავლობაში აფიქრებდათ ისტორიკოსებს. დღესდღეობით გაურკვევლობა აღარ არსებობს, ეგვიპტოლოგებმა წყაროები შეაჯერეს და ისე აღადგნეს ეს ერა. პირველი გარდამავალი პერიოის დროს მოხდა ის, რაც მოხდა მეცხრამეტე საუკუნის ამერიკაში. ამ დროს ამერიკული კომპანიები ამაყობდნენ იმით, რომ "ყიდიდნენ მილიონერებისთვის განკუთნილ საქონელს მილიონებით ფასად". რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს რომ ისეთი პროფუქტი რომელის შეძენაც მეთვრამეტე საუკუნეში საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილს შეეძლო, ამიერიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. რადგან საქონლის ფასები ხარისხის შესაბამისად მერყეობდა.

იგივე სცენარით განვითარდა მოვლენები ძველ ეგვიპტეში. მას შემდეგ რაც დაეცა ძველი სამეფო, ეგვიპტე ნომებად (ადმინისტრაციული ერთეული ეგვიპტეში) დაიშალა. შესაბამისად საერთო ეკონომიკაც მოიშალა, ამას, თავისთავად, მოჰყვებოდა საერთო გაღარიბება. ამას ისიც დაემთხვა, რომ პირველი გარდამავალი პერიოდის დასაწყისს გვალვები და უმოსავლობა დაემთხვა. ამ ყველაფერს კი მოჰყვა მთელი რიგი უარყოფითი შედეგები, მაგალითად კრიმინალის გაზრდა. ეს ყველაფერი წერილობით წყაროებში აისახა და პირველ გარდამავალ პერიოდს "ბნელი ერის" სტატუსი მიანიჭა. თუმცა, ასეთი ვითარება დიდხანს არ გაგრძელებულა, ნომარქებმა( ნომების მმართველები) ძალაუფლება მოიპოვეს და თავიანთ სამფლობელოებსი წესრიგი დაამყარეს. აღდგა ეკონომიკა, დეცენტრალიზაციას დადებითი შედეგიც მოჰყვა, მოსახლეობის მასობრივი დასაქმება. თუმცა, ხელოვნებას და არქიტექტურას იმ დონეზე აღარასდროს მიუღწევია, რა დონეზეც ძველი სამეფოს დროს იდგა. აღარც ქურუმები და არსიტკრატები ფლობდნენ ძველებურ ქონებას. ამან იმოქმედა იმდროინდელ ჟამთააღმწერლებზე, რომლებიც მხოლოდ არისტკრატიის ისტორიით ინტერესდებოდნენ და კარგი აღარაფერი დაუწერიათ (ისედაც, ეს პერიოდი წერილობითი წყაროთა სიმცირით ხასიათდება).თუმცა, განსხვავებული ვითარება იყო მოსახლეობის დაბალ ფენებში. მათ შესახებ ისტორიული წყაროები დუმან, სამაგიეროდ გვანებივრებს არქეოლოგიური მასალები. მათ სამარხებში ისეთი ნივთები ჩნდება რომლებიც ძველი სამეფოს პერიოდში მხოლოდ ფარაონთა (ეგვიპტის მეფეების ტიტულატურა) სამარხებში ფიქსირდებოდა. ეს დაბალი ფენის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, როგორც ზემოთ ითქვა, ნივთების ხარისხი მაღალი არ იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ ძველი სამეფოს პერიოდში, მსგავსი ნივთები დაბალ ფენას არც დაესიზმრებოდა.

შესაბამისად, როცა ვახასიათებთ პირველ გარდამავალ პერიოდს, საუკეთესო დახასიათება ასეთი იქნება, არისტოკრატიისთვის ეს იყო ბნელი ერა, რომელმაც შეამცირა მათი ქონება, ბოლო მოუღო ერთიან ეგვიპტეს და პროდუქციის ხარისხი დაბლა დააგდო. დაბალი ფენებისთვის კი ეს იყო ნათელი ერა, რომელმაც მათ მატერიალური კეთილდღეობა, მძიმე სამუშაოებიგან გათავიუფლება(აღარ უწევდათ პირამიდების აგებაში მონაწილეობის მიღება)და რელიგიური დემოკრატიზაცია (სამარხში ჩაყოლებული ნივთების ნაწილი რელიგიური ხასიათის იყო)მოუტანა.

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:რატი ხოტივრიშვილი
რატი ხოტივრიშვილი
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0